ქალები, რომლებმაც "მისამართი უნდა გადაამოწმონ"
30 იანვარი, 2022
ქალები, რომლებმაც "მისამართი უნდა გადაამოწმონ" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქალები ზურგშექცევით, ქალები სახეების გარეშე, მათი სილუეტები და ტანსაცმელი, ფერადი ტუჩსაცხები, სახლი, რომელშიც ქალებს ჯაგრისით ყრიან და ქალი, რომელიც სახლს ჭამს - ყველა ჩამოთვლილი და კიდევ სხვა, ბევრი სახე თამარ ხმიადაშვილის ნახატების გმირია.

მხატვარი ამბობს, რომ ბოლო 3-4 წელია, მის ნახატებზე სწორედ ქალები არიან. ეს არ დაუგეგმავს, რაღაც მომენტში ნამუშევრებს გადახედა და ნახა, რომ ისინი, ძირითადად, ქალებს ეხებოდა.

"ეს საკითხი უფრო მეტად მაღელვებდა და მაწუხებდა, ვიდრე სხვა რაღაცები. შეგნებულად თუ შეუგნებლად, რაღაც პერიოდში ასე გამომდიოდა. გმირები ქალები იყვნენ და ნამუშევრები ძირითადად, სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. ამის გაცნობიერების შემდეგ იმაზე მუშაობა დავიწყე - როგორ გამომეხატა, რა თემაზე მუშაობა მინდოდა ყველაზე მეტად. შეგნებულად დავიწყე ამის კეთება," - გვეუბნება თამარ ხმიადაშვილი.

ამ ხაზს მიჰყვება თამარ ხმიადაშვილის ნახატების ბოლო სერია "გადაამოწმე მისამართი". ის "გალერეა დედიკაში" გამოიფინა და 13 ნამუშევარს აერთიანებს, რომლების ნაწილიც პანდემიის პერიოდში დაიხატა.

დედიკა გალერეა

რატომ უნდა "გადავამოწმოთ მისამართი"?

"სერიის გმირები არიან ქალები, რომლებიც დაბადებულები და გაზრდილები არიან კონკრეტულ რეალობაში, სადაც დინებას მიჰყვებიან, არ აანალიზებენ, დავუშვათ, რატომ არიან იქ, სადაც არიან. გადაამოწმე შენი მისამართიც ამაზე მინიშნება იყო - შეხედე, რეალობას, რომელშიც ხარ, უკეთ შეიცანი და გაიცანი ის და ამის მიხედვით დაიწყე მოძრაობა, არ მიჰყვე ერთფეროვან დინებას" - ამბობს მხატვარი.

თამარ ხმიადაშვილი გვიხსნის, რომ სურს, მისმა ნახატებმა მნახველი დააფიქროს, გადაამოწმებინოს, ნამდვილად სწორ მისამართზე "ცხოვრობენ" თუ არა. მისი თქმით, დამთვალიერებლების დიდი ნაწილი ხვდება, რისი თქმა უნდა, თუმცა, კაცები ხშირად აკრიტიკებენ.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary