ჩვენს დროში ქალისთვის საკუთარი საქმის დაწყება სირთულს არ წარმოადგენს. თუ ადამიანს სურვილი აქვს და შემოქმედებითობაც არ აკლია, ამისთვის თანამედროვე სამყაროში ბევრი შესაძლებლობაა.
ჯულია ზამულამ ხელსაქმე აირჩია. მას წინასწარ არც სტატისტიკა შეუსწავლია და არც ბაზარი, მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინა.
ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. დედა და ბებია ხელსაქმით იყვნენ გატაცებულები, პროფესიულ დონეზე ქსოვდნენ და კერავდნენ. "მე ხატვაც მეხერხებოდა. თუმცა, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო საკუთარი ინტერესები დიდი ხნით დავივიწყე. დრო გავიდა და ჩემმა შემოქმედებითმა ბუნებამ ერთიანად ამოხეთქა," - იხსენებს ჯულია ზამულა.
ჯულიას სიტყვებით ყველაფერი ინტენეტსივრცეში ნანახი ნახატით დაიწყო. "ეს იყო წითელი ვარდების თაიგული, ლენტებით მოქარგული. ნანახმა შთამაგონა და გადავწყვიტე აღნიშნული ტექნიკა მეცადა. თეორიის შესწავლა დავიწყე და ყოველდღიურად ვმეცადინეობდი, " -აღნიშნავს ჯულია.
მსგავსი ხელსაქმე მოთხოვნადია და ადამიანი შემოსავალსაც იღებს. ჯულია მიღწეულით არ დაკმაყოფილებულა და საქმიანობის ახალი მიმართულებები აითვისა.
სამომავლოდ ახალგაზრდა ქალი სახელოსნოსა და სკოლის გახსნას გეგმავს, სადაც ბავშვებსა და მოზრდილებს ხელსაქმეს შეასწავლის.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.