მიყვარს ისტორიული ფილმები და იმის გააზრება, რომ ლამაზად შეფუთულ მოვლენებს გავეცნობი. იმედგაცრუებულიც ვყოფილვარ, როცა აღმომიჩენია, რომ დამატყვევებელი კადრებით გადმოცემული ისტორია რეალობისგან შორს იდგა. თუმცა, ეს ჩემს სიყვარულს ამ ჟანრის მიმართ ვერ ანელებს, ძალიან ბევრს ხელახლაც ვუყურებ.
1996 წელს "მამაცი გული" გამოვიდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იმ დროისთვის, 5 ოსკარი და ბევრი სხვა ჯილდოც მიიღო. "მამაც გულს" ბევრად გვიან ერთი ამოსუნთქვით ვუყურე.
ბოლომდე ბედნიერი დასასრულის იმედი მქონდა და გმირებს თანავუგრძნობდი. ფილმი მთავარი გმირის სიკვდილით მთავრდება, მაგრამ იმედს მაინც ტოვებს. ყურების შემდეგ უსამართლობის განცდა გრჩებათ. ფილმს მეორედ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა დღეს ვუყურე, 7 აგვისტოს საღამოს, საზღვრებთან უკვე ომი იყო და არავის სჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედება ცხინვალშიც გადმოინაცვლებდა და ომის ქარცეცხლში აღმოჩნდებოდა. შესაძლოა, სახელმწიფო ტელევიზიამ ამ გზით გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთის დამცველების განწყობა აემაღლებინა.
"მამაცი გული" სამშობლოს უპირობო სიყვარულს ნამდვილად ასწავლის. ღმერთმა არ ქნას, რომ ახალგაზრდებს სიყვარულის დამტკიცება ომში მოუწიოთ, მაგრამ არჩეული იდეალებისადმი მთავარი გმირის ერთგულება აღგაფრთოვანებთ. განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებელი საკუთარ თავში ფილმის ყურებისას ყოველთვის მთავარ გმირს ხედავს.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ფილმები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.