ფილმი, რომელსაც ახალგაზრდებს ვურჩევდი
06 თებერვალი, 2022
ფილმი, რომელსაც ახალგაზრდებს ვურჩევდი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდებს რომელი ფილმი შეგიძლიათ ურჩიოთ?"-ალბათ, იმ ადამიანისთვის ყველაზე რთული საკითხია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად არცერთი მხატვრული ფილმი არ უნახავს. არ მიყვარს კინემატოგრაფია, არ მიყვარს არარსებული ისტორიების თანაგრძნობა, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც შემიძლია რაღაც გირჩიოთ.

გარკვეულ ტელეარხებზე განსაზღვრულ დღეებში ერთ რომელიმე ფილმს უშვებენ. გინდა თუ არა, მაინც უყურებ. ბოლოს ამერიკულ მელოდრამას "ახალჩამოსული" ვუყურე. თქვენ იტყვით, რომ პაპსაა და მართლებიც იქნებით.

ფილმში ერთ-ორი საკითხი ჩემთვის მოვინიშნე, იმას მივაქციე ყურადღება, რის შესახებაც ახალგაზრდებისთვის რჩევის მიცემა მომინდებოდა. შინაარსს არ მოგიყვებით, ინტერნეტშიც მოძებნით. საქმე იმაშია, რომ მთავარი გმირი არის სნობი მაიამიდან, კლერკი, რომელიც მაღალ კარიერულ საფეხურზეა, ჩრდილოეთ ამერიკის პატარა ქალაქში ხვდება, ზუსტად ისეთში, რომელიც ნებისმიერი კავკასიური ან პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ამ ქალაქში სიღარიბე სუფევს, მჭიდრო ადამიანური კავშირებია დამყარებული და ყრუ წინააღმდეგობა გარესამყაროს ხმაურისადმი, რომელიც მზად არის ამ პატარა ქალაქში შესაჭრელად, მისი ადაპტაციისა და ოპტიმიზაციისთვის.

პირველი დასკვნა. გარემო ყველგან ერთნაირია - სოციალური ჯგუფების ცხოვრებისეული ორგანიზების კულტურული საძირკველი თითქმის ერთი და იგივეა. არ იფიქროთ, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში მიგრაციის საწინააღმდეო აგიტაციას ვეწევი, ეს სწორედაც საჭიროა, მაგრამ ამ სამყაროში აზრი არ აქვს სხვა გარემოს ძებნას. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას თუ არ ჩავთვლით, თქვენ ყველაფერ იმას ნახავთ, რაც შინ უკვე გაიარეთ.

მთავარი გმირი სნობია, ისეთ გარემოში მიდის, რომელსაც როგორც წესი, პატივს არ სცემს. იმ აზრს მიჩვევა, რომ სამყარო განსხვავებულია და ცხოვრების უფლება და თავისი ძლიერი მხარეები ყველას აქვს, კაცობრიობისთვის რთული ასატანია.
მთავარი გმირი პროვინციალებს პატივს არ სცემს - განა ეს ის არაა, რაც ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია ვნახოთ?

მეგაპოლისების კომსმოპოლიტიზმი ვერ იტანს პატარა, დემოგრაფიული თვალსაზრისით ერთგვაროვან ქალაქს. ყველა ის ადამიანი, რომელიც დიდ ქალაქში ცხოვრობს, თვლის, რომ ამით უკვე უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზეა, ვიდრე ის, ვინც იქ არ ცხოვრობს.

მთავარი გმირი ქალაქში კადრების შესამცირებლად იმ საწარმოში ჩადის, რომელსაც ადგილობრივები "საკუთარ" ქარხნად თვლიან.

ცნობისთვის, ფილმი 12 წლის წინ არის გადაღებული, ის პროცესები, რომლებიც 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს უზარმაზარი კულტურის წიაღში ხდებოდა, ახლა მხოლოდ იმ ქვეყნების საზოგადოებებში იქნება აქტუალური, რომლებიც მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალას არ წარმოადგენენ.

თქვენ მკითხვათ, რატომ არის ეს კავკასიელი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი? 21-ე საუკუნის შუახანებში ასე იქნება: რაც უფრო შორის არის შენი ქვეყანა ან რეგიონი განვითარების ცენტრიდან, მით უფრო რთული იქნება ცხოვრება, თუ მე-20 საუკუნის წესებითა და ღირებულებებით ვიცხოვრებთ. დიდ ქალაქებში თავმოყრაც ისე აღარ მუშაობს. ბოლო წლებში, ვინც მეგაპოლისების ყოველდღიურობაში ჩაება, იქ აღარ ცხოვრობენ, სესხებს იხდიან და ვეღარ ვითარდებიან. აქტიური ადამიანური კაპიტალი თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ცხოვრება ყველგან ჩქეფდეს, ეს განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს ეხება. არ შემიძლია სამაგალითოდ სომხეთი არ მოვიყვანო, მთელი ქვეყანა ერთი ქალაქისთვის მუშაობს.

ერთი სიტყვით, სამყარო განსხვავებულია და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ გეოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრალიზაცია გადავიტანეთ და ეს ცუდი არ არის, ამან მსოფლიო ასაზრდოვა და ადამიანები დაასაქმა. დღეს სხვა დროა. საქმიანი, აქტიური ადამიანები ყველგან საჭირონი არიან. ვფიქრობ, ამერიკული ფილმი ამ პრობლემაზეა, რომელიც აქტუალური ათწლეულის წინ იყო. ყველა ჩვენგანისთვის ახალი რეალობის გააზრება მხოლოდ ახლა იწყება. ახალგაზრდებისთვის ჯერ ისევ არ არის გვიან, მე-20 საუკუნე ისტორიულ მეხსიერებაში ჩატოვონ და ახალი საუკუნის ახლებურ ცხოვრებაზე ორიენტირდნენ.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ფილმები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary