ოსური ღვეზელები
10 თებერვალი, 2022
ოსური ღვეზელები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ოსური ღვეზელები სადღესასწაულო დღეებში მთავარი კერძია როგორც ცხინავლში, ისე ვლადიკავკაზსა და საერთოდ, იმ ოსურ ოჯახებშიც, რომლებმაც დიდი ხანია მშობლიური ადგილი მიატოვეს. ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით ღვეზელი შიგთავსით შეარჩიოს. ოსურ ღვეზელებს კარტოფილით, თხილით, კომბოსტოთი, გოგრით, ხორცით, ხახვით, ჭარხლითა და სხვა დანამატებით ამზადებენ, მაგრამ მათ შორის, ყველაზე მთავარი რიტუალური ღვეზელია - уӕлибӕх (მხოლოდ ყველით).

სხვადასხვა შიგთავსის ღვეზელს სხვადასხვა სახელი აქვს. სამი ღვეზელით ოსები ახალ წელს ხვდებიან, სიწმინდეებს ნახულობენ, ლოცულობენ, სტუმრებს ხვდებიან, მწუხარების დღეებში აცხობენ. ღვეზელი მხოლოდ კერძი არ არის, ტრადიციაა. ლოცვის დროს სამი ღვეზელი ისე უნდა ეწყოს, რომ პირველივე შეხედვით რაოდენობა მარტივი შესამჩნევი იყოს, დაჭრა მხოლოდ ლოცვის სადღეგრძელოების შემდეგ შეიძლება, მანამდე ლანგრის ტრიალი დაუშვებელია. ასე ადამიანი უპატივცემულობას გამოხატავს იმ სამი სტიქიისადმი, რომელსაც ეს სამი ღვეზელი განასახიარებს - მზე, ჰაერი და წყალი.

ოსური ღვეზელების ისტორია ალანურ ეპოქაში იწყება, მაგრამ დროთა განმავლობაში რეცეპტი არ იცვლებოდა. დღეს ქალაქებში წარმოუდგენლად ბევრი მზა სამზარეულოა, სადაც მეტწილად ოსურ ღვეზელებს ამზადებენ. დღესასწაულებზე მსურველებს ვერ აუდიან. ტრადიციის თანახმად, თითოეულმა დიასახლისმა სადღესასწაულოდ ღვეზელები თავად უნდა მოამზადოს.

ბოლო წლებში ოსური ტრადიციული კერძი რუსეთშიც პოპულარული ხდება. ოსური ღვეზელებისადმი განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ოსური ღვეზელები კონკურენციას „Macdonlads”-საც კი გაუწევს. არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოების მეთაურები რას აცხადებენ, ვისაც ოსეთის შესახებ ერთხელ მაინც სმენია, უნდა გასინჯოს წვნიანი, კალორიული ოსური ღვეზელი წელვადი ყველით, თან აუცილებლად ცხელი.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ტრადიციული კერძები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary