შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექსტი ორი ნაწილისგან შედგება. ჯერ იმ კითხვას ვუპასუხებ, სტუმრებს რომელი ტრადიციული კერძით დავხვდებოდი, შემდეგ უკვე მოგიყვებით, დღესდღეობით მათ როგორ ვხვდებით.
ასევე, დავამატებ, რომ ამ ბლოგის განხილვისას კამათი არ მინდა. ბევრი სამზარეულოს კერძი ერთმანეთს ჰგავს, სამეზობლოში ანალოგები არსებობს. როგორც კავკასიაშია მიღებული, თითქმის ყველა კერძს რამდენიმე სამშბოლო აქვს.
დღეს შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემს სტუმრებს აპაცხაში კერასთან გავუმასპინძლდებოდი, სადაც საქონლის ხორცი შეიბოლებოდა. ხორცი აუცილებლად აფხაზური უნდა იყოს, ადგილობრივი. საქონელი ადრე ყოველთვის გამხდარი იყო, მეპატრონემ ზოგჯერ ისიც არ იცოდა, მისი პირუტყვი სად დადიოდა, საერთოდ საოცრება იყო, რომ არ იპარავდნენ, ან მგლები არ ჭამდნენ. სამაგიეროდ ხორცი შესანიშნავად იბოლება და იწვება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კარგი საქონლის ხორცის ყიდვაც, მაგრამ ეს ის მაინც არ იქნება, ისე კარგად არ შეიბოლება.
აი, უკვე სტუმრებთან ერთად ხორცის თითოეული ნაჭერი ისერება, საუკეთესოს ვირჩევთ. ალბათ, გაინტერესებთ, რომელია ყველაზე კარგი. ის, რომელიც ყველა მხრიდან შეიბოლა, რომლის ცხიმიც მზად არის შესაწვავად. ჩვენ ვსაუბრობთ საქონლის ხორცზე, რომელიც სინამდვილეში ძალიან დაბალი ხარისხის არის, რადგან ჩვენს ძროხას მეპატრონეები საკვებს თითქმის არ აჭმევდნენ, თავად კი სადაც შეეძლო, საჭმელს იქ ეძებდა, მისი ხორცისგან კარგი ბულიონიც არ გამოვა. აი, შებოლვის შემდეგ შესაწვავად კი ზუსტად ის არის, რაც გვინდა. ხორცი საკუთარ ცხიმში იწვება, ცხიმი ნაწილობრივ ორთქლდება - პირდაპირ გემრიელობაა.
მაგრამ ვაი, რომ აპაცხა არ მაქვს და აფხაზეთისგანაც შორს ვარ. აპაცხა გვექნებოდა, ფული რომ იყოს. აი, „აფხაზურ ნეკნებიან“ ნახევრად მკვდარ ძროხას კი ვერსად ვიშოვით. ალბათ, საქონელს ისე ცუდად არსად აჭმევენ, როგორც აფხაზეთში.
დღესდღეობით ჩვენ სტუმრებს ღომით ვხვდებით, ხშირად მას აფხაზურად აბისტას ვეძახით. აუცილებლად თეთრი მარცვლეულით ვამზადებთ და სასურველია ახალი სულგუნი.
ჩვენს სტუმრებს ამ სამზარეულოსთან შეხება იშვიათად აქვთ. ამიტომ „ყველიან ფაფაზე“ შეჩერებული დაბნეული მზერით მიღებული სიამოვნება ღირს მხოლოდ იმად, რომ ეს კერძი მოვამზადოთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგ სხვა ეტაპი იწყება. როგორც აფხაზეთშია მიღებული, თუ სუფრაზე ღომი, ხორცი, ლობიო დევს, ჩანგლებსა და დანებს არ ვაწყობთ. როგორც ძველ აფხაზურ ქორწილში იტყოდნენ - მხოლოდ ხელებით ვჭმათ. როგორ? - გვეკითხებიან ხოლმე სტუმრები. აი, ასე - ვპასუხობთ და თან ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად უფრო გემრიელია, თუ ღომს ხელით შეჭამ.
როდესაც სტუმრები მათთვის უგემურ ფაფას შეჭამენ, სუფრაზე აჩაში მიგვაქვს, დიახ, ეს იგივეა, რაც ხაჭაპური მეგრულად და ასევე, მიგვაქვს დამარინადებული ქათამი, რომ ადამიანებმა გემრიელად ჭამონ.
იყო დრო, სტუმრებისთვის ყველაზე ძვირადღირებული, უჩვეულო, დიდებული კერძები მიგვქონდა, რაც ძვირი გვიჯდებოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა უკვე ზედმეტი ხარჯი და ფუფუნება აღარ მინდა, მთავარია, ისეთი ადამიანები გვსტუმრობდნენ, რომლებიც ჩვენს სულებში კვალს ტოვებენ. მათ კი რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდებოდი ღომით, ხაჭაპურით, დოლმით, მწვანე ლობიოს მწნილით, დაღესტნური ხინკლითა და აუცილებლად ახალშებოლილი საქონლის ხორცით.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ტრადიციული კერძები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.