"სიტყვის თავისუფლება" აფხაზეთში
21 თებერვალი, 2022
"სიტყვის თავისუფლება" აფხაზეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, სადღაც 15 წლის წინ. სოხუმის მრავალსართულიან შენობებში ახალგაზრდებს შორიც ბიჭებიც ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა კაცი მაშინ 16-17 წლის იქნებოდა. იმ დროს არც ფეისბუკი იყო და ინტერნეტით სარგებლობაც ინტერნეტკაფეში შეიძლებოდა. აფხაზეთში მობილური ქსელიც 4 წლის წინ იყო შემოსული. მგონია, რომ სოციალური ქსელების ისტორიაც აფხაზეთში სწორედ მაშინ დაიწყო. ბიჭს გათხოვილ ქალთან ანონიმურად დარეკვის გამო სცემდნენ, რომელმაც საკუთარი სექსუალური ფანტაზიები ადრესატს გაუმხილა. ანონიმური ზარი მალევე ამოიცნეს და ავტორიც დასაჯეს. მაშინ დაფარული ნომრით დარეკვა მხოლოდ მობილური ტელეფონით შეიძლებოდა. მომდევნო წლებში შესაძლებლობა გაფართოვდა, სოციალური ქსელები დაემატა.

აფხაზეთში სოციალური ქსელების მთელი ისტორია დაფარული სიბინძურის ამბავია.

იმის თქმა არ მინდა, რომ სოციალური ქსელები მავნებელია. ეს არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელმაც საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვალა.

ამ კულტურაში არის წმინდა აფხაზური ფენომენიც. ვიცნობ სოციალური ქსელების განვითარების საფეხურებს რუსეთში, საქართველოში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არსად მინახავს აფხაზეთის ანალოგი, სადაც პოლიტიკური ტროლების ბუმია.

ვფიქრობ, დამცინებენ, როცა ვიტყვი, რომ აფხაზეთი პოლიტიკურად ნამდვილად თავისუფალი ქვეყანაა. ხელისუფლება იცვლება, სიტყვის სრული თავისუფლებაა. ამან რესპუბლიკა არათუ ვერ განავითარა, არამედ პირიქით. რატომ გამოხატავენ ყალბი ანგარიშებით საკუთარ მოსაზრებებს და ადამიანებს ტალახს ესვრიან? მათ საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არავინ სდევნით.

სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. სინამდვილეში აფხაზური გარემო ძალიან ავტორიტარულია, საკუთარი მოსაზრებების ღიად გამოხატვა იმაზე საშიშია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარიზმით არის ცნობილი. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან პატარაა, რომლის წარმომადგენლებს შორის უამრავი პირადი კავშირია. რა ხდება ამ დროს? ყოველი ადამიანი, რომელზეც გვინდა და შეგვიძლია დავწეროთ, ნაცნობია. და ასეც რომ არ იყოს, ნაცნობის ნაცნობი მაინც არის. ესეც მხოლოდ პრობლემის ნაწილია.

მეორე და უფრო დიდი პრობლემაა, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, საზოგადო ნაცნობობისა და კავშირის გამო ადამიანს არ შეუძლია, არათუ პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებების გამოხატვა, არამედ თავად იმ ადამიანებზეც, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ფული მოიპარეს, ნარკოტიკით ვაჭრობას მფარველობდნენ და ა.შ. დღეს დაწერ და ხვალ ამ ადამიანს ქორწილში შეხვდები. მანამდე კი აღმოჩნდება, რომ შენი კლასელი დამნაშავის სიძეა. აფხაზეთში თავად საზოგადოებრივმა კულტურამ სიტყვის შეჭმარიტი თავისუფლება შეზღუდა.

რა გამოსავალი აქვთ აქტიურ ადამიანებს? გულითადად მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მიუხედავად ზეწოლისა, სოციალურ ქსელებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებებს მაინც გამოხატავს. შემიძლია დავეთანხმო, ან არც იმ შეხედულებებს, რომელსაც გამოთქვამენ, მაგრამ ისინი ღიად წერენ, საკუთარ ვინაობას არ მალავენ და წერენ იმას, რასაც ფიქრობენ, სანაცვლოდ პრობლემები აუცილებლად შეექმნებათ.

ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. უმრავლესობამ ფეისბუკზე მეორე, მესამე, მეხუთე ანგარიში გახსნა. ეს მათი უფლებაა. პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე აზრის გამოხატვის გამო, პატარა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტიპური ჭორაობა იწყება, რასაც შური, სიძულვილი და საქმის გარჩევა ემატება.

აფხაზეთში, მარტში საპარლამენტო არჩევნებია. ფეისბუკზე აფხაზურ ჯგუფებში იშვიათად შევდივარ. უკვე ყალბი ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ კანდიდატების წინასაარჩევნო სტრატეგია განიხილონ, ტალახს ისვრიან და ადამიანების პირად ცხოვრებაში იქექებიან.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სოციალური ქსელები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary