როგორ ჩანს, სოციალური ქსელების დომინირებამ სამხრეთ ოსეთამდეც მოაღწია. სწორედ სოციალური ქსელებიდან უახლეს და ყველაზე სარწმუნო ამბებს იგებენ, ჭორებიც ვრცელდება, პოლიტიკოსებსაც ცილს სწამებენ, ყიდიან, ყიდულობენ, და ერთმანეთს იცნობენ.
მინდა გავიხსენო, სოციალურ ქსელებამდე როგორ ვცხოვრობდით. სამხრეთ ოსეთში ისეთ ადამიანებსაც ნახავთ, რომლებიც კაცობრიობის ყველა პრობლემას ინტერნეტის არსებობასა და სოციალური ქსელების განვითარებას უკავშირებენ, მაგრამ დანამდვილებით თქმა არავის შეუძლია, სიკეთის მომტანია, თუ უბედურების. ამ ყველაფრის მიუხედავად, დადებითი გავლენაც აქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და ამბებიც ბევრად სწრაფად ვრცელდება.
მთავარი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. განსხვავებით უფროსი თაობისგან, რომლისთვისაც სოციალური ქსელები რთულად ასათვისებელია, ახალგაზრდები საზოგადო გატაცებაში აქტიურად ერთვებიან. სოციალური ქსელები მოსახერხებელი სავაჭრო პლატფორმაც არის, რაც მთავარია, დროთა განმავლობაში სოციალური ქსელები მედიას ანაცვლებს. ცხინვალში მომხდარი მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევის სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებს ორიოდე წუთში გადააწყდებით, ონლაინ სივრცეს მოივლის.
ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებითა და ეფექტურობით სოციალური ქსელები ტრადიციული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებზე გამარჯვებას ზეიმობს, ნაწილობრივ დამახინჯებული ფაქტებით. საზოგადოებას პირველადი ინფორმაციის დამახსოვრება ახასიათებს, აი, დაგვიანებული სიმართლე კი უკვე ნაკლებად აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტებით შეიძლება სავსე იყოს. ფეისბუკი პოლიტიკური ბრძოლის ველადაც იქცა. არჩევნების დროს კანდიდატებზე მათთვის სასურველ ინფორმაციას ყალბი ანგარიშებით ავრცელებენ და მოწინააღმდეგის „ჩაძირვასაც“ ცდილობენ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სოციალური ქსელები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.