ოჩამჩირელი მეთოჯინე
09 მარტი, 2022
ოჩამჩირელი მეთოჯინე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მეთოჯინე ოლგა კვარჩია ოჩამჩირეში ცხოვრობს. ტექსტილისგან თოჯინებს 2017 წლიდან ამზადებს. თავიდან თავს იქცევდა, მოგვიანებით, როდესაც თოჯინებით დაინტერესდნენ და შეიძინეს, ჰობი წარმატებულ ბიზნესში გადაიზარდა.

"ყველაფერი ტილდას ნაჭრის თოჯინით დაიწყო, რომელიც შვილიშვილს ვაჩუქე. ისეთი რბილი, თბილი და კომფორტული იყო, საერთოდ არ ჰგავდა თოჯინებს, რომლებსაც მაღაზიებში ყიდიან. მომინდა, მე თვითონ გამეკეთებინა," - იხსენებს ოლგა.

თავიდან კერვის ყველა დეტალი არ იცოდა და ვერც პროპორციებს იცავდა. პირველი თოჯინა ძალიან სასაცილო და ცოტათი ულამაზო გამოუვიდა. მთავარია, რომ საქმისადმი ინტერესი არ დაკარგა და ხელობას პროფესიონალ მეთოჯინეებთან დაეუფლა, საგანმანათლებლო კურსებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობდა.

"ჩემი თოჯინებით ბევრი ადამიანი მოიხიბლა და სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან შეიძინეს. მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ბავშვებსა და უფროსებს აბედნიერებს. სხვადასხვა ზომის თოჯინები იკერება - 15 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე. სამოსი ანტიალერგიული ბამბის ქსოვილისგან მზადდება, ფეხსაცმელი იტალიური ტყავისგან, თმა კი ანგორული თხისგან,"-აღნიშნავს ოლგა კვარჩია.


My web page

ყველაზე საინტერესო თოჯინის სახის მოხატვაა. მიუხედავად იმისა, რომ ოლგას თავისი ხელწერა აქვს, წინასწარ მაინც არ იცის, ახალ ნამუშევარს რა განწყობა ექნება. ხდება ხოლმე, რომ თოჯინა "პრეტენზიულია" და კაბას "არ იცვამს", ან რომელიმე ქსოვილის ფერი "არ მოსწონს". გამოცვლისთანავე, თოჯინა "მხიარულდება".

ოლგას ისრაელის თოჯინების თეატრთან დიდი პროექტი აქვს. ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" მიხედვით დიდი ზომის თოჯინები შექმნა. მომავალში კიდევ რამდენიმე წარმოდგენა და ბევრი სამუშაო ელის.



გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary