სტუმართმოყვარე სომხეთის "მოლაპარაკე ქვები"
14 მარტი, 2022
სტუმართმოყვარე სომხეთის "მოლაპარაკე ქვები" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სომხეთის სიუნიკსკის ოლქის სოფელ ქარაუნჯის მახლობლად მეგალითების საიდუმლო მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. მეგალითებს ქარაუნჯის მონუმენტს უწოდებენ ან ზორაც ქარერს. ეს უძველესი ადგილია, რომელსაც ხშირად "სომხურ სტოუნჰენჯად" მოიხსენებენ, საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული და მივიწყებული იყო. სიტყვა ქარ სომხურად ქვას ნიშნავს, სიტყვა ხუნჯი კი ხმას, ექოს. ქარაუნჯი - "მოლაპარაკე ქვები" ან "ქვების ექო". არქეოლოგიური ძეგლის არაერთმა კვლევამ და აქ აღმოჩენილმა არტეფაქტებმა აჩვენა, რომ ამ ადგილს სომხეთისთვის დიდი კულტრული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ძეგლისა და მისი ისტორიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ქარაუნჯი 7500 წლის წინ შეიქმნა. მთებს შუა, მდელოზე 300 ვერტიკალური მეგალითია აღმართული. ქვები განლაგებულია ორი რგოლის სახით. ცენტრში განთავსებული რგოლი 40 ქვისგან შედგება, რომლებიც ელიფსს ქმნიან. ყველაზე იდუმალი და საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ზოგიერთ ქვას მრგვალი ნახვრეტები აქვს, რაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სხვადასხვა მონაკვეთის დაკვირვების საშუალებას გაძლევთ. მსგავსი მოწყობიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ძველად ქარაუნჯი ობსერვატორია ან ტაძარი იყო, რომელიც მზეზე დაკვირვებისა და რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. მეცნიერების ვარაუდით, თავდაპირველად ასტრონომიის შესახებ ცოდნა მსოფლიოში სწორედ ამ ადგილიდან გავრცელდა. ასევე, დადგინდა, რომ ქვების განლაგება შემთხვევითი არ არის, გედის თანავარსკვლავედის ვარსკვლავების განლაგებას თითქმის ზედმიწევნით იმეორებენ. აღნიშნულ თანავარსკვლავედი ზეციურ სამყაროში შესასვლელ-გამოსასვლელად ითვლებოდა.

მიუხედავად ძეგლის წარმოშობის შესახებ დღემდე არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, უნდა ითქვას, რომ ქარაუნჯი სომხეთის იმ რაიონში მდებარეობს, სადაც ბუნება თავისი სილამაზით გამოირჩევა, რაც ტურისტების ყურადღებას იქცევს. ის ახალგაზრდების ინტერესის ობიექტიც გახდა. ამ იდუმალი ადილის მონახულებით ძალიან მძაფრ შთაბეჭდილებებს მიიღებთ, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა კულტურული ღირსშესანიშნაობები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary