სოციალური ქსელის მეშვეობით დაახლოებით ოცამდე ახალგაზრდა გამოვკითხეთ, რომელთა ასაკი 16-დან 22 წლამდეა. მუსიკის მოსმენა რესპონდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს.
მუსიკისა და ადამიანის ურთიერთობის საინტერესო დეტალებზეც სწორედ თინათინ აფხაიძე გვესაუბრა: „მუსიკას, ალბათ, ყველაზე მეტად შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანზე. ყველა მუსიკალური ნაწარმოები პირობითად შეიძლება დაიყოს გამააქტიურებელ და დამამშვიდებელი ეფექტის მქონედ. მუსიკა, რომელიც ადამიანის სმენის რეცეპტორებით აღიქმება, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ცვლილებებს იწვევს".
ალბათ, ნებისმიერს შეუმჩნევია, რომ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ადამიანს შეიძლება მუსიკა დაეხმაროს. გარდა ამისა, მას სასურველი განწყობის შექმნა და შენარჩუნება შეუძლია. ადამიანს მოდუნებაში ეხმარება და შეუძლია ენერგიითაც დამუხტოს.
დილით ჯობია გამახალისებელი და რიტმული მუსიკის მოსმენა, ის გამოფხიზლებაში ეხმარება. მხიარული და ენერგიული მუსიკა, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებით მოწყენას სიხარულით ცვლის, ოპტიმიზმსა და ცხოვრების სიყვარულს ჰმატებს. მშვიდი მუსიკა მოდუნებასა და დამშვიდებაში ეხმარება, ყოველდღიური საზრუნავიდან ყურადღების გადატანისთვის კარგი საშუალებაა.
ყოველმხრივი დადებითი გავლენა აქვს კლასიკურ მუსიკას. ხშირად მეცნიერები კლასიკურ ნაწარმოებების ზემოქმედებას თითქმის სასწაულმოქმედ ეფექტს მიაწერენ. ყველაზე ხშირად ასეთ სიაში: ვივალდის, ბეტჰოვენის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, გრიგისა და შუმანის ნაწარმოებებია. არ არის რეკომენდებული მძიმე როკის ხანგრძლივად მოსმენა, მძიმე მეტალი კი შეიძლება ფსიქიკური აშლილობის მიზეზიც გახდეს.
2013 წელის თებერვალში, ავსტრალიაში, ახალგაზრდებში ჩატარდა კვლევა, რათა დაედგინათ მუსიკის ხმამაღლა მოსმენასთან დაკავშირებული რეალური რისკი. კვლევაში მოანწილეობდნენ 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ავსტრალიაში გამოკითხულთა 14%, იმის მიხედვით, თუ სად ატარებდა თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, აღმოჩნდა, რომ იმყოფება სმენის დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ, რადგან რესპონდენტთა ეს ნაწილი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა ღამის ბარებში, იქ კი კვლევის მონაცემების მიხედვით მუსიკის ხმის სიმაღლე დასაშვებზე გაცილებით მაღალია.
რაც შეეხება ჩვენს, გაცილებით მცირემასშტაბიან კვლევას, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ახალგაზრდების 75% ხმამაღალ მუსიკას უსმენს.
ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე მუსიკის ხმამაღლა მოსმენის პრობლემებზეც გვესაუბრა და გარკვეული რეკომენდაციებიც მოგვცა: „ მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა ნამდვილად პრობლემაა, ადამიანს შეიძლება ფსიქიკა დაერღვას“.
ექიმების აზრით, თუ ყურებზე დატვირთვა საჭიროზე მეტია, ე.წ "სმენის ნერვის დაღლილობა ვითარდება", მაღალი ხმის ზემოქმედებით სმენის ნეირონები კვდომას იწყებს.
სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მეტროში ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას, რადგან ხმაურის დონე 85 დეციბელი და მეტია, ხოლო ყურსასმენებში კი უფრო მეტი. სმენისთვის კიდევ ერთი საფრთხეა დისკოტეკების ხშირი სტუმრობა, რაც სმენის აპარატზე როგორც ტრავმა ისე აისახება და ბუნებრივია, ასეთი ტრავმის დაგროვება უარყოფით გავლენას ახდენს სმენაზე.