ერთიანი ახალგაზრდული პროტესტი ოკუპაციას
12 ოქტომბერი, 2013
ერთიანი ახალგაზრდული პროტესტი ოკუპაციას ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას სტუდენტების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, კერძოდ, სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ "მცოცავ ოკუპაციას", მოუწოდებდნენ ადგილობრივ მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ და სოლიდარობას უცხადებდნენ დვანის მოსახლეობას.

ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ჩატარდა 6 ოქტომბერს, რამდენიმე უნივერსიტეტის ახალგაზრდები პროტესტის გამოსახატავად დვანში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. სტუდენტების ტრანსპორტირება კი კერძო პირმა დააფინანსა. ამ აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, აკაკი წერეთლისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.

დვანში იყვნენ ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებიც. ამ აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაში დაახლოებით 300 სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდები მიიჩნევდნენ, რომ პროტესტის გამოხატვა „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ მათი მოვალეობაა. „დვანში წამოვედი იმიტომ, რომ ვარ სტუდენტი და მიმაჩნია, ჩემს მოვალეობად ვიყო იქ, სადაც ხალხს უჭირს და გვერდში დავუდგე მათ. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, ვარ საზოგადოების წევრი და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ “ - აღნიშნა სტუდენტმა თათა ბებიაშვილმა.

7 ოქტომბერს უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები დვანში ჩავიდნენ. ამ აქციის კოორდინაცია კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სტუდენტმა ვერ შეძლო დვანში წასვლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ–ს სტუდენტური საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც ახალგაზრდებმა საქართველოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

საპროტესტო ტალღა სხვა უნივერსიტეტებშიც გავრცელდა და 8 ოქტომბერს რამდენიმე უნივერსიტეტში თეატრალიზებული აქცია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ფორმის ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობა გამოუცხადეს დვანის მოსახლეობას, გარდა ამისა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სიმბოლურად ბერლინის კედელი დაანგრიეს და ამით რუსეთს მოუწოდეს, რომ თანამედროვე „ბერლინის კედლების“ ადგილი 21–ე საუკუნეში არ არის.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary