სამედიცინო მომსახურების 100%-იანი მომსახურება მხოლოდ 18 წლამდე შშმპ-ებისთვის არის შესაძლებელი
სამედიცინო მომსახურების 100%-იანი მომსახურება მხოლოდ 18 წლამდე შშმპ-ებისთვის არის შესაძლებელი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
23 წლის თეონა ეტლით გადაადგილდება. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრობს. თეონას თქმით, ახალგაზრდებს გარეთ გამოსვლაც კი არ შეუძლიათ, გარემო მათთვის მოუხერხებელია და რთულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

"სრულიად განსხვავებული სიტუაციაა საზღვარგარეთ. იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ შშმპ-მ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. გადაადგილება სხვის დაუხმარებლადაც არის შესაძლებელი. გარემო ადაპტირებულია. ტრანსპორტით მგზავრობა არ წარმოადგენს პრობლემას და შესაბამისად, არავის უქმნის დისკომფორტს. გზები მოსახერხებელია და ეტლით სიარული თავისუფლად არის შესაძლებელი. საქართველოში შენობებს პანდუსები არ აქვს. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მზარდი განვითარების დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაშინ ჩემნაირი ადამიანებისთვის გადაადგილება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს" - ამბობს თეონა.
არადაპტირებულ გარემოსთან ერთად, თეონას აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შშმპ-ების მშობლების დამოკიდებულებაა საკუთარი შვილების მიმართ. მისი თქმით, მშობლები თრგუნავენ ბავშვებს. საჭიროა, მათთვის სპეციალური ტრეინინგების ჩატარება, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოექცნენ შშმ შვილებს. განსაკუთრებული მდგომარეობის გამო სახლში გამოკეტვას საპირისპირო შედეგი აქვს -" საქმეს ართულებს და ხელს უშლის საზოგადოებასთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესს."
მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. თეონა სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" მომსახურებით სარგებლობს. თუმცა, დაზღვევის საშუალებით უბრალო რენტგენის გადაღებაც კი არ შეუძლია. პრობლემას მისი ასაკი ქმნის.
შშმპ-ების უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლის ანა არგანაშვილის განცხადებით, 2011 წლის საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში გამოქვეყნდა რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ეხებოდა შშმპ-თათვის ჯანდაცვის უფლების შეზღუდვას, რაც ავტომატურად მათ დისკრიმინაციას ნიშნავს. "ჩვენს ქვეყანაში თუ ადამიანი სოციალურად დაუცველი არ არის, ისე ვერ სარგებლობს ჯანდაცვის მომსახურებით. აქ არ არის საუბარი სასწრაფო მომსახურებაზე, არამედ ამბულატორიასა და ჰოსპიტალიზაციაზე. სწორედ ამ კუთხით დადგინდა შარშანდელი ანგარიშის ფორმატში, რომ შშმპ-ები მიმართავენ სახელმწიფოს რეგისტრირების თაობაზე, თუმცა, ვერ იღებებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. შშმპ-ს, რომელსაც კომპიუტერი აქვს, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ ანიჭებენ. ეს ადამიანები ძირითადად გარე სამყაროს მოწყვეტილები არიან და ამიტომ არასწორი მიდგომაა, კომპიუტერი მათთვის ფუფუნების საგნად ითვლებოდეს" - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკაზე საუბრისას ანა არგანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურება შშმპ-ებისთვის გულისხმობს დაზღვევას, პროგრამულ დაფინანსებასა და სახელმწიფო რეფერირების პროგრამას (ეს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ადეკვატური პროგრამული დაფინანსება). პროგრამული მომსახურება 18 წლის ასაკს გადაცილებული შშმპ-ებისთვის არ ითვალისწინებს სარეაბილიტაციო მომსახურებას. რაც შეეხება სახელმწიფო დაზღვევას, არც ჯანდაცვის პოლისი ითვალისწინებს სპეციფიკური საჭიროებების დაფინანსებას.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებისას, მათ ინფორმაციის წყაროდ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი მიგვითითეს, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე არის საუბარი, კერძოდ, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ექსპერტიზის, შშმპ-ს სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევების, ხარჯებს აანაზღაურებს. მხოლოდ 18 წლამდე ასაკის შშმპ-ებისთვის არის შესაძლებლი სამედიცინო მომსახურების 100%-იანი დაფინანსება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოში არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები და ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის მომსახურებას, საზღვარგარეთ გამგზავრება უწევთ.
ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი შესაძებლობების გამოვლენის საშუალება არ აქვთ, ტექნიკური გაუმართაობის თუ არაადაპტირებული გარემოპირობების გამო, სახლებში არიან გამოკეტილები. საზოგადოებისგან დისტანცირდებიან და საკუთარ თავში იკეტებიან. მართალია, განზოგადება ხშირად არ არის ახლოს ჭეშმარიტებასთან, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ზოგადი მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია და სამწუხაროდ, მომავალიც სანუგეშოს ვერაფერს გვპირდება.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შშმპ ჯანდაცვის უფლება დაცული არ არის. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტებიც დგინდება. ფაქტია, რომ შშმპ-ებს აქვთ განსხვავებული საჭიროებები, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან და მსგავსი დისკრიმინაცია არ არის დაძლეული.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary