გაახალგაზრდავებული ძუძუს კიბო
გაახალგაზრდავებული ძუძუს კიბო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბოლო წლების განმავლობაში ძუძუს დაავადებათა მკვეთრი გახშირება და გაახალგაზრდავება შეინიშნება. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე ვითარდება, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა.
ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავებას ცხოვრების არაჯანსაღი წესი, საკვები, ხშირი სტრესი, ქალების ცხოვრების სტილის შეცვლა, შობადობისა და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირება და სხვა მრავალი მიზეზი იწვევს.
საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პროფ. კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, გია ნემსაძეს, დაავადების გამომწვევ მიზეზებზე "თავისუფალი ასოციაციის" ჟურნალისტი ნინო ქეთელაური ესაუბრა.
ნინო ქეთელაური: ბოლო დროის მონაცემებით ძუძუს კიბო გაახალგაზრდავდა. რა განაპირობებს დაავადების უფრო ადრეულ ასაკში განვითარებას?
გია ნემსაძე: არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ძუძუს კიბო ნამდვილად გაახალგაზრდავდა. ადრე თუ 40 წლის ზემოთ იყო მისი გამოვლინება, ახლა 30 წლამდე პაციენტთა რიცხვმაც საგრძნობლად იმატა. 21-ე საუკუნეში უფრო მეტად ცხოვრების წესია შეცვლილი. მხედველობაში მაქვს: რადიაციული ფონი, სტრესი, გენმოდიფიცირებული საკვები. ძუძუს კიბო ბევრადაა დამოკიდებული ორგანიზმში ცხიმოვან ცვლასთან. ასევე ხშირია შემთხვევები გვიან ასაკში გათხოვების. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადრე გათხოვება და შვილების გაჩენა საუკეთესო პროფილაქტიკაა ქალის ორგანიზმისთვის. ერთი სიტყვით აქ არის მთელი სპექტრი სიმპტომებისა, რაც ძუძუს კიბოს განმაპირობებელია. საქართველოში ძუძუს კიბოს უჭირავს წამყვანი პოზიცია. საშუალოდ 10 000 ადამიანზე 50 ძუძუს კიბოთია დაავადებული. სამწუხაროდ, ახალგაზრდებზე აქედან სადღაც 15%-20% მოდის.
როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი?
სიკვდილიანობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო, რაც განპირობებულია დროული დიაგნოსტიკით. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ამ დაავადების პროპაგანდამ იმატა, რაც ასევე მის ადრეულ გამოვლინებას უწყობს ხელს.
ძირითადად რომელ სტადიაში ხდება ძუძუს კიბოს გამოვლინება?
საბედნიეროდ, ახლა II სტადიაში მისმა გამოვლინებამ იმატა. შემიძლია გითხრათ, რომ I სტადიაში კიბოს განკურნება თითქმის 100%-ით არის შესაძლებელი.
რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რითიც ახალგაზრდა ქალბატონები შეიძლება მიხვდნენ, რომ ექიმის დახმარებას საჭიროებენ?
ძირითადად ეს არის სიმსივნური კვანძები, რაც ხელის შეხებით შესამჩნევია. ასევე ძუძუს ფორმის შეცვლა. თუ რა თქმა უნდა, ბოლო სტადიაში არ არის, სადაც მეტასტაზების გავრცელების გამო სხვა სახის ტკივილს ვხვდებით. თუ ქალბატონი ხელის მოსინჯვით ძუძუში კვანძს, სიმაგრეს შენიშნავს, აუცილებლად უნდა მიაკითხოს მამოლოგს.
ამ დაავადებისგან თავდასაცავად რას ურჩევდით გოგონებს?
აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრება, საკვების გაუმჯობესება, შვილების გაჩენა, პროფილაქტიკა, დროული დიაგნოსტიკა. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ დროული დიაგნოსტიკით ეს დაავადება განკურნებადია. საქართველოში ნამდვილად ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს, ასევე თითქმის ყველა ონკოლოგიური საავადმყოფო უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. დროული მკურნალობა ნამდვილად ყველგან შესაძლებელია.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary