დაუცველი სრულწლოვანება
27 ოქტომბერი, 2013
დაუცველი სრულწლოვანება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
21 წლის თორნიკეს თქმით, მძიმე ოჯახურმა პირობებმა რამდენიმე წლის წინ ის აიძულა, ბავშვთა სახლის ბინადარი გამხდარიყო. ჰყავდა უმუშევარი ბებია, რომელიც მხოლოდ პენსიით ირჩენდა თავს:. „იმის გამო, რომ დედაჩემი საზღვარგარეთ იყო, მამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ ცოცხალი იყო, ბებიის პენსია არ იყო იმ ოდენობის, რომ ორივეს გვყოფნოდა, მომიწია ბავშვთა სახლში მისვლა.
მაშინ 8 წლის ვიყავი. არ მინდოდა და მეშინოდა, რომ ვერ შევეგუებოდი, თუმცა, კარგი გარემო დამხვდა. დავინახე, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი მსგავს მდგომარეობაში. სკოლაშიც დავდიოდი და შაბათს ან კვირას სახლშიც მიშვებდნენ ბებიის სანახავად. თვითონ ვერ ახერხებდა მოსვლას. ბავშვთა სახლში სულ ხომ ვერ დავრჩებოდი, ამიტომ 16 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, სამსახური მენახა და მუშაობა დამეწყო, რადგან ვიცოდი, რომ 2 წელში ისედაც მომიწევდა მისი დატოვება. სკოლაში 9 წელი ვისწავლე, მერე ვეღარ გავაგრძელე. მუშაობა რომ დავიწყე, ბავშვთა სახლი დავტოვე და ბებიას მეც ვეხმარებოდი. ახლაც ვმუშაობ დროებით სამუშაოზე. თუ მოვახერხე, ძალიან მინდა, რაიმე ხელობა ვისწავლო, რომ ხშირად არ მომიწიოს სამსახურის შეცვლა და სულ მის ძებნაში არ ვიყო".

დღესდღეობით ბავშვთა სახლების უმეტესობა დახურულია, მათი უდიდესი ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლად გადაკეთდა. ,,თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში" მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები არიან. არის ასევე კოჯრის ბავშვთა სახლი, რომელშიც 6-დან 18 წლამდე აღსაზრდელები არიან.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურში გვითხრეს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი ბიოლოგიურ ოჯახს მიახლოებული გარემოა, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დღე-ღამის მანძილზე მზრუნველობისა და სათანადო მომსახურების მიღება. აქ 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიან და ასევე მინდობით აღზრდაში განთავსებას დაქვემდებარებულ პირები.

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება გულისხმობს 24-საათიან მომსახურებას სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებას, სხვადასხვა აქტოვობაში ჩართვასა და ხელობის სწავლებას.

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონზე დღიური დაფინანსების ოდენობა 2011 წლის 1 მარტიდან შეადგენს 15 ლარს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის გაცემა წარმოებს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

ეს პროგრამა გათვლილია მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 18 წლის ზემოთ ამ ბავშვებისთვის არანაირი პროგრამა არ მოქმედებს. მათ თავად უწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

“ეს ისეთი დიდი ხარვეზია პრაქტიკაში, რომელიც გამოსასწორებელია. ჯერჯერობით არანაირი პროგრამა არ გვაქვს” - გვითხრეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრიჩაილდ საქართველოს“ ოფისში.

როგორც ჩვენთან საუბარში „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, მათთან მხოლოდ 18 წლამდე შშმ პირები მიიღებიან და 18 წლის ზემოთ რატომ არ ხორცილედება მათზე ზრუნვა, ამაზე კომპეტენტური პასუხი არ აქვს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary