ფსიქოთერაპევტის სერვისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
ფსიქოთერაპევტის სერვისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივით, ფსიქოთერაპევტის სერვისი შეიქმნა, რაც უცხოელი სტუდენტებისთვის ფსიქოთერაპევტის მომსახურებას გულისხმობს. მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც პირველად ჩადიან უცხო ქვეყანაში და მოწყვეტილები არიან მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ემსახურებათ ფსიქოლოგი. ეს მათ უცხო გარემოსთან ადაპტაციასა და ახალ მეგობრებთან ურთიერთობას უადვილებთ. მათთვის დიდი მხარდაჭერაა, როცა გვერდით უდგათ ადამიანი, რომელსაც შეუძლიათ, მიმართონ და პრობლემების მოგვარება მიანდონ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაახლოებით 1500-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათი უმრავლესობა პირველ კურსელია, საქართველოში ახალი ჩამოსული, ამიტომ ხშირად სჭირდებათ დახმარება, ვითარებაში გარკვევა, ასე რომ, ეს სერვისი ყველაზე მეტად მათთვისაა მისაღები და კომფორტული.

სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელძღვანელის მოადგილის ირინა კაპეტევაძის თქმით, უცხოელი სტუდენტები მიესალმებიან ამ სერვისს, რადგან როდესაც უნივერსიტეტში მოდიან 17-18 წლის ახალგაზრდები, უჭირთ ურთიერთობის დამყარება ქართველ სტუდენტებთან, მათთან დამეგობრება ხდება გარკვეული დროის მერე, ხოლო ფსიქოთერაპევტი დაეხმარება მათ, მცირე დროში იპოვნონ საერთო სხვა სტუდენტებთან და თავი უცხოდ და გარიყულად არ იგრძნონ.

სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის თეა ვაშაკიძის განცხადებით, ქართველ სტუდენტებს არ უჭირთ უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთან მეგობრობა, ერთად ატარებენ კონფერენციებსა და ტრენინგებს, ამიტომ ფიქრობს, რომ ფსიქოთერაპევტი არ არის საჭირო. მისი აზრით, საჭიროა, კოორდინატორი, რომელიც მიმართულებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს და გააცნობს ჩვენს კულტურასა და ადათ-წესებს.

ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე საბუთების მიღება 24 იანვარს დამთავრდა და ახლა კადრების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კომისია განიხილავს.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ირინა კეპეტივაძის განცხადებით, ადამიანი, რომელიც დაიკავებს ფსიქოთერაპევტის თანამდებობას, უნდა იყოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, გამოცდილი, დიპლომირებული და, რაც ყველაზე მთავარია, სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, რომ ადვილად შეძლოს სტუდენტებთან ურთიერთობა.

ქშიტიჯ კუმარი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი და ამავე ფაკულტეტის თვითმართველობის ვიცეპრეზიდენტია. მას ეს ახალი სერვისი ძალიან მოსწონს. მისი თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტში უამრავი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ახლობლებისგან შორს ცხოვრობენ, ხშირად ექმნებათ პრობლემები, უძნელდებათ სხვადასხვა საკითხის მოგვარება და მიესალმება უნივერსიტეტში ფსიქოთერაპევტის მოყვანას, რომელთანაც სტუდენტებს შეეძლებათ მისვლა და პრობლემების გაზიარება.

უნივერსიტეტი გამოყოფს ფართს უნივერსიტეტის შენობაში, რომ სტუდენტების მიღება კომფორტულად მოხდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary