“ვფიქრობ, ეს ტრენინგები ჩვენთვის დროული იყო. ტრენინგების პირველი ოთხი დღე ძალიან საინტერესო თეორიულ მასალას შეეხებოდა, ტრენინგის მეორე ნაწილში კომუნიკაცია და პრაქტიკული მასალით გაჯერებული სხვადასხვა თემა განვიხილეთ. ჩემთვის ეს სინთეზი არის იმის საშუალება, რომ მომავალში ორგანიზაციასთან ერთად დავგეგმო და განვახორციელო ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურად იქნება შედეგიანი, სამიზნე ჯგუფზე გათვლილი და ახალგაზრდებს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებზე მორგებულ პროექტებსაც შევთავაზებთ“ - აღნიშნა “მოსწავლე-ახალგაზდობის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელმა თამუნა ქუფარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის“ თემთან ურთიერთობის ოფიცრის ნათია ხარატიშვილის თქმით, ტრენინგიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებს: “იყო ძალიან კარგი საკითხები, მაგალითად, ადვოკატირება, კონკრეტულად არ მქონდა განსაზღვრული, თუ რა არის. შეიძლება, ვაკეთებდი კამპანიებს, რომლებიც ადვოკატირებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არ ვუდგებოდი ამ კუთხით. მომდევნო კამპანიები, რასაც მე განვახორციელებ, უფრო მყარი და მიზანმიმართული იქნება“.
ტრენინგ-პროგრამის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით მაკედონიაში გაემგზავრნენ. მონაწილე ორმოცი ორგანიზაციიდან ათი შეარჩიეს.
“მონაწილეებიდან ათი საუკეთესო ორგანიზაცია შეგვარჩიეს. მათ შორის არის ჩემი ორგანიზაციაც. მოლოდინი ამ ტრენინგისადმი თემატიკიდან გამომდინარე იყო, პირველი, ეს არის პროექტის წერა და პროექტთან დაკავშირებული საკითხები. როცა ნებისმიერ თემას ამუშავებ, მნიშვნელოვანია, რა ეტაპებს გადიხარ და მნიშვნელოვანია მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, რას ანიჭებენ უპირატესობას დონორები პროექტის შერჩევის დროს და ძალიან კარგად რომ უნდა გაეცნო ამ საკითხებს, ეს იყო ჩემთვის ახალი და მნიშვნელოვანი“ - გვითხრა პოსტსაბჭოთა კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ივეტა გოგავამ.
ფონდი ორგანიზაციებს მცირე გრანტების კონკურსსაც სთავაზობს.
“ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის” წარმომადგენლის თამარ მოცრაძის თქმით: „ტრენინგი საინტერესო თემებზეა. მნიშვნელოვანია საბოლოო ეტაპი, რომელიც გულისხმობს მცირე გრანტებს, რაშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“.
„2013 წლის ივლისიდან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა ახორციელებს პროექტს ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას და მასში ჩართულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 15-26 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგები (პროგრამების დაგეგმვის, თანხების მოძიების, მრავალფეროვნების მართვის, ადვოკატირებისა და სოციალური მედიის საკითხებზე) და ლექციები (კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების შესახებ).
პროგრამის მონაწილეებისთვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რაც მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს და გამოცდილების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დაფინანსდება როგორც ინდივიდუალური ორგანიზაციების, ისე კოალიციური პროექტები - ჯამში გაიცემა არაუმეტეს 15 გრანტისა" - განაცხადა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა ანი ახალკაცმა.
„ვფიქრობ, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების განვითარებაზე ძალიან სასარგებლოა ეს ტრენინგები. აშკარაა, რომ სოციალური საქმიანობა ვითარდება, როგორც ინდივიდუალური პროფესია და დამოუკიდებელი სისტემა. რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო ამდენი სოციალური აქტივობის ხილვა. ქართველი ხალხი ძალინ კრიტიკულია, უფრო კრიტიკული, ვიდრე სხვა. მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც, თუმცა, საქართველოში პროგრესი თვალსაჩინოა. იმედი მაქვს, რომ აქ მყოფი საზოგადოება, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში გახდეს რეგიონული ლიდერი და მესინჯერი საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის“ - განაცხადა დუშან ონდრუშეკმა.
ახალგაზრდებისთვის საგრანტო პროექტები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია სხვა საერთაშორისო ფონდებსა თუ ორგანიზაციებში.
„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” ამ ეტაპზე ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამას „ახალგაზრდული იდეა“ ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდების წახალისებასა და მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაზეა ორიენტირებული, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრასა და საკუთარი თემის განვითარებაში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომელთაც ლიდერობის პოტენციალი და თანატოლებთან მუშაობის სურვილი და ინტერესი აქვთ.
როგორც ფონდში აღნიშნავენ, შერჩეული ახალგაზრდები შემდგომ ეტაპზე ინტენსიურ ტრენინგს გაივლიან ისეთ თემებზე, როგორიცაა კვლევის ჩატარება, პროექტის დიზაინი, მართვა და მონიტორინგი. ტრენინგის გავლის შემდეგ, კომიტეტის წევრები საკუთარ თემში არსებული პრობლემების გამოსაკვეთად საჭიროებების კვლევას ჩატარებენ და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თანატოლებისათვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებენ.
წლის განმავლობაში ,,ახალგაზრდული იდეის“ კომიტეტების მიერ 120-მდე კონკრეტული ინიციატივა დაფინანსდება (თითოეული ინიციატივის ღირებულება 300-800 ლარის ფარგლებში მერყეობს). ინიციატივები მრავალფეროვანია და შეიძლება, ეხებოდეს გარემოს დაცვას, სოციალურად დაუცველი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას და ა.შ.
„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ ახალგაზრდობის საკითხებზე 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს და ახალგაზრდებს შესაბამის პროგრამებს სთავაზობს.
ახალგაზრდებისთვის პროექტების დაფინანსების საკითხზე ნიდერლანდების საელჩოს მივმართეთ. გვითხრეს, რომ საელჩო მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს: „ჩვენ, როგორც შეზღუდული რესურსების მქონე საელჩო, მხოლოდ გარკვეულ თემებზე ვართ კონცენტრირებული. ფოკუსირებას ვახდენთ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიზაციაზე, სტაბილურობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ პროექტებს ამ მიმართულებით ვახორციელებთ. ზოგიერთ პროექტებთან მიმართებაში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ახალგაზრდებთანაც მუშაობენ. მაგალითად, „ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელი შეუწყო ახალგაზრდა პოლიტიკოსებს სამხრეთ კავკასიიდან და ჩართო ფორუმში, რომელიც გასულ ზაფხულს ქუთაისში ჩატარდა. ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ Free Press Unlimited კი ახალგაზრდა ბლოგერებს მაღალი ხარისხის ტრენინგ-კურსი შესთავაზა“.
როგორც საელჩოში გვითხრეს, მიმართულების შეცვლას არ აპირებენ და მომავალშიც იმ საკითხებზე იქნებიან ორიენტირებული, რაზეც ამჟამადაც მუშაობენ.

სლოვაკი ტრენერი დუშან ონდრუშეკი საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად რვა დღით ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში არასამთავრობოთა ხელშეწყობის მიზნით წინსვლა შეიმჩნევა.