ვაუჩერი დევნილებს
16 ნოემბერი, 2013
„იმ დევნილებისთვის, რომლებსაც აქვთ დენისა და წყლის გადასახადის დავალიანება, მოხდეს მათი საერთო აღრიცხვა და შემდეგ ჩამოჭრა, შეძლებისდაგვარად. გამომდინარე იქიდან, რომ გვიახლოვდება ზამთრისპირა პერიოდი, ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს გაუჭირდება, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ ყველა დევნილისა და სოციალურად დაუცველთა ოჯახში შეიყვანონ ზამთრისპირა პერიოდის მოახლოებამდე გაზი უფასოდ“ - ნათქვამია "დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაციის" თხოვნაში, რომლითაც მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს 13 ოქტომბერს მიმართეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს საპასუხო წერილში კი ნათქვამია, რომ 40 ათას ჩასახლებულ და თვითგანსახლებულ დევნილთა ოჯახს, რომელთა დავალიანებაც ათას ლარს ან მეტს შეადგენს დაურიგდებათ 200-ლარიანი გაზის ან ელექტროენერგიის ვაუჩერი.

თუმცა, როგორც "დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაციის" ლიდერი ვაკო ფაჟავა ამბობს, რომ საპასუხო წერილში არ იყო მითითებული თარიღი, თუ როდიდან დაიწყებოდა დევნილებისთვის ამ ვაუჩერების დარიგება: „ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ, კონკრეტულად ვერ გვითხრეს რიცხვი, თუ როდიდან დაიწყებოდა ეს პროცესი. ჩვენ წერილობით დევნილთა სამინისტროს გვერდზე მივწერეთ, ასევე გამოვაქვეყნეთ სტატიაც, დავუკავშირდით მეილზეც. თუმცა, სამივეგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. ამის შემდეგ სამინისტრომაც გაკეთა განცხადება სატელევიზიო ეთერში“ - აღნიშნა ვაკო ფაჟავამ.

„დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაცია“, სადაც თავდაპირველად 100 ადამიანი ერთიანდებოდა და არა მარტო თბილისს, არამედ რეგიონებსაც მოიცავდა, 2011 წელს ვაკო ფაჟავასა და გიორგი კობახის ინიციატივით ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიზანია დევნილთა დახმარება. ახალგაზრდების ინტერესის სფეროში შედის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary