სამედიცინო გამოკვლევა - აუცილებელი საჭიროება ახალგაზრდებში
07 დეკემბერი, 2013
  სამედიცინო გამოკვლევა - აუცილებელი საჭიროება ახალგაზრდებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ჩემს ახალგაზრდობაში გათხოვებამდე რომ მივსულიყავი გინეკოლოგთან, სირცხვილი იყო’’ - ამბობს 35 წლის ქალბატონი. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ? "გათხოვებას" ჯერ არ აპირებ და ყურადღებას არ აქცევ იმ გინეკოლოგიურ პრობლემებს, რაც რეალურად გაწუხებს? სხვადასხვა სახის ვირუსი, სასქესო ორგანოს მანკი და ინფექცია, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგია.

ახალგაზრდა გოგონების სურვილს, პრევენციის მიზნით ჩაიტარონ გინეკოლოგიური გამოკვლევა და სამომავლოდ დაზღვეულები იყვნენ სხვადასხვა დაავადებისგან, თუნდაც, მზად იყვნენ დედობისთვის, თან ახლავს უამრავი პრობლემა. უმთავრესი კი გამოკვლევისთვის საჭირო მაღალი გადასახადია. პრობლემაა ასევე მენტალობა, ქალებში თავის მოვლის კულტურის არარსებობა.

,,დედაჩემმა მიმიყვანა ადრე ბავშვობაში გინეკოლოგთან. პრევენციის მიზნით ჩამიტარა გამოკვლევა. მგონია, რომ არცერთ გოგოს არ მოუვა თავში აზრად, ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა, თუ ეს დედამ არ ურჩია. საქართველოში სხვა ვითარებაა, სანამ რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ, ექიმთან არავინ მიდის. პრობლემაა ასევე კაცი გინეკოლოგი, ბევრჯერ გამიგია, უთქვამთ, ნეტა ქალი ექიმი დამხვდებოდეს-ო’’ - აღნიშნავს 21 წლის ვიკა გიორგაძე. იმავე აზრს გამოხატავს 22 წლის ხათუნა ადუაშილი, მისი თქმით, ისიც იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ყურადღებას არ აქცევს ამ საკითხს და დღემდე არ ჩაუტარებია გინეკოლოგიური გამოკვლევა. ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ პრევენციის მიზნით გამოკვლევის ჩატარება სირცხვილი არაა.

მანანა აბულაძე რეაბილიტაციის ცენტრის ,,VENUS GEORGIA’’ თანამშრომელია და ყოველდღიურად უწევს შეხება ახალგაზრდა ორსულ ქალებთან. მისი თქმით, ორსულობის პერიოდშიც კი ქალები არ იტარებენ საჭირო პროცედურებს და არ ზრუნავენ მუცლადმყოფ ნაყოფზე. 2012 წელს კონფერენციის ,,ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა’’ ფარგლებში კლინიკა ,,VENUS GEORGIA’’ ახალგაზრდა გოგონებისთვის 5-6 თვის განმავლობაში ატარებდა უფასო ტრენინგებს ქალთა პრობლემების, ორსულობისა და ქალთა ჰიგიენის შესახებ. როგორც მანანა აბულაძე აღნიშნავს, გოგონების მხრიდან არ იყო დიდი დაინტერესება: ,,ვავრცელებდით ყველგან: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, სოციალურ ქსელებში. დარეგისტრირდებოდა 40 აპლიკანტი, მოვიდოდა - 20. დამსწრეებს შორის იყვნენ უმეტესად ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები და ის ფსიქოლოგები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები. ტრენინგის დაწყებამდე ვატარებდით პრეტესტს და დასრულების შემდეგ პროტესტს. ამ ტესტებიდან ჩანდა, რომ ახალგაზრდა გოგონებმა ბევრი რამ არ იცოდნენ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ’’.

მეან-გინეკოლოგ ჟულიეტა გაგუას თქმით, ქალები საავადმყოფოებს თუ სხვადასხვა ცენტრს მხოლოდ „გათხოვების“ შემდეგ მიმართავენ: ,,ყველაზე ხშირად ქალბატონები, ძირითადად, მაინც გათხოვების შემდეგ მიმართავენ გინეკოლოგს გამონადენის, ტკივილის, სისხლდენის, ქავილის გამო. ეს სიმპტომები სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება. ანთების ერთ-ერთი მიზეზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეპლაზმა და სხვა პათოლოგიური მიკრობები, რომლებიც აღმავალი გზით საშოდან დაბინძურებული გზით ხვდებიან საშვილოსნოს ყელიდან საშვილოსნოს დანამატში, ამიტომ აუცილებელია, ჰიგიენის დაცვა, საშოს ბაქტერიოლოგიური ფლორის ხშირი კონტროლი’’. მეან-გინეკოლოგის თქმით, ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: ბაქტერიული ვაგინოზი, სოკოვანი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ტრიქომონადული ვაგინოზი, რომელიც დისკომფორტს იწვევს პაციენტებში. მისი თქმით, ცხოვრების პირობების გაუარესებამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ყველაფერზე მოახდინა გავლენა.

კლინიკების უმრავლესობა ერთხმად ადასტურებს, რომ პრევენციის მიზნით ახალგაზრდა გოგონებში გინეკოლოგიური შემოწმების ჩატარება არაა ხშირი და ამ მხრივ არ არსებობს საზოგადოების ინფორმირებულობა. მათ არც იცინ, რომ აუცილებელია მსგავსი გამოკვლევის ჩატარება. ახალგაზრდებისთვის, კერძოდ, სტუდენტებისთვის გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებაზე სტუდენტური დაზღვევა მოქმედებს, თუმცა, ეს არ ეხება გეგმიურ გინეკოლოგიურ გამოკვლევას.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary