თქვენ ახალგაზრდული სუბკულტურის არაფორმალური წარმომადგენელი ხათ?
თქვენ ახალგაზრდული სუბკულტურის არაფორმალური წარმომადგენელი ხათ? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
25 წლის თამუნა თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა და მეძავობასავით დანაშაულია.
"მავნე სურვილები უნდა ჩაიკლა და არ უნდა მისცე თავს უფლება იფიქრო" - აღნიშნავს 30 წლის თაკო.

ევროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული - "ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარგანწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის".
დიმა 21 წლისაა, ჰომოსექსუალია და ამის გამო ზუსტად იცის, რისი უფლება აქვს და რისი არა. "ისეთ დროს და ადგილას დავიბადე, სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ, უნდა შევეგუო რაღაცეებს" - აღნიშნავს დიმა. საზოგადოებრივი წინასწარგანწყობისა და სტერეოტიპების გამო უამრავი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ მისთვის. "უფროსი ასაკის ადამიანების მესმის, სხვა დროს, სხვა გარემოში ცხოვრობდნენ და იდეოლოგიურმა ჰომოფობიამ თავისი კვალი დაამჩნია. მათ არ ესმით, რომ სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ცნობიერ არჩევანს, რომლის შეცვლაც შეიძლება, არც დაავადებაა, რომლისგანაც უნდა განიკურნო. მე განსაკუთრებით ახალგაზრდების მიკვირს, ვითომ რომ ტოლერანტები არიან და ისეთ ტაბუს გიწესებენ, გადაირევი" - ამბობს ახალგაზრდა ჰომოსექსუალი.
მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანია საკუთარ ემოციებს, განწყობას, სურვილებს აღარ მალავს, მისი ამგვარი გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. საზოგადოებაში, სადაც ჰომოფობიური განწყობა მძლავრია, აღიარებამ შეიძლება ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს. მასთან მეგობრობას ბევრი გაურბის და მალავს. თუმცა, ახლა მეტად თავდაჯერებული გამოდის ქუჩაში, ვიდრე ადრე. 17 მაისის მშვიდობიანი მსვლელობის დარბევამ მეტი გამბედაობა შესძინა. დაინახა, რომ იმაზე მეტი ადამიანი არის ლიოალურად განწყობილი, ვიდრე ეგონა.
კითხვაზე, მიმართავდა თუ არა სასამართლოს საჭიროების შემთხვევაში, პასუხი არ აქვს. ტენდენცია მიმართვიანობის არარსებობის შესახებ მეტად საინტერესოა და მის გამომწვევ მიზეზებზე ვრცლად საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, ამავე საკითხზე უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებს გავესაუბრეთ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ სასამართლოში მიმართვისგან თავის შეკავების 2 მიზეზია: პირველი - მოძალადე როგორც წესი ახლობელია (ოჯახის წევრი მაგალითად), რის გამოც დაზარალებულები თავს იკავებენ; მეორე - ერიდებიან აფიშირებასა და სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას.
"იდენტობის" წარმომადგენლის ნათია ხარატიშვილის თქმით, ლგბტ უფლებები ყოველთვის ირღვეოდა და დღესაც ირღვევა, თუმცა, ეს პრობლემა დღეს მეტ-ნაკლებად ხილულია. "მომართვიანობის კუთხით, საჩივრებს ვერ აღმოაჩენთ, იმიტომ კი არა რომ არ არსებობს, არავის სურს ამის ხარჯზე ცომინგ ოუტ მოახდინოს. ამიტომ თავს იკავებს ყველა. 17 მაისის შემდეგ კიდევ უფრო ხილული გახდა ლგბტ თემი. თემის წევრები უმეტესად ახალგაზრდები არიან. მათდამი დამოკიდებულების თვალსაზრისითაც მდგომარეობაც შედარებით იმედისმომცემია. საზოგადოების ნაწილი, მეტწილად ახალგაზრდების უმეტესობა ტოლერანტულად არიან განწყობილები, რასაკვირველია, არსებობს საზოგადოების მეორე ნაწილიც, რომელიც არ აძლევს საშუალებას განსხვავებულ ადამიანებს გაიხსნან და თავი იგრძნონ სრულფასოვან წევრებად" - ამბობს ნათია ხარატიშვილი.
სტუდენტებში ცნობიერების ასამაღლებლად ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით "იდენტობა" პროექტს ახორციელებს. ეს პროექტი მოიცავს ტრეინინგებს, საჯარო ლექციებს, ვორქშოპებს. ჩატარდება პირველი ლგბტ კონფერენცია, დაგეგმილია რიდერების შექმნა ხუთი სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის - ფსიქოლოგებისთვის, იურისტების, ჟურნალისტებისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სოციალური მუშაკებისთვის.
რასაკვირველია, ადამიანური შიში უცხოს მიმართ არის ის, რაც ასაზრდოებს საზოგადოებრივ ნორმებსა (მორალურ და საკანონმდებლო) და დამოკიდებულებებს. სახეზეა ერთადერთი ჭეშმარიტი საზოგადოებრივი უმრავლესობის შექმნის სურვილი და ეს სხვა არაფერია, თუ არა ტოტალიტარული აზროვნება, რომელსაც ჭეშმარიტად მრავალფეროვანი საზოგადოება არ აწყობს.
მარტივი და მოსახერხებელია შემოგთავაზოთ ვინმემ შესაძლო ვარიანტთა სია. კიდევ უფრო მარტივია, დაარქვა ამას არჩევანი და თქვა, რომ გაქვს არჩევანის უფლება.
თქვენ ახალგაზრდული სუბკულტურის არაფორმალური წამომადგენელი ხართ?
- ნამდვილად ექსტრემისტი გახდებით.
უფლებადამცველი ან სამოქალაქო აქტივისტი?
- უდავოდ "საზღვარგარეთის აგენტი" და დასავლური იდეების გამტარებელი ხართ.
სხვა სტატიები
,,ჩემი ფანჯრიდან შავნაბადას მთა ჩანს. ყოველთვის მინდოდა მეგობრებთან ამ მთის დალაშქვრა, თუმცა, დღემდე ვერ მომიხერხებია"".
სრულად






Carpet Cleaning Calgary