თეატრალური უნივერსიტეტის მცირებიუჯეტიანი ისტორიული ბიბლიოთეკა
01 თებერვალი, 2014
გალერეა
თეატრალური უნივერსიტეტის მცირებიუჯეტიანი ისტორიული ბიბლიოთეკა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1939 წელს შეიქმნა. 1949 წელს რუსთაველის თეატრში მომხდარი ხანძრის გამო ბიბლიოთეკამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, თითქმის განადგურდა წიგნადი ფონდი. ამ ფაქტის გამო უნივერსიტეტს წიგნების ახლიდან შეგროვება მოუწია.

„თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა რუსუდან მიქელაძის მიერაა შექმნილი, რომელიც თავად ასწავლიდა უნივერსიტეტში რუსულ ენას. ის დადიოდა პეტერბურგში და იქიდან ჩამოჰქონდა უნიკალური წიგნები. სამწუხაროდ, ამ ხანძრის გამო ძალიან ბევრი წიგნი განადგურდა. შემდეგ შემოწირულობით დაიწყო ბიბლიოთეკის შევსება. ცნობილი ადამიანები, მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები გვაძლევდნენ საკუთარი სახლიდან მოტანილ წიგნებს. ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტიც გვჩუქნის საკუთარ გამოცემებს“ - გვითხრა სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნანა მაჩაბელმა.
1970 წლიდან შეიქმნა საცნობარო ბიბლიოგრაფიული განყოფილება და სასწავლო-სამეცნიერო მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. ხდება იმ ჟურნალ-გაზეთების მოძიება, სადაც უნივერსიტეტისთვის საჭირო ინფორმაციაა განთავსებული, შემდეგ მათი აკინძვა და ხელით დამუშავებული მასალის ბიბლიოთეკისთვის შემატება. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ბუკინისტურ მაღაზიებში შეძენილი უნიკალური წიგნებითა და პერიოდული გამოცემებითაც ხდებოდა წიგნადი ფონდის გამდიდრება.

უნივერსიტეტს დიდი დახმარება გაუწია მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სახელოვნებო უმაღლესმა სასწავლებლებმა, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩომ, რომლებმაც საჩუქრად გადასცეს გარკვეული რაოდენობის სპეციფიკური ლიტერატურა.
მიუხედავად ამისა, სასწავლო წიგნების რაოდენობაზე შენიშვნა აქვთ სტუდენტებს. მათი თქმით, ქართულენოვანი წიგები დეფიციტურია, წიგნების რაოდენობა საკმარისი არ არის.

„უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ საზღვარგარეთის ლიტერატურა, დრამატურგია, რომელიც არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, დეფიციტურია, თუმცა, რაც ნათარგმნია, არც ის არის საკმარისი. მხატვრული ლიტერატურა არც ისე მრავალფეროვანია, აკლია თანამედროვე ქართული და საზღვარგარეთის ლიტერატურაც. მოხარული ვიქნები, თუ ქართულ ლიტერატურას, მხატვრულსაც მეტი ყურადღება მიექცევა. კურსის მიერ გასავლელი სახელმძღვანელოებიც არ არის სრულყოფილი, იმედი მაქვს, მომავალში ყველა პრობლემა მოგვარდება“ - გვითხრა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა თეკლა ქაროსანიძემ.
მეტი წიგნის საჭიროებაზე საუბრობს ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ხავთასი: „არაფრით გამოირჩევა ჩვენი ბიბლიოთეკა. ხშირად მპასუხობენ, რომ ის წიგნი, რომელიც მე მინდა, უკვე გატანილია. საერთოდ ამაზე ყოველთვის პრობლემაა, იქვე უნდა წაიკითხო, ან ასლის გადასაღებად მიიტანო. წიგნებიც საკმაოდ ძველია. ვისურვებდი, რომ პირობებიც უკეთესი იყოს და რაც შეიძლება მეტი წიგნი“.

როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი ნანა მაჩაბელი ამბობს, წიგნების შეძენა მთლიანად უნივერსიტეტის ფონდიდან ხდება და სამინისტრო ამისთვის ცალკე თანხას არ გამოყოფს, რის გამოც ისინი წიგნებს დიდი ტირაჟით ვერ ყიდულობენ: “სამინისტროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის ცალკე თანხა არ გამოუყვია, თუმცა, რასაც სამინისტრო თავად ბეჭდავს, იმას გვაძლევენ. ჩვენი ფონდიდან ხდება წიგნების შეძენა. მაგალითად, 2013 წელს 12 ათასი ლარის წიგნები ვიყიდეთ, რაც ჩვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი თანხაა“.

როგორც ნანა მაჩაბელი ამბობს, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ სილაბუსების მიხედვით ყველა ის წიგნი შეიძინოს, რასაც პედაგოგოები უკვეთავენ: “მყავს დისტრიბუტორები, რომელთაც შეკვეთებს ვაძლევ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოაქვთ წიგნები, რაც ასევე ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ პედაგოგები, რომ გვიკვეთავენ, ე.ი საჭირო და აუცილებელია, რომ ჩამოვიტანოთ. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, მცირე ბიუჯეტის გამო დიდი რაოდენობით ვერ ვყიდულობთ. ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, თორემ სადაც 2-ს და 3-ს ვყიდულობ, იქ 20-საც ვიყიდი, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. რის საშუალებასაც ბიუჯეტი მაძლევს, იმ ტირაჟით ვყიდულობ წინებს. რაც მთვარია, რექტორი გვყავს ისეთი, რომელმაც იცის წიგნის ფასი და მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ რამეზე უარი მითხრას, თუ, რა თქმა უნდა, ეს უნივერსიტეტის ფონდს შეუძლია“.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary