ილიაუნის სტუდენტების ნაწილი პრაქტიკული კურსით უკმაყოფილოა
ილიაუნის სტუდენტების ნაწილი პრაქტიკული კურსით უკმაყოფილოა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"არ გავდივარ პრაქტიკულ კურსს და მივიჩნევ, რომ აუცილებელია მისი გავლა. მხოლოდ თეორიით არ მგონია, ბევრს მივაღწიო. ძირითადად, სამსახურში გამოცდილი კადრები სჭირდებათ, რადგან ჩვენი სწავლა მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება, დამატებით კიდევ გვიწევს ე.წ ტრენინგების გავლა და ვფიქრობ, ტყუილი დროის ხარჯვაა" - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.


"სტუდენტები გადიან პრაქტიკას, მაგრამ არა უნივერსიტეტის დახმარებით. მათგანაც ძალიან ცოტა თუ გადის თავისი პროფესიით" - აღნიშნავს ნათია კაპანაძე.

"მეორადში მაქვს პედაგოგიური არჩეული და იქიდან გვიშვებენ სკოლაში, ვითომდა პრაქტიკებზე. საქმე ის არის, რომ სკოლაში მხოლოდ ვსხედვართ და ვაკვირდებით გაკვეთილის მსვლელობას და თან გვაქვს კითხვარი, რომელიც უნდა შევავსოთ. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილობას. თქვენ გადაწყვიტეთ, ეს არის პრაქტიკა?" - კითხულობს სალომე კვიწინაძე.

"ჩემი აზრით, პრაქტიკული კურსი აუცილებელია. თეორია ერთია და პრაქტიკა - მეორე, რომლის გარეშეც არ უნდა დარჩე, თორემ თეორიას აზრი არ ექნება" - აცხადებს ელენა ბუგაეტი.

"პრაქტიკა საჭიროა, რადგან მარტო თეორიით ვერ მოახერხებს სტუდენტი შედეგზე გასვლას. პრაქტიკულ გამოცდილებას მოაქვს სწორედ ის უნარები, რაც ეხმარება მას გახდეს წარმატებული საჯარო პირი" - ამბობს ანი ლელაძე.

ასეთი იყო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების პასუხები ჩვენს კითხვაზე, თუ პრაქტიკული კურსი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის. როდესაც ამ თემაზე მუშობა გადავწყვიტეთ, ილიას უნივერსიტეტის "ფეისბუქის" ჯგუფშიც აღნიშნული კითხვა და მხოლოდ უკმაყოფილო სტუდენტების კომენტარები მივიღეთ. სამწუხაროდ, პრაქტიკული კურსით კმაყოფილი სტუდენტები არ გამოგვხმაურებიან.

საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი მიხეილ ელაშვილი ფიქრობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ე.წ. კვლევით უნივერსიტს წარმოადგენს და მისი ძირითადი კონცეფციაა "სწავლება კვლევაში ჩართულობით" . მისი თქმით, ამჟამად ილიაუნიში ინერგება სწავლების ღEშULთ სისტემა, რომელიც სტუდენტების კვლევების აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. "ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავნერგოთ ისეთი სასწავლო კურსები, რომლებიც თავის თავში კვლევით/პრაქტიკულ საქმიანობასაც შეიცავს. ეს მიდგომა, ფაქტობრივად, უკვე საუნივერსიტეტო სტანდარტად იქცა. შესაბამისად, ცალკეულ პრაქტიკულ კურსებს კი არ ვნერგავთ, არამედ პრაქტიკა (კვლევითი საქმიანობა) წარმოადგენს კურსების უმეტესობის ერთ-ერთ კომპონენტს. შესაბამისად, სტუდენტებისაგან მოითხოვება აქტიური ჩართულობა უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებში, ხოლო საბოლოო შეფასებისას ერთ-ერთ პრინციპულ კომპონენტს წარმოადგენს მათი საკურსო (საბაკალავრო თუ სამაგისტრო) ნაშრომები (იხ: ვებრესურსი წწწ.სტუდენტრესეარცჰ.ილიაუნი.ედუ.გე)" - აცხადებს საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

როგორც მიხეილ ელაშვილი ამბობს, ასეთ მიდგომას შესაბამისი უზრუნველყოფაც სჭირდება, რაც გამოიხატება სათანადო ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საინჟინრო ფაკულტეტისათვის, რადგან აქ სრულფასოვანი სწავლება შესაბამის ლაბორატორიებს, სახელოსნოებს, აღჭურვილობასა და საველე კვლევებს საჭიროებს. "მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, მართლაც, საგრძნობი პროგრესი გვაქვს და უნივერსიტეტი ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს აბანდებს თავისი შემოსავლებიდან ინფრასტრქტურის განვითარებაში, ასევე გვეხმარება მიმდინარე საერთაშორისო პროექტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვახერხებთ პრაქტიკული კვლევების განხორციელებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შემნას, ხოლო უახლოეს მომავალში ვეცდებით, სრულად დავაკმაყოფილოთ ის სტანდარტები, რაც ჩვენ თვითონ დავუსახეთ ჩვენს თავს." დეკანის ინფორმაციით სტუდენტებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო და კმაყოფილნი არიან აღებული კურსით. მისი თქმით, ამას უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოკითხვების შედეგები ამტკიცებს - "ჩვენი უნივერსიტეტის მიერ არჩეული კურსი, რომელიც ზემოთ ვეცადე აღმეწერა გარკვეულწილად "ახალი ხილია", როგორც სტუდენტებისათვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებმა უფრო ადვილად აუღეს ალღო, ვიდრე პროფესორებმა. მიმაჩნია, რომ ამაზე მეტყველებს ჯანსაღი ატმოსფერო და აქტიური სტუდენტური ცხოვრება" - აღნიშნავს მიხეილ ელაშვილი.

ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ჟვანია ფიქრობს, რომ მათი უნივერსიტეტი მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს საუკეთესო შედეგის დადებას - "ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, ავამაღლოთ სწავლის ხარისხი, განურჩევლად ფაკულტეტებისა. ჩვენთვის ყველა ფაკულტეტი ერთნაირად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პრაქტიკულ საგნებს, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად ვახორციელებთ პრაქტიკული საგნების გავლას. ილიას უნივერსიტეტში აუცილებელია 2 წლის მანძილზე ინგლისური ენის პრაქტიკული კურსის გავლა. ჩვენ ასევე გვაქვს ინკლუზიური განათლების პროგრამა, სადაც სტუდენტები პირადად ურთიერთობენ ბავშვებთან" - ასეთი იყო ნინო ჟვანიას პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სტუდენტების პრაქტიკულ კურსს?
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary