„უნივერსიტეტი ვალდებულია, თავად ზრუნავდეს გაცვლით პროგრამებზე“
15 თებერვალი, 2014
„უნივერსიტეტი ვალდებულია, თავად ზრუნავდეს გაცვლით პროგრამებზე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საზღვარგარეთთან ურთიერთობა აქვს, თუმცა, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით არა. როგორც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა სიხარულიძე ამბობს, არ აქვს იმიტომ, რომ ამის საჭიროება უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არსებობს: „ჩვენ კონკრეტულად ისეთი სახელწოდების დეპარტამენტი, როგორიც არის გაცვლითი პროგრამები, არ გვაქვს იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ არის.
ეს განპირობებულია იმით, რომ უნივერსიტეტია სახელოვნებო და პროგრამები იმდენად სპეციფიკურია, რომ გაცვლითი ტიპის ვერ იქნება. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, ვთქვათ, გიზო ჟორდანიას სამი სტუდენტი გავცვალო საზღვარგარეთის რომელიმე უნივერსიტეტის სამ სტუდენტში, ეს ხომ ვერ მოხდება. თუმცა, გვაქვს სერიოზული საერთაშორისო ურთიერთობები. მაგალითისთვის, მე და დათო ჯანელიძე, კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, წლის განმავლობაში ვიყავით 4 თუ 5 მივლინებაში, სადაც მსოფლიო რანგის სხვა კინოსკოლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ანუ, ურთიერთობა მყარდება იმდენად პრაქტიკული მიმართულებით, რომ სამომავლოდ იგეგმება ძალიან ბევრი კოპროდუქცია, არა გაცვლითი პროგრამების სახელით, არამედ მაგალითად, სადიპლომო ფილმებით, რომელიც გულისხმობს ქართველი და უცხოელი კინორეჟისორების, თუ ოპერატორების კოპროდუქციას“.

თუმცა, ბოლონიის პროცესის თანახმად, თეატრალური უნივერსიტეტის კრედიტებს საზღვარგარეთის ნებისმიერი უნივერსიტეტი აღიარებს და, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის გაგძელება: “ეს პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ დღეს ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტმა დამოუკიდებლად მოიძიოს სასურველი უნივერსიტეტი და პროგრამა, რომლითაც შეძლებს სწავლის გაგძელებას და არ ელოდოს უნივერსიტეტის მიერ მოძიებულს, თუ გამზადებულს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი ყველანაირად ხელს შეუწყობს მას, იქნება ეს რეკომენდაცია, თუ რაიმე სხვა სახის დახმარება. უნივერსიტეტს იმდენად კარგი საერთაშორისო ურთიერთობები აქვს, რომ სტუდენტებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი უნივერსიტეტის სახელით მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლა“ - გვითხრა ჯაბა სიხარულიძემ.

უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიც არის. თავად სტუდენტებისთვის სასურველია, რომ უნივერსიტეტი მათ კონკრეტულ გაცვლით პროგრამებს სთავაზობდეს: “სასურველია, ჰქონდეს უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამა. მე პირადად, ვზრუნავ საკუთარ მომავალზე და ვაპირებ წასვლას სხვა ქვეყანაში მაგისტრატურის გასაგრძელებლად. იმას, რომ სტუდენტი თავად ზრუნავდეს გაცვლით პროგრამაზე, არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა და შემოთავაზება“ - გვითხრა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდეტმა იზი ბურნაძემ.

გაცვლითი პროგრამების აუცილებლობაზე საუბრობს თეკლა ქველაძეც: “უნივერსიტეტი ვალდებულია, რომ თავად ზრუნავდეს გაცვლით პროგრამებზე. ეს მათი, უბრალოდ, კეთილი ნება კი არ უნდა იყოს, მათი მოვალეობაა, მაგრამ უცხოეთში სწავლის გაგრძელებასა და გაცვლით პროგრამებზე, როგორც ყველა დანარჩენ საკითხზე, რაზეც უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს, ჩვენ თავად გვიწევს ზრუნვა, ყველა ჩემი მეგობარი, მათ შორის მეც, ჩვენით ვეძებთ პროგრამებს და ჩვენით ვაგვარებთ ყველა მსგავს საკითხს“.

„მე ცოტა გვიან გავიგე, რომ არ ჰქონდა თეატრალურს გაცვლითი პროგრამები და ძალიან გამიკვირდა. რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს გაცვლითი პროგრამა, რაც სტუდენტს ეხმარება განათლების ხარისხის ამაღლებაში. უცხოეთში მიღებული განათლება ნამდვილად აძლევს ადამიანს დიდ გამოცდილებას, რაც წარმატების გარანტია. რასაკვირველია, საქართველოშიც დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთ სტუდენტებს, და დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. სტუდენტს შეუძლია თავად მოიძიოს ინფორმაცია და დარეგისტრირდეს, თუმცა, თუ უნივერსიტეტს ექნება, ჩემი აზრით, სტუდენტებიც უფრო დაინტერესდებიან“ - გვიპასუხა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა ლილე მხეიძემ.

უნივერსიტეტს ჰქონდა მცდელობა, რომ ერასმუსის პროგრამაში გაწევრიანებულიყო, თუმცა, თანამშრომლობა ვერ შედგა. ამის მიზეზი კი როგორც საზღვარგარეთთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თამარ ლორთქიფანიძემ გვითხრა, უცხოური ენა გახდა, რომლის ცოდნის მაღალ დონესაც მოითხოვდა პროგრამა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა სიხარულიძე პრობლემას დრამის მიმართულებით ხედავს და ფინანსურ საკითხებს უკავშირებს: “თუ კინოფესტივალზე შეიძლია სახსრების გარეშე გააგზავნო, ან თუნდაც ატვირთო ფილმი და პრიზსაც ისე გამოგიგზავნიან, რომ ფესტივალზე ჩასვლის საჭიროება არ არის, დრამის მიმართულებით აუცილებელია იქ წასვლა, რაც ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. რთულია, წელიწადში რამდენიმე სპექტაკლის გაგზავნა. უნივერსიტეტი ასეთ თანხას ფიზიკურად ვერ გამოყოფს იმიტომ, რომ ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს სახელოვნებო უნივერსიტეტებს შორის. თუმცა, მიუხედავად ამისა, წელიწადში ერთხელ მაინც ვაძლევთ თავს იმის ფუფუნებას, რომ ერთი გასვლა მაინც იყოს. რეალურად, მართლა რთულია, როდესაც არის რამდენიმე ჯგუფი, იქიდან გამოარჩიო და უპირატესობა მიანიჭო რომელიმე ერთს“.

თეატრალურ უნივერსიტეტს სამომავლოდ გაცვლით პროგრამების სახელით არა, თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ბევრი გეგმა აქვს. „ჩვენ ამ წელს ვგეგმავთ სტუდენტურ კინოფესტივალზე 15-16 კინოსკოლის რექტორის, ან დეკანის ჩამოყვანას. ეს იქნება ერთგვარი კავკასიური პლატფორმა კინოგანათლების მიმართულებით. ჩვენ თხოვნით უკვე მივმართეთ კულტურის სამინისტროს და ველოდებით მათ პასუხს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის და ეს არ იქნება, ვთქვათ, უნივერსიტეტის იმიჯისთვის გაკეთებული“ - გვითხრა საზოგადებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

ასევე იგეგმება თურქეთ-საქართველო-ყაზახეთს შორის დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც ერთობლივ პროგრამებს გულისმხობს, ასევე, ისრაელისა და ბევრ სხვა კინოსკოლასთან თანამშრომლობის დოკუმენტზე მუშაობას, რომელიც ერთობლივ პროგრამებს ითვალისწინებს.

უნივერსიტეტს მალე იაპონიიდან დელეგაცია ეწვევა, რაც ჯაბა სიხარულიძის თქმით, თეატრალური უნივერსიტეტისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary