რა არის სილაბუსი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში?!
01 მარტი, 2014
რა არის სილაბუსი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ჩვენი საუბარი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან სილაბუსებზე ნახევრად იუმორის ჭრილში წარიმართა: "სილაბუსები? რა არის სილაბუსი?!", "ჰკითხეთ აბა სხვებს, რა არის სილაბუსი-ო? ვნახოთ, რას გეტყვიან", "მგონი არც არავინ კითხულობს, ლექტორი მისდევს თუ არა სილაბუსს" - ასეთი იყო მათი რეპლიკები.

"პირველ ლექციაზე ლექტორების მხრიდან სილაბუსის წარდგენა და გაცნობა ნამდვილად ხდება, საიტზეც არის ატვირთული სილაბუსები, მაგრამ შემდეგ უკვე ამ სილაბუსით ხელმძღვანელობს თუ არა ლექტორი, არ მგონია ამას ვინმე ამოწმებდეს" - განგვიმარტა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა თათია დარასელიამ.

"სილაბუსები საიტზე შეიძლება ატვირთულია, მაგრამ არც არავინ ამოწმებს და არც არავინ ინტერესდება ამით" - გვითხა ასევე თეატრალურის სტუდენტმა შოთა დიმიტრიშვილმა.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახლემწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე ნამდვილად განთავსებულია ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სილაბუსის ანოტაციები, თუმცა, სილაბუსით გათვალისწინებული კონკრეტული გეგმის მიხედვით მოქმედებს თუ არა ყველა ლექტორი, ამის გასაგებად უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს თამარ ვეფხვაძეს მივმართეთ. მან განგვიმარტა, რომ აკრედიტაციის საბჭო არ მიანიჭებს აკრედიტაცას უნივერსიტეტს, რომელსაც უმაღლესი განათლების შესამისი კომპონენტები მწყობრში არ აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სილაბუსები. ჩვენს კითხვაზე: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს თუ არა სილაბუსებით გაწერილ გეგმას, თამარ ვეფხვაძემ გვიპასუხა: "არა მარტო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური, ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებობს აკრედიტების საბჭო და იმ შემთხვევაში, თუ არ აკმაყოფილებ სტანდარტებს, ის აკრედიატაციას არ მოგანიჭებს, რასაც შესამაბისად, არც დაფინანსება მოჰყვება და უნივერსიტეტი საერთოდ დაიხურება. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში უმნიშვნელოვანესია სილაბუსები. თუ რამდენად მისდევს ლექტორი სილაბუსს, რა თქმა უნდა, ეს ხარისხის სამსახურის პრეროგატივაა, თუმცა, ეს ძალიან ფაქიზი თემაა იმიტომ, რომ შეხვიდე და დაესწრო ლექციას იმის შესამოწმებლად, სილაბუსს მისდევს თუ არა ლექტორი, ეს მისი უფლებების შეზღუდვაა და ცხადია, ასეთი ფორმით ვერ მოხდება. მაშინ წინასწარ უნდა გააფრთხილო ლექტორი ამის შესახებ, რაც არაეფექტურია".

როგორც თამარ ვეფხვაძემ განაცხადა, სტუდენტთა აზრის გასაგებად უნივერსიტეტში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება გამოკითხვა, სადაც სტუდენტის ვინაობა ანონიმურია და მას შეუძლია, შეაფასოს ლექტორი. თუ კითხვებმა ვერ მოიცვა სტუდენტის სათქმელი და ვერ ამოწურა საკუთარი აზრი, მას შეუძლია შენიშვნაც დაწეროს და ამით საკუთარი შეხედულება იმავე სილაბუსებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გააცნოს. თუმცა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს უფროსის თქმით, ამ გამოკითხვასაც აქვს უარყოფითი ასპექტები: "ხშირად სტუდენტები იმ ლექტორების მიმართ, ვინც მათ სიმპათიას იმსახურებს, განიცდიან ე.წ "ხბოს აღტაცებას", იმდენად მოხიბლულნი არიან მისი პიროვნებით, რომ ყველა კომპონენტში უმაღლეს შეფასებას უკეთებენ. რაც შეეხება თეორიული საგნების ლექტორებს, მათ უფრო ობიექტურად აფასებენ. ამიტომ ჩვენ ეს მომენტიც არ უნდა გამოგვრჩეს და სტუდენტების სუბიექტურობაც უნდა გავითვალისწინოთ".

რაც შეეხება სილაბუსების განახლებას, როგორც თამარ ვეფხვაძემ განმარტა, ეს ჩეულებრივ დასაშვებია, მეტიც, თუ ლექტორი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროგრამის დასახული მიზნიდან დასახულ შედეგამდე, სილაბუსის განახლების გზით უფრო ეფექტურად მივა, ეს მისასალმებელიც კია. თუმცა, ის სწავლის პროცესში არ უნდა მოხდეს, ეს დასაშვებია შემოდგომის სემესტრის, ან გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary