ცდება თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციები?!
29 მარტი, 2014
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენასთან უფრო მეტად სემესტრის დასაწყისი ასოცირდება. პერიოდი, სანამ ცხრილები მოწესრიგდება. მაშინ, როდესაც ტექნიური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვესტუმრეთ, ლექცია უცდებოდათ, თუმცა, მათი თქმით, ლექციების გაცდენა ცხრილში შექმნილმა პრობლემებმა გამოიწვია და იმედი გამოთქვეს, რომ მომდევნო დღეს მაინც არ მოუწევდათ უნივერსიტეტში ტყუილად მისვლა.

გამოკითხული სტუდენტების ინფორმაციით, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენას სისტემატური სახე არ აქვს და ეს ლექტორების უმეტესობას არ ეხება, თუმცა, გასულ სემესტრებში რამდენიმე ლექტორი აცდენდა.

„პირველ სემესტრში ბევრი გაცდენა არ ყოფილა, მაგრამ გვყავდა რამდენიმე ისეთი ლექტორი, ვინც ლექციას გვიცდენდა. ზოგჯერ ეს ცხრილებთან იყო დაკავშირებული. ამ სემესტრში, როგორც ხედავთ, უფრო არის გაცდენა, თუმცა, ეს ჯერჯერობით არეული ცხრილების გამო ხდება“ - გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ხარშილაძემ.

ჩვენს კითხვაზე: მიუმართავთ თუ არა ადმინისტრაციისთვის, ან დეკანისთვის, რომ გაერკვიათ ლექციის გაცდენის მიზეზი, სტუდენტებმა გვიპასუხეს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ კურატორი საქმის ყურსშია.

„ჩემი აზრით, ლექტორის პასუხისმგებლობაა, რომ წინა დღეს მაინც გაგვაფრთხილოს იმის შესახებ, რომ ვერ მოდის და ჩვენც არ მოგვიწიოს ტყუილად მოსვლა. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ სისტემატურად ცდება რომელიმე ლექცია, თუმცა, საუბარია დეტალებზე, რომელიც, საბოლოოდ, შეიძლება ჩვენთვის ცუდად აისახოს, იგივე გამოცდების დროს“ - აღნიშნა მარიამ გაბრიაძემ, რომლის თქმითაც მათ გაცდენილ საათებს არცერთი ლექტორი არ უნაზღაურებს.

გაცდენების მხრივ ინგლისური ენის ლექციები გამოარჩია მარიამ თვარაძემ, რომელიც გასულ სემესტრში ხშირად არ უტარდებოდათ. მისი თქმით, სტუდენტებისთვის გაცდენის მიზეზი უცნობია.

ადმინისტრაციში განგვიმარტეს, რომ უცხო ენების კათედრა ამ მხრივ რთულია და გაცდენების შემთხვევები არის, თუმცა, მუშაობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს ლექტორი ატარებს თუ არა ლექციას. გაცდენის ფაქტები კი სემესტრის ბოლოს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ქეთი ქოქრაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა ლექტორი, ვისაც უცდება ლექცია, მოხსენებას წერს: „ლექტორი, რომელიც შედის ლექციაზე, ელექტრონულად რეგისტრირდება, ასეთი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, ლექტორი წერს მოხსენებას რექტორის მოადგილის (სასწავლო დარგში) სახელზე. ორი ასეთი მოსხენების შემდეგ ლექტორს საყვედური გამოუცხადდება. გარდა ამისა, ზოგადად, კონკურსები როდესაც ტარდება, კომისია ითვალისწინებს ლექტორის მიერ ჩატარებული ლექციების სიხშირეს. თუ ის პერმანენტულად გააცდენს ლექციას, ბრძანებით ის აუცილებლად განთავისუფლდება. თუმცა, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“.

როგორც ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, სტუდენტებს ლექციების გაცდენის პრეტენზიით მათთვის არასოდეს მიუმართავთ.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary