„შშმ პირებისთვის გაკეთდა რაღაცეები, თუმცა, პირადად არ დავინტერესებულვარ, მორგებულია თუ არა სტანდარტებზე“.
„სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ შაბათს დავდივარ და არ მიწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებთან ურთიერთობა, თუმცა, პირობები ძალიან კარგია მათთვის. ჩვენმა რექტორმა ყველაფერი გააკეთა და გაითვალისწინა მათ სწავლაში რომ შეუწყოს ხელი. პირადად მე უსინათლო გოგო მყავს ჯგუფში, რომელიც სტიპენდიატია“.
ასეთია სეუ-ს სტუდენტების კომენტარებია.
თინანო სეუ-ში 2009 წლიდან 2013 წლამდე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ეტლით გადაადგილდება. როგორც თავად ამბობს, სწავლის პროცესში უნივერსიტეტიდან დიდ ყურადღებას გძნობდა: “ჩემი სწავლის პერიოდში მქონდა დიდი ხელშეწყობა რექტორისა და პროფესორ-მასწავლებლებისაგან, ყოველთვის მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ სწავლის პროცესში ნებისმიერ საკითხში იმისათვის, რომ პრობლემები არ შემქმნოდა“. სეუ-ში თინანოსთან ერთად კიდევ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა სწავლობდა, როგორც თინანო ამბობს, მასაც ჰქონდა ხელშეწყობა უნივერსიტეტისგან.
დავინტერესდით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ზემოაღნიშნულ საკითხზე უკეთ გავცნობოდით ინფრასტრუქტურას და გავსაუბრებოდით ადმინისტრაციას, თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
არასამთავრობო ორგანიზაციას „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ საქართველოს უნივერსიტეტებში შშმ სტუდენტების პრობლემებზე საუბრობს. პარტნიორებსა და თანამოაზრეებთან ერთად დაარსების დღიდან ჩართულია ყველა პროცესში, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნაბიჯ–ნაბიჯ, გეგმაზომიერად უზრუნველყოს შშმ ადამიანების სრულფასოვანი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ორგანიზაცია თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გეგმავს ინკლუზიური განათლების სახელმწიფო სტანდარტის პროექტის შემუშავებას. ასევე მუშაობს ხელმისაწვდომობის სტანდარტებზე, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა ყველა თემის საჭიროება. გარდა ამისა, საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები აქვს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან და მუშაობენ განათლებისა და დასაქმებისადმი, როგორც ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებისადმი კომპლექსურ მიდგომაზე დაბრკოლებების თანდათანობით აღმოსაფხვრელად.
როგორც პროექტის მენეჯერმა ნინო ბაიდაურმა განგვიმარტა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა არ იწყება უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამ ადამიანებისთვის საშუალო და პროფესიული განათლების მიღებაც რთულდება გარემოს ხელმიუწვდომლობის, პედაგოგების მოუმზადებლობის გამო: “დაწესებულება, რომელიც სრულიად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა თემის საჭიროებებს და უზრუნველყოფს შესაბამის გარემოს (აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ გარემოს, ვგულისხმობ მომსახურებას, დამოკიდებულებასაც) საერთოდ არ გვაქვს ქვეყანაში, ვფიქრობ, და არც უმაღლესი სასწავლებლებია გამონაკლისი“.
როგორც ნინო ამბობს, ძალიან ხშირად ვუშვებთ შეცდომას, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეტლით მოსარგებლეებთან ვაიგივებთ მხოლოდ: „ერთი მხრივ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ეტლით მოსარგებლეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, იმიტომ, რომ ყველა პრობლემა ჯერჯერობით მათთვისაც რჩება პრობლემად, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა შშმ ადამიანები, კიდევ უფრო მეტად მივიწყებულნი არიან. მაგალითად, გარემოს ხელმისაწვდომობა არ არის მხოლოდ პანდუსი შენობის შესასვლელში (ისიც ხშირ შემთხვევაში სტანდარტების დარღვევით აგებული და გამოუსადეგარი), როგორც მეტწილად ჰგონიათ ხოლმე. უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, სმენის არმქონე ადამიანები და ა.შ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან და გარემოს ხელმისაწვდომობა ისეთივე აუცილებლობაა მათთვის, როგორც ეტლით მოსარგებლეებისთვის და საზოგადოების სხვა ნებისმიერი წევრისთვის. ასე რომ, არა! გულახდილები თუ ვიქნებით, დღეისათვის ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ ქმნის სრულიად შესაბამის გარემოს შშმ პირებისთვის“.
ხშირია შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სასწავლებლები საუბრობენ იმაზე, რომ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მისაღებად მზად არიან, რადგან მათი გადაადგილებისთვის შესაბამისი გარემო აქვთ, ამასთან დაკავშირებთ ნინო ბაიდაური რამდენიმე კითხვას სვამს: „უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანები მხოლოდ გადაადგილდებიან? ანუ შედიან და გამოდიან, ან აუდიტორიიდან აუდიტორიაში დასეირნობენ? რეალური იქნებოდა, თუ იტყოდნენ, რომ ნაწილობრივ მზად არიან, მიიღონ, ან მზად არიან მიიღონ კონკრეტული საჭიროების მქონე შშმ პირები. თუმცა, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში გარემოს ხელმისაწვდომობის სრულყოფილი სახელმწიფო სტანდარტი, ინკლუზიური განათლებაც ეს ესაა ფეხს იდგამს, ან სულაც ჩანასახოვან მდგომარეობას დიდად არ გასცდენია, ესეც გადასამოწმებელი იქნება და არც თუ მცირე ალბათობით, იმედის გამაცრუებელიც. მე არ მეგულება არცერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც თუ შეუბრუნებთ კითხვას, მიიღებს თუ არა სმენადაქვეითებულ სტუდენტებს, რომლებიც ჟესტურ ენაზე საუბრობენ, იმავე შემართებით გიპასუხებთ, რომ მზად არიან ამისთვის“.