ნინო ღვედაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობას ეუფლება. ის უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია და არც ის არის გასაკვირი, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგძელების სურვილი გაუჩნდა.
ნინო იტალიურ ენას ფლობს და გადაწყვიტა, თსუ-ს თვითმმართველობისთვის მიემართა თხოვნით, საზღვარგარეთ მისი სწავლის ხარჯები უნივერსიტეტს დაეფარა - "მინდოდა ერთი სემესტრით სწავლის გაგრძელება, თუმცა, ვერ მოვახერხე წასვლა. იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა თვითმმართველობიდან გზის ფულის დაფინანსება. სანამ გასაუბრებაზე გავიდოდი, მანამდე მივედი, რადგან სიტყვიერი თანხმობა მინდოდა იმისა, რომ ისინი გზის ფულს დამიფარავდნენ. მათ მითხრეს, რომ უახლოეს მომავალში ვერ დამაფინანსებდნენ, რადგან სასწავლო წელი მთავრდებოდა". მის გეგმებში სწავლის გაგრძელება კვლავაც შედის, თუმცა, ახლა საკუთარი ფინანსებით შეეცდება.
ნინოსგან განსხვავებით თსუ-ს თვითმმართველობის უკვე ყოფილი პრეზიდენტი დაჩი გუბაძე 2013 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბრემენში აგრძელებს სწავლას და მისი სწავლის ხარჯები ნაწილობრივ დაფარა უნივერსიტეტმა. "მე ამ ეტაპზე ბრემენში ვსწავლობ თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამის შემდეგ, სექტემბრიდან ერასმუს მუნდუსის ფარგლებში ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურის ორწლიან პროგრამაზე, ასევე გერმანიაში". ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ნამდვილად გამოიყოფოდა თანხები სტუდენტთა სწავლის დასაფინანსებლად. "ჩემი პრეზიდენტობის დროს, ანუ 2010-2012 წლების განმავლობაში, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფოდა თანხა სტუდენტური ღონისძიებებისთვის, რომლის გარკვეულ ნაწილსაც განკარგავდა სტუდენტური თვითმმართველობა. ამ თანხაში შედიოდა თანხა სტუდენტთა მივლინებების დასაფინანსებლად. სტუდენტურ თვითმმართველობას ჰქონდა სპეციალური აპლიკაციის ფორმა, რომელიც სტუდენტს უნდა შეევსო, ასევე თან უნდა დაერთო პროფესორის რეკომენდაცია, CV და ე.წ. GPA-ის ქულა. განაცხადის შემოსვლის შემდეგ სტუდენტურ თვითმმართველობაში ხდებოდა მისი განხილვა და მიზნობრიობისა და ღონისძიების ხარისხის, ასევე სტუდენტის მიერ შევსებული აპლიკაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სტუდენტის დაფინანსება".
თვითმმართველობა წელიწადში 90-დან 130 სტუდენტამდე დაფინანსებას ახერხებდა. დაჩი გუბაზის თქმით, "დაფინანსება ხშირად ხდებოდა სრულად, მაგრამ არაერთი სტუდენტი დაფინანსებულა ნაწილობრივაც. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღონისძიების მნიშვნელობისა და სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, ეს თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედიოდა და სტუდენტებს ის თავად უნდა მოეძებნათ. ჩვენ პროგრამებს არ ვთავაზობდით და ვერც შევთავაზებდით. მეც თავად მოვიძიე თსუ-სა და ბრემენს შორის არსებული ხელშეკრულება".
რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, თსუ-ს თვითმმართველობის ამჟამინდელი პრეზიდენტის სოფო ჩიტაძის თქმით, სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებში თვითმართველობა აღარ ერევა. "აღნიშნული საკითხი ადრე ფაკულტეტთან ერთად თვითმმართველობის კომპეტენციაც იყო, ახლა მხოლოდ ფაკულტეტები არიან პასუხისმგებელნი. პროგრამებს სრულად თსუ-ს ადმინისტრაცია და ფაკულტეტები აფინანსებენ და ის თვითმმართველობას აღარ ეხება".