2010 წელს ახლა უკვე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავდა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია და როგორც ყველა მსგავს უნივერსიტეტში, სწავლების საფასური აქაც მაღალია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რათა ნიჭიერი ბავშვები არ დაიჩაგრონ და მათ სწავლის შესაძლებლობა შეუფერხებლად ჰქონდეთ. იმ დროს დაფინანსების მხოლოდ ერთი სისტემა „ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ“, იგივე გარდამავალი დაფინანსება მოქმედებდა. მისი დახმარებით, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში არ იხდის სწავლის საფასურს, ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 4 წლის განმავლობაში დააფინანსებს სხვა ახლადმიღებულ სტუდენტს.
ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის დაფინანსების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს: ისარგებლონ თანადაფინანსების საგრანტო სისტემით; მოიპოვონ სასწავლო გრანტი; ისარგებლონ ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით; გამოიყენონ სტუდენტური სესხი; გადაიხადონ სტანდარტულად - დაფარონ საფასური სემესტრულად.
როგორც უნივერსიტეტის პრორექტორმა მარინა ქარჩავამ განმარტა, თუ სტუდენტს აქვს სწავლის სურვილი, ის დაფინანსების რომელიმე კრიტურიუმს მაინც მოერგება და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლასაც შეძლებს: „ადრე მხოლოდ ერთი, გარდამავალი დაფინანსება გვქონდა. მსგავსი დაფინანსება თავისუფალმა უნივერსიტეტმა დანერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება, გადაიხადოთ სწავლის თანხა, შეგიძლიათ, 4 წლის განმავლობაში არ გადაიხადოთ და დამთავრების შემდეგ დაფაროთ. თუმცა, გადასახადის დაფარვის ვალდებულება უნივერსიტეტის წინაშე კი არა, არამედ ახალმიღებული სტუდენტის მიმართ გაქვს, მისი სწავლაც უნდა იყოს ვიღაცის მიერ დაფინანსებული, ისევე, როგორც შენი სწავლა დააფინანსეს 4 წლის გამავლობაში. სწავლის დამთავრების შემდეგ, გადასახადის დაფარვას იწყებ შენივე ხელფასიდან და ხშირად ეს მეოთხე კურსიდანვე ხდება იმიტომ, რომ ბევრი მეოთხე კურსზევე მუშაობს“.
როგორც პრორექტორმა აღნიშნა, არსებობს კიდევ სტუდენტური სესხი, რომელსაც ბანკები უკეთებენ სტუდენტებს. ამისთვის სტუდენტს სჭირდება მხოლოდ იმის დადასტურება, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს.
„ასევე გვაქვს გრანტების სისტემა, თუ მიღებულ აბიტურიენტთა შორის ხდები სიაში, ხარ მოწინავე, გრანტი გეძლევა 1 ან 2 წლით. ასევე თუ ხარ კომპიუტერულ მეცნიერებებზე მოხვედრილი სტუდენტი, კიდევ არსებობს ახალგაზრდა მეცნიერებებისა და ფიზიკოსების განვითარების ფონდი, რომელშიც ხდება თანხის აკუმულირება. ამ ფონდიდან გამოიყოფა დამატებითი გრანტი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ფიზიკის ფაკულტეტზე მიგვიღია სტუდენტი, რომელმაც უნდა ისწავლოს 4 წელი და დაფინანსებული აქვს 5 იმიტომ, რომ მონაწილეობდა ოლიმპიადებში, თან სიაში პირველია და სხვადასხვა გრანტის მოპოვებით ჯამში დაუგროვდა 5 წლის დაფინანსება. ის არც არფერს გადაიხდის“.
უნივერსიტეტმა შარშან შემოიღო და წელსაც აქვს (მცირედი ცვლილებებით) კიდევ ერთი ახალი დაფინანსების ფორმა: “როცა უკვე ჩააბარებ, გაქვს საშუალება, არჩევანი გააკეთო, თუ მზად ხარ დღეიდან გადაიხადო და იწყებ სწავლის დაფინანსებას, ცოდნის ფონდიდან შეგიძლია აიღო, გინდათ, დაარქვით გრანტი, ან ფასდაკლება (შარშან იყო 3000 ლარი, წელს - 2900 ლარი), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 6950 ლარია გადასახადი, ამას გამოაკლდება (რომ დავამრგვალოთ) 3000 ლარი და გადაიხდი 3950 ლარს. თუ სახელმწიფო გრანტი გაქვს, ამას მინუს სახელმწიფო გრანტი და, საბოლოო ჯამში, იმაზე გაცილებით ნაკლებს იხდი, ვიდრე სახელმწიფო სასწავლებელში. თუ არ გაქვს საშუალება თუნდაც ეს მცირედი დააფინანსო, რომელიც რჩება, შესაძლებელია გარდამავალი დაფინანსების მიღება, თუმცა, ვამოწმებთ, ის უნდა იყოს შეზღუდული ფინანსების მქონე ოჯახიდან. ყველას მასიურად არ ეძლევა, გვჭირდება გარანტიები, რომ სტუდენტს ნამდვილად სჭირდება ეს დაფინანსება. გარდა ამისა, თუ არ ხარ თბილისელი, ეს კიდევ სპეციალური კრიტერიუმებით მოწმდება და იღებ გრანტს თბილისში ცხოვრებისთვის“ - გვითხრა მარინა ქარჩავამ.
მიუხედავად სწავლის დაფინანსების რამდენიმე ვარიანტისა, მაინც არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ არ გაქვს ფული, თავისუფალ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. პროექტორი ამ სტერეოტიპის არსებობაში გვეთანხმება: “დიახ, მაინც არსებობს ასეთი სტერეოტიპი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავდივართ სკოლებში და ვუხსნით ყველაფერს თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ, მათ შორის დაფინანსების წესებს. ხომ იცით, სანამ ყველა თავის თავზე არ გამოცდის, სიტყვების არავის სჯერა“.
ირაკლი აბროლაძემ თავისუფალი უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა და როგორც გვითხრა, მის დროს მხოლოდ გარდამავალაი დაფინანსება იყო, რასაც დადებითად აფასებს: “იყო დრო, როდესაც “ESM”-ში სწავლა მხოლოდ ჭკვიანსა და შეძლებულს შეეძლო, კახა ბენდუქიძემ კი მოახერხა ის, რომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი განსაზღვრავს დღეს თავისუფალში სწავლას, ეს არის ჭკუა (ან გონება, ან განათლება, რაც გნებავთ, ის დაარქვით) ამ ყველაფერმა უნივერსიტეტსაც მოუტანა სიკეთე, რადგან მთელი საქართველოდან საუკეთესო ბავშვების 80% თავისუფალში აბარებს“.
თაკო ხახუბია სტუდენტია, თუმცა, თავისუფალი უნივერსიტეტის არა. როდესაც აბარებდა, ეს უნივერსიტეტი ჩამონათვალში არც მიუთითებია, ამის უმთავრესი მიზეზი სწავლის გადასახადი იყო: “ახლა რომ ვაბარებდე, ერთ-ერთ უნივერსიტეტად ჩავწერდი. ზოგადად, კი, არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ ფული არ გაქვს, თავისუფალ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი, რასაც ახლა უკვე სტერეოტიპად აღვიქვამ, თუმცა, ეს იმითაა განპირობებული, რომ სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, მაინც მაღალი გადასახადია. თუმცა, იმის გამო, რომ იქ არ მისწავლია, სწავლის ხარისხს ვერ შევაფასებ, იქნებ ისიც სტერეოტიპია, რომ რადგან მაღალი გადასახადია, სწავლის ხარისხიც მაღალია?!“