თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი რეზი თოფურია მიიჩნევს, რომ სასწავლო ბაზების ქონა აუცილებელია: “ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ უმაღლეს სასწავლებელს უნდა ჰქონდეს მსგავსი სისტემა და ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვისაც არაერთხელ მითქვამს ეს. ქულების გაგების პროცესი არ იწელება, რადგან საგამოცდო ცენტრის წესდების თანახმად, ყველა ქულა მაქსიმუმ 10 დღეში კორპორატიულ ელექტრონულ მისამართზე გვეგზავნება. პრობლემაა ლექტორებთან, რომლებიც ვერ ასწრებენ გასწორებას, ამ დროს ქულების გაგებას 10 დღეზე მეტი სჭირდება ხოლმე. თუმცა, ეგ არ მგონია, ქულების ბაზამ გამოასწოროს. ლექტორი თუ ვერ მოასწრებს გასწორებას, ქულა მაინც ვერ აისახება. ერთადერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოწვეული მაგ ბაზის უქონლობით არის ის, რომ დროულად ვერ ვიგებთ GPA-ს, გვიწევს მიწერა ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და პასუხს ვიღებთ რამდენიმე დღეში. ამ პრობლემას კი ქულების ბაზა ნამდვილად გამოასწორებდა“.
დიახ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავისუფალ უნივერსიტეტს ქულების ბაზა არ აქვს, თუმცა, ამას თავისი მიზეზებით ხსნის უნივერსიტიტის პრორექტორი. მისი თქმით, ბაზა, რომელიც მთელს საქართველოშია, თავისუფალ უნივერსიტეტშიც არის, სადაც ყველა სტუდენტია აღრიცხული, ყველა იმ ინფორმაციით, რაც საჭიროა: “თუმცა, თუ თქვენ გულისხმობთ ბაზას ქულების თვალსაზრისით, ეს მხოლოდ ექსელის დონეზეა ჩვენთან. ჯერ-ჯერობით, ახლა ვმუშაობთ ბაზის შექმნაზე, უკვე 1 წელია. თუ რატომ არ გვაქვს აქამდე ბაზები, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს სასწავლო პროცესს არ ერგება არცერთი არსებული სისტემა, რომელიც ბაზარზეა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვძებნეთ კომპანია, რომელსაც აქვს ბაზების შექმნის კომპეტენცია და ახლა ჩვენთვის ქმნის ამ სისტემას. ჩვენ გვინდა ისეთი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ კი არ მოვერგებით, არამედ ჩვენს სასწავლო პროცესს მოერგება“.
როგორც მარინა ქარჩავა ამბობს, ბაზებთან მიმართებით დიდი სიფრთხილეა საჭირო იმიტომ, რომ არ მოხდეს ნიშნების არასწორედ დაწერა, ნიშნების გადაკეთება და აშ.: „ჩვენთვის ხარისხის მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამჟამად არსებული სისტემით ძალიან კარგად ვახერხებთ სასწავლო პროცესის გაკონტროლებას“.
რაც შეეხება იმას, თუ როდის შეძლებენ სტუდენტები ბაზებით სრულფასოვნად სარგებლობას, საკუთარი შეფასების ფურცლის ნახვას, თუ საგნების არჩევას, როგორც პრორექტორი ამბობს, მისი შექმნა საკმაოდ რთული პროცესია: „ჩემი ვარაუდით, სტუდენტები ბაზებით სარგებლობას სექტემბრიდანაც ვერ შეძლებენ. ეს ძალიან დიდ ძალისხმევასა და შრომას უკავშირდება. ჩვენ ამაში ვდებთ ყველაფერს, არა მხოლოდ ქულების ბაზას, არამედ მთლიანი სასწავლო პროსეცის მართვას, რაც საკმაოდ ვრცელი პროცესია. მხოლოდ ნიშნების დაწერა არაფერია, აქ უნდა მოხდეს საგნების განთავსება, დაკომპლექტება, ნიშნის ფურცლის განთავსება და ა.შ. ნიშნის დაწერა ყველაზე მარტივი პროცესია ბაზის აწყობაში. ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი კომპონენტია. თუ, მაინცდამაინც, ქულების ნახვაზეა ორიენტირი, მისი ნახვა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ამისთვის საჭიროა სტუდენტი მივიდეს რეგისტრატურაში, მოითხოვის საკუთარი შეფასებები, იქ ამოუბეჭდავენ და ის შეძლებს ნიშნების ნახვას“.