FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა
14 ივნისი, 2014
FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
FLEX (Future leaders exchange program) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომლის მიზანია ამერიკასა და პროგრამაში მონაწილე ქვეყანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება. მისი ორგანიზატორია საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
FLEX სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს მიერ.
პროგრამა განკუთვნილია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთათვის, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და გულისხმობს ერთი აკადემიური სასწავლო წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებას.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც. დაახლოებით 10—15 ასეთი მოსწავლე მიემგზავრება აშშ-ში ყოველწლიურად.

პროგრამის კოორდინატორის ქრისტინე მილორავას თქმით, FLEX წელიწადში ერთხელ იმართება და სამჯერად შესარჩევ ეტაპს მოიცავს - პირველ ეტაპზე მოსწავლეებს უტარდებათ ხანმოკლე ტესტირება ინგლისურ ენაში, შემდეგ საფეხურზე გადამსვლელებმა კი უნდა დაწერონ თემები ინგლისურად. ბოლო რაუნდი მრავალმხრივია და მოიცავს ინგლისურის შედარებით ხანგრძლივ ტესტს, გასაუბრებას, თემებსა და სხვადასხვა ჯგუფურ დავალებას.

მისივე თქმით, ამ საფეხურების გავლის შემდეგ, გამარჯვებულთა მონაცემები იგზავნება ვაშინგტონში, სადაც დამოუკიდებელი კომისია არჩევს გამგზავრების კანდიდატებს.

ჩვენ ვესაუბრეთ FLEX პროგრამის გამარჯვებულს ნიკა გაჩეჩილაძეს, რომელმაც ზემოაღნიშნული რაუნდები გაიარა: ,,ამ ეტაპზე საბუთებს ვაგროვებ და ველოდები მასპინძელი ოჯახის შერჩევას. ასევე, დარჩენილია ვიზის პროცედურები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ამერიკაში წასასვლელად’’.

პროგრამის მეშვეობით 45 სტუდენტი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი რაოდენობა წინასწარ განისაზღვრება.

ქრისტინე მილორავას თქმით, რისკები მინიმალურია, თუმცა, გამგზავრებას ხელი შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა შეუშალოს: ჯანმრთელობის მდომარეობამ, შემთხვევამ, თუკი ოჯახი ვერ მოიძებნა კონკრეტული მოსწავლისათვის და ვიზასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა: ,,როდესაც ოჯახს აქვს შევსებული საემიგრაციო მოთხოვნა, საკონსულო ხშირად უარს ამბობს ვიზის გაცემაზე, ამ რისკების შესახებ მონაწილეებს წინასწარ ვაფრთხილებთ, თუმცა, მსგავსი შემთხვევები იშვიათია’’.
,,პროგრამის მონაწილე ამერიკაში წასვლას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა საბუთს მოცემულ ვადებში მოაგროვებს, არ შეექმნება პრობლემა ვიზის აღებაზე და დააკმაყოფილებს ამერიკის დაზღვევის პოლისის მოთხოვნებს’’- აღნიშნავს ნიკა გაჩეჩილაძე.

ორგანიზატორები ხაზს უსვამენ პროგრამის უარყოფით მხარეებსაც, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა პროგრამის მონაწილეებმა სასკოლო/ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩამოუსწრონ, დაბრუნების შემდეგ მოუწიოთ ჯარში სამსახური ან არ ჩაეთვალოთ ის სასწავლო წელი, რომელიც ამერიკაში გაატარეს.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary