სამი გამოცდა ერთ დღეს და გაცდენილი ლექციები
14 ივნისი, 2014
სამი გამოცდა ერთ დღეს და გაცდენილი ლექციები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,შუალედური გამოცდების დროს ლექციები არ წყდება, რის გამოც გამოცდისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება. ამას ისიც ემატება, რომ ერთ დღეს ხშირად 2 ან 3 კოლოკვიუმი გაქვს. ასეთ დროს მაღალი ქულის მიღება ძალიან რთულია, ღამეების გათენება გვიწევს’’. ნინო ჩუბინიძის მსგავსად, აღნიშნული პრობლემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის მიმართულების სხვა სტუდენტებსაც აწუხებთ.

შუალედური გამოცდებისათვის გამოყოფილი კვირის დღეები არასწორად ნაწილდება და სტუდენტების დიდი ნაწილი ამის გამო ლექციებზე სიარულს ვერ ახერხებს. მეორე კურსის სტუდენტი ანა მებურიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ლექტორი გულისხმიერი არაა, ასეთ შემთხვევებში მათ დასწრებისა და აქტიურობის ქულა აკლებათ: ,,ამაზე ადმინისტრაცია გეტყვის, რომ ის პასუხისმგებელი არ არის მსგავს შემთხვევებზე’’.

სტუდენტების თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ამ სემესტრში გახდა.

,,ქულას რომ თავი დავანებოთ, რასაც იმ დღეს ლექციაზე ისაუბრებენ, ის ხომ გვაკლდება. ასეთი შემთხვევა იშვიათი რომ იყოს, კიდევ არაუშავს, როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ძალიან ცუდია’’ - ამბობს ანა ლომთაძე.

გარდა იმისა, რომ სტუდენტები ლექციებზე სიარულს ვერ ახერხებენ, ისიც აწუხებთ, რომ ერთ დღეს რამდენიმე გამოცდა აქვთ. ,,სამი გამოცდა ერთ დღეს ნამდვილად დამღლელია, უბრალოდ აღარ იცი, რაზე გაამახვილო ყურადღება, ამას ისიც ემატება, რომ ლექციისთვის განკუთვნილი დავალებები და პრეზენტაციებიც მოსამზადებელი გაქვს. ხვალ, მაგალითად, 2 გამოცდა მაქვს და კიდევ პრეზენტაცია’’ - ამბობს ხატია გოგრიჭიანი.

სტუდენტების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მსგავსი სიტუაცია, ძირითადად, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზეა. ამ საკითხზე აღნიშნული მიმართულების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა ზაქარაიამ გვითხრა, რომ გამოცდების თარიღებს ლექტორები ადგენენ სტუდენტებთან შეთანხმებით, ადმინისტრაცია კი იმაზეა ორიენტირებული, რომ გამოცდები ერთმანეთს საათობრივად არ დაემთხვას. ამიტომ, სტუდენტებმა ლექტორებს უნდა მიმართონ გამოცდის თარიღის შეცვლის თხოვნით.

სტუდენტ ანა ასანიძის თქმით, ლექტორების ნაწილი არ ითვალისწინებს მათ თხოვნას გამოცდის გადატანის შესახებ, ზოგიერთი მათგანი კი იმაზე თანხმდება, რომ შუალედურის დასაწერად 2 დღე გამოყოს.

,,ვცდილობ ხოლმე, თავიდან ავირიდო ეს დამთხვევა და სტუდენტებთან შეთანხმებით დავნიშნო შუალედური გამოცდა. თუმცა, შეუძლებელია, ვიღაცას მაინც არ დაემთხვას რომელიმე საგანში. მე, ძირითადად, შუალედური პრეზენტაციის ფორმით მაქვს და ვითხოვ, შუალედურის ბოლო ვადისთვის ატვირთონ და პრეზენტაცია გააკეთონ მომდევნო კვირაში, როცა არ ემთხვევათ გამოცდა’’ - ამბობს თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი დალი ოსეფაშვილი.

ლექტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ სტუდენტები ხშირად მიმართავენ თხოვნით, „არა“ არ დაუწერონ , რადგან ლექციის ან სემინარის დროს გამოცდა აქვთ.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary