დღესდღეობით, ინტერნეტში ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მსურველმა სრულიად უფასოდ გაიღრმავოს ცოდნა ან ახალი რამ ისწავლოს. MOOC (Massive Open Online Course) მასობრივი ღია ონლაინ კურსები, სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა.
არსებობს სპეციალური ორგანიზაციები, რომელთა ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, სხვადასხვა დისციპლინის უამრავ სალექციო კურსზე გაქვს წვდომა. ეს წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული პროფესორების ვირტუალური კლასებია, 24/7-ის რეჟიმში მომუშავე, რომლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
თითოეული ორგანიზაცია სხვადასხვა სპეციფიკისაა, ამიტომ ქვემოთ ორ ყველაზე პოპულარულ მასობრივი ონლაინ კურსების მომწოდებლებზე ვისაუბრებთ.
EdX www.edx.org ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს მასობრივ ონლაინ კურსებს სთავაზობს. Edx მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს დაარსდა და ბოლო მონაცემებით მის 300-ზე მეტ კურსს 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Edx-ის კურსები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორების ვიდეო ლექციებისაგან შედგება, რომლებიც კვირეების მიხედვით არის გაწერილი. მათ თავიანთი სილაბუსი, დავალებები და დამხმარე მასალა მოჰყვება. დისკუსიის ფორუმის საშუალებით სტუდენტები პროფესორებს და ერთმანეთს ეკონტაქტებიან. სალექციო კურსები მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მათზე წვდომისთვის მსურველმა ვებგვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს. კურსები ინგლისური ენის გარდა, ჩინურად, ფრანგულად და ესპანურადაც არის შესაძლებელი.
Edx-ის კურსების მოსმენა სრულიად უფასოა, მაგრამ თუ კურსის დამთავრების შემდეგ, ამის დამადასტურებელი დამოწმებული სერტიფიკატი გსურთ, მაშინ მასში თანხის გადახდა მოგიწევთ.
Coursera www.coursera.org 2012 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დაარსეს. ბოლო მონაცემებით, „კურსერას“ 839 კურსს 114 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„კურსერას“ კურსები Edx-ის მსგავსად მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების წარმატებული ლექტორების ვიდეო ლექციებისგან შედგება, რომელთა ხანგრძლოვობა 4-6 კვირამდე მერყეობს. თითოეულ კურსს თავისი სილაბუსი, დავალებები, დამხმარე მასალა და სადისკუსიო ფორუმი აქვს. ისინი არამხოლოდ ინგლისურ, არამედ ჩინურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებზეა ხელმისაწვდომი.
ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ნებისმიერი კურს(ებ)ის არჩევა, ამისთვის ფართო ასორტიმენტიდან სასურველი უნდა ამოარჩიოს და ვებგვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.
„კურსერა“ მსურველებს ასევე სპეციალობის სასერტიფიკატო კურსებსაც სთავაზობს, რომლებიც ფასიანია.
იციან თუ არა საქართველოში MOOC-ების (მასობრივი ღია ონლაინ კურსების შესახებ) ამ კითხვით, რამდენიმე სტუდენტს მივმართეთ.
ელენე ფსიქოლოგიის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, რომელიც მასობრივი ონლაინ კურსების აქტიური მომხმარებელია: „„კურსერას“ შესახებ ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავიკითხე, არ დავაყოვნე და მის ვებგვერდზე შევედი. თავიდან არ მჯეროდა რომ პრისტონის, იელის, სტენფორდის და მსგავსი უნივერსიტეტების კურსების მოსმენა სრულიად უფასოდ შემეძლო, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი რომ ეს რეალობა იყო. ჯერჯერობით მხოლოდ 3 კურსის გავლა მოვასწარი და კიდევ ვგეგმავ რომელიმე ახლის არჩევას“.
რატი 24 წლისაა და მან Edx-ის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. „მასობრივი ონლაინ კურსები მშვენიერი შესაძლებლობაა რაიმე ახალის შესასწავლად. მათ შესახებ, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის. ეს კურსები ქართულ ენაზე არ არის, უცხო ენის ცოდნა, განსაკუთრებით ინგლისურის, აუცილებელია. იმედი მაქვს, მალე საქართველოშიც გააკეთებენ რაიმე მსგავსს“-ამბობს რატი.
საქართველოში „კურსერასა“ და Edx-ის მსგავსი სტრუქტურის ორგანიზაციები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტი- www.e-learning.ge, რომელიც მსურველებს ონლაინ კურსების გავლის შესაძლებლობას აძლევს.
e-learning.ge მსურველებს მხოლოდ 4 კურსს სთავაზობს: სოციალურ კვლევის მეთოდებს, საჯარო პოლიტიკის ანალიზს, ადვოკატირებასა და ლობირებას და საჯარო ფინანსებს. პროგრამებში მონაწილეობა უფასოა.
პროგრამის მონაწილენი 2 კატეგორიად იყოფიან, თავისუფალ მსმენელებად და დარეგისტრირებულ მსმენელებად. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დარეგისტრირებული მსმენელი ყოველი ლექციის ბოლოს დავალებას იღებს, რომელსაც ლექტორი ამოწმებს და კურსის გავლის შემდეგ სერტიფიკატსაც იღებს.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სწავლების პირველ ციკლზე რეგისტრაციის სურვილი 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, რომელთაგანაც მხოლოდ 40 შეირჩა. ონლაინ სწავლების მე-2 ციკლის გამოცხადებას ისინი გაზაფხულზეც გეგმავენ.