შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წლევანდელ საბაკალავრო გამოცდებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ: 1. უცხო ენის ტესტს დაემატა რვაქულიანი მოსასმენი ნაწილი; 2. ზოგადი უნარების ტესტის ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას დაემატა მეხუთე, "ე" , სავარაუდო პასუხი; 3. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ.
„მოსასმენი დავალება, ჩემი აზრით, აუცილებელია. ამ მხრივ ჩვენი გამოცდა სამართლიანი იყო, თანაც ახალი დავალების ხარჯზე დანარჩენები, შედარებით, გამარტივებული ჩანდა. ზოგად უნარებს რაც შეეხება, კიდევ კარგი, ტექსტებს არ ჰქონდა ხუთი პასუხი. ეს საქმეს ართულებს. დრო გეხარჯება. ყველა პასუხი უნდა სინჯო, რაიმე რომ არ გამოგრჩეს. საათ-ნახევარი ისედაც არაა ფუფუნება“ - ამბობს ანა ჩხარჩხალია.
საგამოცდო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად განათლების ექსპერტები კვლავ საუბრობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ხარვეზებზე. ლიკა ღლონტი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, აბიტურიენტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასრულების შემდეგ აბარებდნენ გამოცდას, რომლის შედეგებსაც შემდეგ უნივერსიტეტები მიღების პროცესში გამოიყენებენ. ექსპერტის თქმით, ასეთი სისტემა: „1. დაზოგავს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსწავლეების ოჯახების თანხებს - აღარ იქნება საჭირო ორ-ორი გამოცდისათვის მზადება და მათი ფართომასშტაბიანად ჩატარება; 2.უზრუნველყოფს სწავლის უწყვეტობას - სკოლის დასრულება პირდაპირი წინაპირობაა უმაღლესი განათლების მიღებისათვის და დამატებით შეფასებას აღარ საჭიროებს; 3.უნივერსიტეტებს უტოვებს შერჩევის უფლებას. მაგ., მედიცინის ფაკულტეტზე შეიძლება საერთოდ არ დაუშვან ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც სასკოლო გამოცდაში, ბიოლოგიაშჲ 51%-ზენაკლები აქვს მიღებული და ა.შ.“
2013 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის სისტემაშიც შევიდა ცვლილებები. ტესტი დაიყო ხუთ - A, B, C, D და E - კატეგორიად. თითეული ნაწილი ერთმანეთისაგან სირთულით განსხვავდება და ტესტის თითო ტიპი კონკრეტული ფაკულტეტების შესაბამისია. ლიკა ღლონტი ამ ცვლილებას სისტემის ხარვეზად მიიჩნევს: „მაგისტრატურის დონეზე სასტიკად არ მომწონს ამჟამად არსებული განსხვავებული (A, B, C, D, E) ტესტების სისტემა - ირღვევა შერჩევის პრინციპი და გაუგებარია, რას ვზომავთ. ამავე დროს, პრობლემა ექმნება ინტერდისციპლინურ პროგრამებს. უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ, სამაგისტრო პროგრამის პროფილის მიხედვით დამატებითი საგნობრივი გამოცდა იქნება საჭირო, გასაუბრება, თუ ყველაფერი ერთად“.
გამოცდების ქართული სისტემის განხილვისას ექსპერტები დადებით მხარეებსა და ხარვეზებს გამოყოფენ. ექსპერტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია „თავისუფალ ასოციაციასთან“ საუბრისას საგამოცდო სისტემის დადებით მხარეებად შემდეგ ფაქტორებს ასახელებს: 1. არ იძლევა კორუფციის - ახლობლობით, ფულით ან სხვა მექანიზმით ჩაბარების საშუალებას; 2. იძლევა სხვადასხვა უნივერსიტეტის კონკურსებში ერთდროულად მონაწილეობის საშუალებას.
მსოფლიო საგამოცდო სისტემების მოდელები აღწერილია 2008 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში „უმაღლეს სასწავლებლებში მიღება მსოფლიო მასშტაბით“. ნაშრომის მიხედვით, მხოლოდ ერთი ტიპის საუნივერსიტეტო გამოცდებით უნივერსიტეტებში სტუდენტებს საქართველოსა და ჩინეთში იღებენ.
„სისტემა უნდა აძლევდეს საშუალებას უნივერსიტეტებს, თავად აირჩიონ მომავალი სტუდენტები. ამის გარეშე უნივერსიტეტი ვერ იქნება დამოუკიდებელი და ვერ დააკომპლექტებს პროგრამებს საუკეთესო აბიტურიენტებით. თუ რომელიღაც უნივერსიტეტს უნდა, რომ თავისი პროგრამა გახადოს პრესტიჟული. (იგულისხმება ის, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარება უნდოდეს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს), შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს რაღაც კომპეტენციები“ - ამბობს ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია.
საგამოცდო სისტემის ხარვეზებზე საუბრისას, სიმონ ჯანაშია შემუშავების, ჩატარებისა და შეფასების პროცესის გაუმჭვირვალობას გამოყოფს, რაც, მისი თქმით, შედეგებით მანიპულირების საშუალებას იძლევა. „ჩვენ ვერ ვიტყვით, უშვებს თუ არა გამოცდების ცენტრი შეცდომებს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გვაქვს ხელმისაწვდომობა. შესაძლოა, განათლების სამინისტროს ჰქონდეს ინფორმაცია ამ შეცდომების შესახებ, მაგრამ ის ამას არასდროს გაასაჯროვებს. გამოცდების ცენტრს ამ გამოცდების შედეგებით მანიპულირებაც შეუძლია. აქვს საშუალება გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით თქვას, რომ მეტი ან ნაკლები გამოცდაა საჭირო, ან ვთქვათ, სასწავლო გეგმა ან სახელმძღვანელო შეიცვალოს სკოლაში. მაგალითად, დაახლოებით ხუთი წლის წინ სავალდებულო გახდა ოთხი გამოცდის ჩაბარება სამის ნაცვლად. დასაბუთება იყო, რომ თუ აბიტურიენტები ოთხ გამოცდას ჩააბარებენ, უფრო მეტს ისწავლიან, ცოდნის დონე ამაღლდება და უმაღლესებშიც უფრო კარგად მომზადებული აბიტურიენტები მივლენ. გავიდა ხუთი წელი და არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარისხი ამაღლდა, ან უფრო კარგად მოზადებული აბიტურიენტები აბარებენ, არ გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტებს უფრო ძვირი უჯდებათ გამოცდებისთვის მომზადება“.
სიმონ ჯანაშია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ხარვეზად მიიჩნევს ასევე „მიკერძოებულობას მაღალი სოციალური სტატუსის მიმართ“. „ეს გამოცდები მიკერძოებულია მაღალი სოციალური სტატუსისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მიმართ. ეს დადასტურებულია სხვადასხვა კვლევით. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა გამოცდაზე ქულები, საშუალოდ მაღალი აქვს თბილისის აბიტურიენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ეს სისტემა (როდესაც მხოლოდ ამ გამოცდებით ხდება ადგილისა და სასწავლო გრანტის მოპოვება უნივერსიტეტში), არ ითვალისწინებს სხვა საჭიროებებსა და გამოცდილებებს, რომლებიც შეიძლება აბიტურიენტებს ჰქონდეთ“ - ამბობს სიმონ ჯანაშია.
განათლების ექსპერტი, ზემოთ მოტანილი კვლევის მსგავსად, სხვადასხვა აქტივობის, უნარისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „თუ ბავშვი იზრდება ისეთ დასახლებაში, სადაც მხოლოდ ერთი სკოლაა და არ აქვს უკეთესის არჩევის საშუალება, არც იმის შესაძლებლობა, ამ სკოლას უკარნახოს პირობები, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი, მას უნდა შეეძლოს, სხვა გამოცდილების საფუძველზე კომპენსირება (მაგალითად: სკოლის ნიშნები, რეკომენდაციები, უნივერსიტეტში საბუთების განხილვა, სამოტივაციო ესეები, კლუბებში, სპორტში მონაწილეობის გამოცდილება)“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები არაა აბიტურიენტის ცოდნის შემფასებელი, სკოლები კი დაინტერესებულები არიან არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებით, არამედ, კონკრეტული შედეგებით, ჰყავდეთ წარმატებული აბიტურიენტები. „პრობლემაა ის, რომ ეს გამოცდები გახდა განათლების ხარისხის საზომი, სინამდვილეში კი ხარისხს არ ზომავს. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს რაღაც ღირებულებები ჩაუნერგონ, ასწავლონ, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მას შეუძლია იყოს წარმატებული მოქალაქე, სკოლები ორიენტირებულნი გახდნენ იმაზე, რომ მათმა მოსწავლეებმა რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დახარჯვით, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ გამოცდების ფარგლებში. ამას ებმის სახელმწიფოს პოლიტიკა - სკოლები ფასდებიან სწორედ გამოცდების შედეგების მიხედვით. საბოლოო ჯამში, ფასდება რეპეტიტორობის შედეგები და გვაცნობენ, როგორც განათლების სისტემის შედეგებს. შესაბამისად, სკოლები დაინტერესებულები ხდებიან, ჰყავდეთ წარმატებული აბიტურიენტები. ეროვნულ გამოცდებზე ორიენტირებულობა იწვევს იმას, რომ სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია დაინტერესებულია არა განათლების ხარისხის ამაღლებით, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევით. მოსწავლემ წარმატებულად უნდა აჯობოს სხვა მოსწავლეებს“.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს უფროსის, თეიკო ანჯაფარიძის თქმით, ცვლილებებს განათლების სისტემაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს და ადგენს: „სასკოლო განათლების ამა თუ იმ ეტაპზე (ან უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩასარიცხად) ცენტრალიზებული გამოცდების ჩატარების გამოცდების მიზანშეწონილობა, ცვლილებები არსებულ მოდელში თუ ახალი მოდელის შემუშავების აქტუალურობა დამოკიდებულია ზოგადი განათლების კონცეფციაზე, მიდგომებზე, რომელსაც განსაზღვრავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ასეთი ცვლილებების, კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების შემდეგ განისაზღვრება რა სახის ცვლილება უნდა შევიდეს საგამოცდო სისტემაში“ - ამბობს თეიკო ანჯაფარიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ "განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების" შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2016 2017 წლებში სკოლის დამამთავრებელი და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები, შესაძლოა, გაერთიანდეს, ან მისაღები გამოცდების რაოდენობა შემცირდეს.