სწავლის საფასურის დაბრუნება - 302, სტუდენტთა სტატუსის აღდგენა - 281, საგამოცდო ნაშრომის აპელაცია - 206, სწავლის საფასურის გადახდის გადავადება - 101, საჩივარი -6 -
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - 4 – 2012 წლის ბოლო 6 თვის მანძილზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა სახის 5244 კორესპონდენცია დარეგისტრირდა.
ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ თამუნა ბალამწარაშვილს სასწავლო ბარათში არსებული ტექნიკური პრობლემის გამო მოუხდა განცხადების დაწერა, რადგან ხარვეზი აღმოეფხვრათ და სასურველი საგნის არჩევა შესძლებოდა. განცხადების საპასუხოდ სამი კვირის ვადაში თამუნას ბაზაში საგანი დაუმატეს.
თსუ-ს კანცელარიის უფროსის ნონა ოვსიანიკოვას თქმით, განცხადება შესვლის დღეს რეგისტრირდება და გადაეცემა უფლებამოსილ პირს.
კანცელარიის უფროსის განმარტებით, თუ განცხადების საფუძველზე უნდა გამოვიდეს ბრძანება, მისთვის მაქსიმუმ 15 დღეა გამოყოფილი. განცხადებას, რომელსაც დამუშავება არ სჭირდება, პასუხს გასცემენ 5 სამუშაო დღეში. განცხადების დასამუშავებლად მაქსიმუმ 30 დღეა გამოყოფილი, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები და ვადის გასახანგრძლივებლად ნებართვის აღებაა საჭირო.
თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვასილ ბარამიძის თქმით, 2012 წლის დასაწყისიდან უნივერსიტეტი აღარ არის ადმინისტრაციული ორგანო და ვადებიც სამართლებრივად არ არის განსაზღვრული, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად ხდება განცხადებაზე რეაგირება. კონკრეტულად, მათი დეპარტამენტი 10-14 დღეს ანდომებს განცხადებაზე პასუხს.
16 ოქტომბერს თსუ-ს კანცელარიაში "თავისუფალი ასოციაციის" სახელით შევიდა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით 30 ოქტომბერს შევიტყვეთ, რომ პასუხი ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე მზად იყო. ზუსტად 10 სამუშაო დღე დასჭირდა იმის დადგენას, თუ რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლოს თსუ-ში ფაკულტეტების მიხედვით.