თსუ ცხრილის შედგენისას არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე დუმს
06 ივლისი, 2013
თსუ ცხრილის შედგენისას არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე დუმს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ცხრილში დამთხვეული საგნები, არჩევითი საგნების არშემდგარი თუ ლიმიტირებული ჯგუფები, გამოცდის თარიღების დამთხვევა - აღნიშნული პრობლემები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მუდმივად აწუხებთ.

მზეო ფიცხელაური თსუ-ს ტურიზმის სპეციალობის სტუდენტია და ყოველი სემეტრის დასაწყისში მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. "არის სავალდებულო საგნები, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო და ამ მხრივ ვაწყდებით ბევრ პრობლემას. არჩევითი საგნებიდან ისეთს აირჩევ, რომლის დროც გაწყობს, მაგრამ სავალდებულო საგნების დამთხვევისას გადარჩევა გვიწევს, ვანაცვლებთ საგნებს, ან ლექტორს ვთხოვთ, რომ თითო საათზე დავესწრებით. რთულია, როდესაც გამოცდის დრო ემთხვევა. მე დამემთხვა ორი საგანი ერთსა და იმავე დროს. მერე ადმინისტრაციას მივწერე და გამოცდის საათი შემიცვალეს. დეკანატში გვეუბნებიან, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ მოაგვარეთ საგნების პრობლემაო".

ნათია ბერიძე, რომელიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს, ასევე ბევრჯერ აღმოჩენილა მსგავსი პრობლემის წინაშე. "სემესტრის დასაწყისში ჩემს ფაკულტეტზე იწყება საგნების არჩევა, ამ დროს უნივერსიტეტში დიდი არულობაა. ცალკე ის უნდა გაითვალისწინო, რომელი საგანია სავალდებულო, შემდეგ იმაზე უნდა იზრუნო, ცხრილი აეწყოს. თუ ეს ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, პრობლემები გექნება. გვიწევს დეკანატში თხოვნით მისვლა, რომ საგნების დრო შეცვალონ. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. საგნების არჩევისას გიწევს დაასწრო სხვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილები ივსება. მინიმუმ 25 სტუდენტი უნდა იყოს საგანზე, რომ ჯგუფი შედგეს. წინასწარ არც ეს იცი, შედგება თუ არა და მაქსიმუმ 60 კაციანი ჯგუფიც ყოფილა" - აცხადებს ნათია ბერიძე.

მომავალი მათემატიკოსის ნათია ხაჩიძის თქმით, ისიც არაერთხელ აღმოჩენილა გამოუვალ მდგომარეობაში. "საგნების დამთხვევის დროს, სხვა ჯგუფში გადავდივარ. ხშირად არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ჩემთვის სასურველ საგანს ვერ გავდივარ, იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვან საგანს ემთხვევა".

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ანი ბუთხუზისთვისაც არ არის უცხო საგნების დამთხვევა - "დიახ, ცხრილში არის ხოლმე საგნების დამთხვევა, მაგრამ რადგანაც თითოეულ ლექტორს კვირაში ორი სალექციო დღე მაინც აქვს, ამ პრობლემას ვაგვარებთ ლექტორებთან შეთანხმებით. გადავირჩევთ აღნიშნულ საგანს უკიდურეს შემთხვევაში, ან შევიცვლით ლექტორს".
მომავალ ანთროლოგ-ეთნოლოგ გურანდა მეგრელიძეს საგნები არასოდეს დამთხვევია და ფიქრობს, რომ მსგავს სიტუაციაში ადმინისტრაციას უნდა მიმართო - "მე პირადად, არასდროს შემქნია პრობლემა არც საგნის არჩევისას და არც გამოცდის დრო დამმთხვევია, როცა ასეთი რამ ხდება, განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დროის გადატანა".

ჩვენ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ ხდება საგნების დამთხვევა, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ დავუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ჩვენს კითხვაზე გვიპასუხეს, რომ "მსგავსი ფაქტი (სავალდებულო საგნების დამთხვევა) თსუ-ში არ დაფიქსირებულა. ამიტომ, თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტი, იქნებ მოგვწეროთ და კონკრეტული შემთხვევა მოვიძიოთ". მას შემდეგ, რაც მივწერეთ, რომ ამ ინფორმაციას თავად სტუდენტებისგან ვფლობდით, უნივერსიტეტიდან აღარ გამოგვხმაურებიან და არც ჩვენს შემდეგ კითხვაზე - მოგვარდება თუ არა ცხრილების პრობლემა? - უპასუხიათ.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary