მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ტექნიკური უნივერსიტეტის გარკვეული რაოდენობის სტუდენტი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს, როდესაც სტუდენტებს გავესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა მათ უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე. „მე როგორც ვიცი, საერთოდ არ არის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამა. ყოველ შემთხვევაში 3 წელია, რაც ვსწავლობ და მსგავსი არაფერი გამიგია. ინფორმატიკას ვეუფლები და ყველა სახის სიახლეს პირველი ჩვენ ვიგებთ ხოლმე, მსგავსი არაფერი გამიგია, რომ ან ვინმე წასულიყო სასწავლებლად, ან რაიმე კონკურსში მიეღოს მონაწილეობა“ - გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ტარიელ ნათენაძემ. არც თორნიკე დარჩიძეს სმენია გაცვლითი პროგრამების შესახებ: “მართლა არ ვიცი, და არც არასოდეს მსმენია მსგავსი რამ“.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და შესამაბისად, გარკვეული არ ვარ. ჩემი აზრით, უფრო მეტ სტუდენტს უნდა აგზავნიდეს საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუმცა, იმედი მაქვს, ეს რაოდენობა მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, რადგან გაცვლითი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციისთვის“ - გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთი ლაზვიაშვილმა.
სტუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თათა საყვარელიძის თქმით, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს დაახლოებით 15 წელია. ამ დროისთვის სტუ ჩართულია ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებულ ERASMUS MUNDUS-ის 5 პროექტში და ეს რიცხვი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს სახელმწიფო გრანტზე, რაც ასევე საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს სწავლა საზღვარგარეთ განაგრძონ“. ჩვენს კითხვაზე თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტუდენტები, რომ შეძლონ გაცვლით პროგრამაში ჩართვა, თათა საყვარელიძემ გვიპასუხა, რომ “ეს არის სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამა, სადაც კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსის გზით. სტუდენტები შეირჩევიან დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. წელიწადში დაახლოებით 30-50 სტუდენტი მიემგზავრება და სწავლების საშუალო ხანგრძლივობაა 6-36 თვე“.
თათა საყვარელიძის თქმით, მომავალში გაცვლითი პროგრამების რაოდენობა გაიზრდება: “სამომავლოდ გაცვლითი პროგრამების რაოდენობა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ჩართული, როგორც ერთ-ერთი პარტნიორი მხარე, გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცემს საშუალებას, სწავლა განაგრძონ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში“.
რაც შეეხება „students together”-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, პრეზიდენტი რუსა გონგლაძე ტექნიკურ უნივერსიტეტთან მუშაობით კმაყოფილია და ამბობს, რომ არამარტო გაცვლით პროგრამებზე, არამედ სხვა დაინტერესებულ თემაზეც ამომწურავი ინფორმაცია გასცა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. თავად სტუდენტები რამდენად კმაყოფილნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით, ამაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ სტუდენტებს არ გასაუბრებიან, მათი მიზანი კვლევა იყო, რომლის შედეგების პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.