ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო რამდენიმე წელია, რაც აქტიურად მუშაობს სტუდენტების დასაქმებაზე. ამისთვის, სტუდენტურ სერვისცენტრში სპეციალური განყოფილებაც კი შეიქმნა, რომელიც სტუდენტების დასაქმებაზეა ორიენტირებული. გიორგი ჩანტლაძე სტუდენტურ სერვისცენტრს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, თუმცა, მისი თქმით, ილიაუნიმ სტუდენტების დასაქმება გაცილებით ადრე დაიწყო: “როგორც მახსოვს, სტუდენტების სტაჟირებაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. შეიქმნა დასაქმების სამასახური, რომელიც ეხმარებოდა მათ და ატარებდა ტრენინგებს, მაგალითად, როგორ უნდა შეედგინათ cv და ა.შ. ამ პერიოდში გაფორმდა პირველი ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან“.
როგორც სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ილიაუნის სტუდენტები არამარტო სხვადასხავა კომპანიაში, არამედ უნივერსიტეტის ბაზაზეც გადიან სტაჟირებას: „რაც ყველაზე მთავარია, ყოველ წელს, ჩვენი სამსახურის ინიციატივით, ვაცხადებთ შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირებას, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი აგრძელებენ უნივერსიტეტში მუშაობას“.
იმისთვის, რომ სტუდენები დასაქმდნენ, აუცილებელია, გაიარონ ტესტირება, რომელსაც სტუდენტური სერვისცენტრი წელიწადში ერთხელ, წლის დასაწყისში აცხადებს. მათგან კარგი შედეგის მქონე სტუდენტებს იბარებენ გასაუბრებაზე, რომელსაც სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი და ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი ესწრებიან. ყოველივე ამის შემდეგ იქმნება ბაზა.
სტაჟირება 3 თვეს გრძელდება, მაგრამ არის შემთხვევევბი, როდესაც სტაჟიორები რჩებიან სამსახურში. როგორც გიორგი ჩანტლაძემ გვითხრა, მისი მოადგილეც სწორედ ასე დასაქმდა.
შიდა საუნივერსიტეტო დასაქმება, ძირითადად, ხდება ბიბლიოთეკაში, ხარისხის სამსახურში, სხვადასხვა ფაკულტეტზე (რაც საკანცელარიო და პირად საქმეებთან არის დაკავშირებული), კანცელარიაში, განვითარების სამსახურში, ასევე თავად სტუდენტურ სერვისცენტრში. გარდა მოქმედი სტუდენტებისა, ილიაუნის აქვს კურსდამთავრებულთა სტუდენტური ბაზაც. აქ შეყვანილი კურსდამთავრებული სტუდენტები სარგებლობენ იმავე პირობებით, რომლითაც მოქმედი და მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ დასაქმებისას.
ილიაუნის სამდივნოს უფროსის ანა ხუნდაძის თქმით, ყველა დეპარტამენტში, სადაც კი დამატებითი ძალაა საჭირო, ილიაუნი ცდილობს, საკუთარი სტუდენტები დაასაქმოს, გარდა ამისა: „როდესაც შემოდის განცხადებები, რომ სტუდენტი ვერ იხდის გადასახადს, ასეთების დასაქმებას უფრო მეტად ვცდილობთ. ჩვენ მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ გადასახადის მხრივ შეღავათი გავუწიოთ მათ, ამიტომ ვცდილობთ, ალტერნატივა დასაქმებით შევთავაზოთ და მივცეთ შანსი, ამ გზით გადაიხადონ სწავლის გადასახადი“.
თამუნა ბაუჟაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი უკვე დაამთავრა და ახლა უნივერსიტეტში მუშაობას განაგრძობს. “მეორე კურსიდან დავსაქმდი. მახსოვს „უნიფუდში“ გამოცხადდა ვაკანსია. შევიტანე cv და სულ მალევე დავსაქმდი. ამით ვიხდიდი სწავლის გადასახადს. ამის შემდეგ პიარში გამოჩნდა სამსახური და იქ გადავედი. რომ არ დავსაქმებულიყავი, ალბათ, ვერ ვისწავლიდი“.
მარიამ ბალიაშვილი ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, ამბობს, რომ სტუდენტური სერვისცენტრისთვის არასდროს მიუმართავს დასაქმების თხოვნით: „ჩემი მეგობრებიდანაც არავინ არის დასაქმებული სტუდენტური სერვისცენტრის მეშვეობით, იმდენად, რამდენადაც არ მსმენია და არც ჩემი მეგობრებისგან გამიგია მათ შესახებ. არაეფექტურია მათი მუშაობა, თუ არ ჩავთვლით დასაქმებას, ინფორმაციასაც კი არ ავრცელებენ ფართოდ მსგავსი სერვისის არსებობისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“.
რაც შეეხება სტუდენტების დასაქმებას ლექტორებად, ანა ხუნდაძის თქმით, მათ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ ლექციები წაიკითხონ. დოქტორანტურის სტუდენტებს ეძლევათ სამუშაოდ დარჩენის შანსი: "ჩვენი დოქტორანტები კითხულობენ ლექციებს, ისინი ხარისხის დაცვის შემდეგაც მუშაობენ ჩვენთან".