გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მაშინვე გამოეხმაურა აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელმაც აგრარული უნივერსიტეტის მსგავსი სასწავლებლის შექმნა გონივრულ, მოკლე ვადაში შეუძლებლად მიიჩნია.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ამბობს, მაშინდელი მინისტრის განცხადებამდე, 8 თვით ადრე, 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში, სტუ-მ აგრო-ინჟინერიის მიმართულებით აკრედიტაცია მიიღო, რასაც დაემატა მელიორაციის, კვების მრეწველობის მიმართულება. „იმ პერიოდიდან ამ მიმართულებებზე 300 სტუდენტი უკვე სწავლობდა. ამის ბაზაზე იყო საუბარი, რომ ჩამოგვეყალიბებინა ახალი ფაკულტეტი. როცა ტექნიკური უნივერსიტეტი შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი ფაკულტეტი სწორედ აგრონომია იყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრონომიაში ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი წამყვანია. მათთან ერთად ვამზადებთ 5 პროგრამას, რომლის აკრედიტაციას ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ. დიპლომს ხელს მოაწერს, როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს მხარე, ორმაგი დიპლომი იქნება. ძალიან სერიოზული წარმატებაა. მათთან კიდევ 2 წელი ვიმუშავებთ. წელს 3 00 სტუდენტი უკვე გადავა ამ ფაკულტეტზე, ხოლო პირველი მიღება მომავალი წლიდან გვექნება“ - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს, როგორც რექტორი ამბობს, საჭიროა, ლაბორატორიების შეასაბამისად აღჭურვა: “პრობლემები ყოველთვის არის და იქნება. ამის გარეშე განვითარება ვერ მოხდება. უპირველესი პრობლემა არის ფინანსები. საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებების ლაბორატორიები ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. თეორიული ცოდნა დიდად არ იცვლება, მაგრამ ყოველდღიურად იცვლება მისი გამოყენებითი სფერო. იცვლება ტექნოლოგიები, რომელთანაც მუშაობა მოუწევს მომავალ ინჟინერს. უპირველესია ფინანსები, რომ უნივერსიტეტის გადაიარაღება მოხდეს. იმედია, იანვრიდან სრულად განვახორციელებთ. ბევრი რამ არის ჩაფიქრებული“.
ჩვენ გავესაუბრეთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული უნივერსიტეტის ალტერნატივის შექმნას უარყოფითად აფასებს.
სოფო ქავთარაძე: “სწორად არ მიმაჩნია, აგრარული უნივერსიტეტის ფაკულტეტების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოტანა, რა საჭიროა?“
ცირა გიორგაძე: „ჯერ ორივე განუვითარებელია და ახლა ორი ასეთი უნივერსიტეტი ერთად?!“
ლიდა ხუციშვილი: “არ მიმაჩნია სწორად. აგრარულის საგნები აგრარულ უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს, ტექნიკური საგნები - ტექნიკურ უნივერსიტეტში. ყველგან ერთი და იგივე თუ ასწავლეს, მაშინ რაღა საჭირო იქნება სხვადასხვა დასახელების სასწავლებლები? გააერთიანონ ყველა და ეგ იქნება“.
შმაგი სარალიძე: “გააჩნია რა ფაკულტეტზეა საუბარი, ჩემი აზრით, ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები უფრო არ შეეფერება“.
განათლების საკითხების მკვლევარის შალვა ტაბატაძის თქმით, კონკურენცია კარგია, რაც მეტი არჩევანი და შესაძლებლობა იქნება, რაც მეტი ალტერნატივა ამა თუ იმ მიმართულებით, უკეთესია. მთავარია, რომ ამის საკადრო რესურსი არსებობდეს და ალტერნატივის შექმნით, მითუმეტეს თუ ხელოვნურად ხდება, ხარისხი არ დაიკარგოს. „ზოგადად, ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებების შექმნა საკმაოდ კარგი ინიციატივა შეიძლება იყოს, თუ პროგრამა სწორი მიმართულებით იქმნება და წარიმართება. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი პროგრამები. ანუ თუ სოფლის მიმართულება პრიორიტეტულია, პრიორიტეტი ამ მიმართულებით ტექნოლოგიებზე აქცენტირებით უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, თუ ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მიმართულებით, ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სერიოზულ აკადემიურ, სამეცნიერო და კვლევით პროგრამებს განახორციელებს, უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის. თუ სხვა მიმართულებით აპირებს მუშაობას და, უბრალოდ, აგრარული უნივერსიტეტის ჩანაცვლებას, ეს ბევრს არაფერს შეცვლის გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით“.