ისინი აღნიშნავენ, რომ სილაბუსების პრობლემა სრულად არ არის მოგვარებული, ამის მიზეზად ახალდაწყებულ სასწავლო წელს ასახელებენ. ილიაუნელები იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება. სტუდენტების ნაწილი თანხმდება, რომ არგუსი კარგი სისტემაა. ამის მიუხედავად, არსებობს ხარვეზები, თუმცა, სტუდენტების თქმით, ამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია.
„თავიდანვე ვიცოდი, რომელ საგანში რა ისწავლებოდა. ამიტომ სილაბუსის გადახედვას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. განსაკუთრებულად არაფერი იცვლება ხოლმე. შევედი და პირდაპირ ავირჩიე საგნები. გუშინ მივედი ლექციაზე, ლექტორმა, რა თქმა უნდა, აგვიხსნა რომელ კვირაში რას გავივლით. წელს არგუსი უკეთესობისკენ შეიცვალა. როგორც ჩანს, არის პატარ-პატარა ხარვეზი. დღეს შეიძლება, არ არის რომელიმე საგნის სილაბუსი ატვირთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორ-სამ დღეში მოწესრიგდება“ - ამბობს სტუდენტური მოძრაობა „ანტიპოდების“ საზოგადოებასთან ურთიერთბობის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახაბერ კაპანაძე.
სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას, რომელიც აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია, შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი. როგორც აღმოჩნდა, სილაბუსების გაცნობა სტუდენტთა ნაწილისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, თუმცა, ზოგიერთი მათგანისთვის სილაბუსების არსებობა და პროგრამისთვის თვალის დევნება მნიშვნელოვანია.
ანუკი თურმანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, გვითხრა, რომ სწავლის დაწყების მიუხედავად, ბევრ საგანში სილაბუსი არ აუტვირთავთ.
„ჩემს სპეციალობაზე არის სულ ოთხი სავალდებულო საგანი, აქედან მხოლოდ ორი საგნის სილაბუსია ხელმისაწვდომი. ამ სემესტრში პირველი ლექცია როცა ჩამიტარდა, ლექტორს თავისი საგნის სილაბუსი ატვირთული ჰქონდა და დაწვრილებით გაგვაცნო და აგვიხსნა რა, როგორ ჩაივლის, ხოლო რაც შეეხება ლექტორებს, რომლებსაც სილაბუსი არ აქვთ ატვირთული, ალბათ, არ გაგვაცნობენ სილაბუსს. ან როგორ გაგვაცნობენ, როცა არ არსებობს ეს უკანასკნელი. ჩემთვის სილაბუსი გადამწყვეტია, საგნის ბრმად არჩევა არ მიყვარს, ზუსტად მინდა ვიცოდე, რა ლიტერატურას გავივლით და რა თემებზე იქნება ლექცია” - აღნიშნა ანუკიმ.
ნინა გაბრიჩიძე ილიაუნის მაგისტრანტია. მაგისტრანტებისთვის არჩევის რეჟიმი რვა ოქტომბერს ჩაირთვება. აქედან გამომდინარე, ნინას ახალი არგუსი არ უნახავს. როგორც მან აღნიშნა, სილაბუსების პრობლემის გარდა, არსებობს სხვა ხარვეზებიც, რაც მას დისკომფორტს უქმნის.
„მე პირადად, არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ არ იყოს ატვირთული სილაბუსი, თუმცა, აქ პრობლემა არ არის მხოლოდ ის, სილაბუსი იქნება თუ არა. ხშირ შემთხვევაში სილაბუსი იტვირთება ფორმალურად. კურსის მიმდინარეობისას ლექტორის პირადი შეხედულებისამებრ იცვლება, როგორც შეფასების კრიტერიუმები (მაგალითად, შუალედურის ქულები, დასწრება, აქტიურობა და ა.შ), ასევე სავალდებულო ლიტერატურა. ჩემთვის პირადად, ეს დიდი დისკომფორტია, რადგან გამოდის, რომ საგანი მე ავირჩიე რაღაც კრიტერიუმებით და მერე ეს კრიტერიუმები შეიცვალა. არის მეორე პრობლემაც - საგნების ჩამონათვალი არის ძალიან მცირე, მე როდესაც ვაბარებდი მაგისტრატურაზე, პირველ რიგში, გადავხედე საგნებს, რომელიც იდეაში უნდა მესწავლა და ჩავაბარე სწორედ ამიტომ, აქედან ბევრი საგანი საერთოდ აღარ ისწავლება, ან ჩასმულია დილის საათებში, რაც ჩემთვის არახელსაყრელია. პარადოქსია, რომ ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და სტუდენტების დიდ ნაწილს გავლილი არ გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობების თეორია. ლექტორები მაღალკვალიფიციურები არიან და სწავლის პროცესიც საკმაოდ აქტიურია. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობენ ლექტორები რომლებისთვისაც ლექციების წაკითხვა მეათეხარისხოვანი სამსახურია. მათი "მოუცლელობის" გამო კი სტუდენტი ზარალდება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას იხდის განათლების მისაღებად და არა მხოლოდ დიპლომის საყიდლად“ - გვითხრა ნინამ.
ილიაუნის სტუდენტები ამბობენ, რომ როდესაც სისტემა ირთვება, მთლიანად საგნის არჩევაზე არიან ორიენტირებული და მათი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი სტუდენტი ამის გამო ვერ ასწრებს სილაბუსების გაცნობას.
„ზოგჯერ პრობლემა იქმნება. ერთი არის ის, რომ მნიშვნელობა აქვს, ვინ გიკითხავს საგანს, ანუ ლექტორზე არის დამოკიდებული, საგნის სილაბუსი იქნება თუ არა დადებული. მეორე მიზეზი, რაც შესაძლოა, სტუდენტმა გამოიყენოს იმის არგუმენტად, თუ რატომ ვერ ეცნობა სილაბუსს, არის ის, რომ როცა არჩევის რეჟიმში ირთვება არგუსი, აღარავის აქვს იმის დრო, რომ სილაბუსები ათვალიეროს. თუმცა, ეს არ არის კარგი არგუმენტი: სანამ არჩევის რეჟიმში ჩაირთვება არგუსი, მანამდეც შეიძლება საგნის დათვალიერება“ - აღნიშნა მესამეკურსელმა ხატია ტყეშელაშვილმა.
მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ წიკლაური ამბობს, რომ სილაბუსებს მანამდე გადახედა, სანამ საგნებს აირჩევდა, მას პრობლემა არ შექმნია. „თავიდან როდესაც გაიხსნა არგუსი, ყველა საგნის სილაბუსს გავეცანი და ამის მიხედვით ავირჩიე, თავიდანვე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა, როგორც ლექტორებზე, ისე საგნებზე. ამჟამად ორი საგნის სილაბუსი არ დევს, თავიდან იყო ატვირთული. ალბათ, ტექნიკური პრობლემებია, რადგან ყველაფერი არ არის გასწორებული“.
რამდენად რეალურია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსების პრობლემა და რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაურკვევლობა - აღნიშნულ საკითხზე ილიაუნის სამდივნოს მივმართეთ.
სამდივნოს უფროსმა ანა ხუნდაძემ გვითხრა, რომ სილაბუსები იმ საგნებს აკლია, რაც ახალია, თუმცა, მისი თქმით, სანამ არგუსი ღია იქნება, ყველა საგანს დაემატება.
„არჩევის რეჟიმის დამთავრებამდე ანუ თერთმეტ ოქტომბრამდე სილაბუსი ყველა საგანს ექნება მიმაგრებული, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საგნებს აკლია, რომლებიც ახალია, მაგრამ თერთმეტ რიცხვამდე მათაც დაემატება. არგუსის არჩევის რეჟიმის დასრულებამდე სტუდენტს შეუძლია, ლექტორს მიმართოს სილაბუსის მოთხოვნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თერთმეტ რიცხვამდე სილაბუსი არ იქნება ატვირთული ან განახლებული, სტუდენტი მიმართავს ფაკულტეტს და უკვე ფაკულტეტი იზრუნებს, რომ სილაბუსი იყოს ატვირთული, რადგან პროფესორს ცვლილებების დამატების უფლება აღარ ექნება“ - აღნიშნა ანა ხუნდაძემ.
ილიაუნიში არგუსის სისტემა თერთმეტ ოქტომბრამდე ღია იქნება. საგნების არჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართონ.