სტუდენტების ნაწილმა იუმორნარევი პასუხი გაგვცა, რომ ისინი ლექციაზე „ოთახის ჩუსტებიან“ მცხოვრებლებს ჯერ არ შეუწუხებიათ და არც შაქრის სათხოვნელად მისულა ვინმე, ახალგაზრდების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო.
ლაშა კუცია: „არ არის სწორი, მაგრამ ახლა იმ ადამიანებს ვერც გამოყრი და ცოდოებიც არიან, რომ გამოყარო, თავის დროზე ვიღაცამ ფული იშოვნა მაგ საქმით“.
მათე თოდუა: „სამწუხაროა, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ სწავლობ, ასეთი რამ არ უნდა გიკვირდეს“...
ვანო უბირია: „სასწავლებელი უნდა იყოს განათლების მიღების ადგილი და არა სასტუმრო“...
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი შალვა სვანიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა კორპუსი სავსე იყო, მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, უამრავი ადგილი გაჩნდა, რომლის საცხოვრებლად გამოყენებაც დაიწყეს: “ეს ემუქრება ყველა კორპუსს. ყველა კორპუსის პირველი სართული გაქირავებულია (სამიკიტნოთი დაწყებული და მაჭახელათი დამთავრებული), და რომ ჰკითხო ჩვენი უნივერსიტეტის "მთავრობას", ადგილები არ გვყოფნის თურმე. მე წინააღმდეგი ვარ სასწავლო შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენების, გარდა ცოდნის მისაღებად".
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურსის შედეგად გარეთ დარჩენილი ლექტორი ფირან კობიაშვილი ამბობს, რომ ამ შენობის გასხვისება უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის რამაზ ხუროძის დროს დაიწყო: “ტექნიკური უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორის არჩილ ფრანგიშვილის წინ რექტორი გახლდათ ბატონი არჩილ მოწონელიძე (2007–2008წწ), ხოლო მის წინ ბატონი რამაზ ხუროძე (1994–2007 წწ). სწორედ ხუროძის რექტორობის ბოლო პერიოდში დაიწყო მე–7 კორპუსის (და საერთოდ ტექნიკური უნივერსიტეტის უძრავი ქონების ) გასხვისება. ნაწილმა იმ დროს მოასწრო დაკანონება, ხოლო ნაწილს - ახლანდელმა რექტორმა ბატონმა არჩილ ფრანგიშვილმა დაუკანონა. საერთოდ, სანახავია, როდის დაკანონდა კორპუსი საჯარო რეესტრში. რეესტრიდან შეიძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება“. რაც შეეხება მაცხოვრებლების სტატუსს, ფირან კობიაშვილის თქმით, მათი ნაწილი დევნილია: “ზოგიერთი მართლაც არის დევნილის სტატუსით, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არც დევნილია და არც სოციალურად დაუცველი“. სასწავლო დანიშნულების შენობაში ადამიანების შესახლებას, როგორც ფირან კობიაშვილი ამბობს სტუდენტების მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია: “რა უნდა მოჰყოლოდა, თვითმმართველობა ხმას რატომ ამოიღებდა, თავისი წილი დაფინანსება მისდით და გიჟები არიან რექტორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აწყენინონ? სხვა "უბრალო" სტუდენტები მაინცადამაინც არ ერევიან ასეთ საკითხებში, თანაც მათ იმ დროს არც კი გაუგიათ რა მოხდა“.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ამბობს: „იმ დროს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურას, არ ჰქონდა ტერიტორიების გასხვისების უფლება და თუ გასხვისება მოხდებოდა, უფლება ჰქონდა, მხოლოდ 10 % გაესხვისებინა და ესეც მხოლოდ იჯარით ან ქირით“.
ჩვენ მივმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. იურისტის ირმა პავლიაშვილის თქმით, ამ კუთხით ძალიან ძნელია დეტალების გარეშე რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, არსებობს კანონი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობის შესახებ სადაც წერია:
„1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში ველოდით პასუხს აღნიშნულ საკითხზე. მიუხედავად დაპირებისა, მათგან პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ.