უნივერსიტეტის ორივე კორპუსში უცხო არ არის კედლებზე წარწერები, რომელშიც ახალგაზრდების უსაზღვრო ფანტაზია იგრძნობა. აქ შეიძლება, გააკეთო განცხადება, აუხსნა სიყვარული, მიუთითო აუდიტორიის ან ფაკულტეტის სახელწოდება, ივარჯიშო ხატვაში ან დაწერო „შპარგალკა“ და ეს ყველაფერი დერეფნის ან აუდიტორიის კედელზე. წყლით სავსე დიდი კონტეინერი ყველა სართულის სველ წერტილს ამშვენებს.
შენობის გარე ფასადი ნახევრად არის შეკეთებული. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი შოთა ახალაია აღნიშნავს: „ამ მხრიდან იმიტომ დავიწყეთ ფასადის გამოცვლა, რომ ფანჯრები იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში, რაც ხელს უშლიდა სითბოს შენარჩუნებას“.
უნივერსიტეტის პირველ ანუ ადმინისტრაციულ კორპუსში არის საკონფერენციო დარბაზი, უცხო ენების დარბაზი და კარებთან მიმზიდველად გაკრული აბრა, თუმცა, აუდიტორიები წინა კორპუსის ოთახებისგან არაფრით განსხვავდება.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას რაც შეეხება, როგორც მეორე კორპუსის ბიბლიოთეკარი აცხადებს, წიგნების ნაკლებობას არ განიცდიან, თუმცა, აქვე ხაზს უსვამს იმას, რომ ეს უნივერსიტეტი 20 წლის წინ დაარსდა და წიგნების რაოდენობა შეზღუდულია.
„ჩვენი უნივერსიტეტი არის დევნილი უნივერსიტეტი, 20 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ნულიდან და ამ მხრივ ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. პრაქტიკულად, ყველა წიგნი გვაქვს, მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდულია. სამინისტრომ შემოგვთავაზა, საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურისა და ფონდის განვითარება და ამ მიმართულებით დღეს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ვიდრე ორი თვის წინ“.
უნივერსიტეტისთვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს კვების ობიექტი, რომელიც არცერთ კორპუსში არ არის. მეორე კორპუსში არის კაფესთვის გამოყოფილი ოთახი, თუმცა, ის არ ფუნქციონირებს და როგორც შოთა ახალაია აღნიშნავს, ქიმიის ლაბორატორიისთვის განკუთვნილი ტექნიკაა შეტანილი.
„ქვედა კორპუსში გვქონდა კვების ობიექტი, რომელმაც 8 თვე იმუშავა და გაუქმდა, რადგან ვერ გადაიხადა საიჯარო თანხა და დარჩა უნივერსიტეტის ვალი. ამჟამად ჩვენ მივაგენით იჯარის გადახდის ახალ ტიპს, საათობრივ გადახდას და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ორივე კორპუსს ექნება კვების ბლოკი, რადგან ეს პრობლემა აწუხებთ არა მარტო სტუდენტებს, არამედ ლექტორებსაც“- აღნიშნა შოთა ახალაიამ.
აღნიშნული პრობლემები სტუდენტების ნაწილს აწუხებს, ზოგისთვის უნივერსიტეტის გარემო დამაკმაყოფილებელია.
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი გიორხელიძის თქმით, „სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს და ერთი-ორი ოთახი გაკეთდა მარტო, მაგრამ შიდა ინტერიერი გამოუსადეგარია. სველი წერტილებია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში“.
ია თადიაშვილს მოსწონს არსებული ინფრასტრუქტურა: „გვპირდებიან, რომ გაკეთდება. პირველ კურსზე ვარ და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და მერე ვნახოთ“.