-„სტუდენტურ აქტივობაში რას გულისხმობთ, სწავლას?! - მაშინ აქტიური ვარ“.
-„თქვენ როგორ მიიჩნევთ, ეს უნივერსიტეტია?!“
-„აქ სტუდენტური ცხოვრება არის?!“
-„ჯერ პირველ კურსზე ვარ და ვსწავლობ“.
ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ნაწილის პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტურ ცხოვრებაში და რა უშლით ხელს იყვნენ აქტიური სტუდენტები.
სტუდენტთა ნაწილს, უბრალოდ, არ აინტერესებს იმ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ. ზოგი თავის ინერტულობას სამსახურს აბრალებს, ზოგი -არაინფორმირებულობას. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სტენდებზე პლაკატები გაკრულია, ისინი არც კითხულობენ მას, რადგან ინტერესი დაკარგული აქვთ.
„სწავლის გამო ვერ ვახერხებ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო სტუდენტურ ღონისძიებებში. თუმცა, კარგი იქნება უფრო ხშირად თუ მოეწყობა ექსკურსიები“ - თიკო ადუაშვილი, I კურსი.
„სპორტული ღონისძიებები ხშირად ტარდება, მაგრამ ყველა სტუდენტი ვერ იღებს მონაწილეობას. ყველა სხვადასხვა რამით არის დაკავებული და უნივერსიტეტის გარეთ უფრო კარგად ერთობიან, ვიდრე აქ. ძალიან კარგი იქნება თუ გაკეთდება შენობა, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის მოყვარულები ივლიან. ერთი მხრივ, თვითმმართველობის ბრალიც არის ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ისინი არ დააფინანსეს, რა უნდა ქნან. ძალიან კარგია უფასო ექსკურსიები“ - ნათია დვალიძე, ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტი, II კურსი.
„თვითმმართველობა გვაწვდის ინფორმაციას პლაკატების საშუალებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და როცა ვიგებთ მათ შესახებ, აუცილებლად ვერთვებით, მაგრამ პრობლემაა, რომ ვერ ვიგებთ. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე არაფერი ხდება. ფეხბურთი და კალათბურთი საერთოდ არ მაინტერესებს და მანდ არ წავალ. კარგი იქნება, თუ გაკეთდება ღონისძიებები ხელოვნების სფეროდან, რაც გოგოებსაც აინტერესებთ, რადგან აქ მარტო ბიჭები ხომ არ არიან“ - თაკო გოდერძიშვილი, II კურსი.
„მოვდივარ ინსტიტუში, ვსწავლობ, ვცდილობ, სამსახური ვიშოვო და სხვა ღონისძიებებით არც დავინტერესებულვარ და არც ვარ ინფორმირებული“ - გიორგი აბრამიშვილი, ინფორმატიკის ფაკულტეტი, III კურსი.
როგორც თვითმმართველობის ერთ-ერთი წევრი სალომე ნეფარიძე ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს: „ინფორმაციის გაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაქსიმალურად ვავრცელებთ. ზოგჯერ სტუდენტებს ისიც ეზარებათ, გამოკრული წაიკითხონ. თვითონ ეზარებათ წაკითხვა და გაგება. ახლა ვაპირებთ „რა? სად? როდის?“ ჩატარებას. დავდეთ ინფორმაცია საიტზე, ჯგუფხელებს მივწერეთ და გავავრცელეთ, მაგრამ აქ არის ჯგუფხელების პრობლემაც, რომლებიც არ აქტიურობენ. კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს უცხოელ სტუდენტებთან, რადგან მათ არ იციან ქართული. ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, არ არის დაინტერესება თვითონ ახალგაზრდების მხრიდან“.