საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიაციატივო ჯგუფმა სამი კვირის წინ შეადგინა 14 პუნქტიანი მოთხოვნათა სია, რომელიც უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ამაღლებას, სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარებასა და სტუდენტების უფლებების მაქსიმალურად დაცვას ემსახურებოდა.
სტუდენტებმა ეს მოთხოვნები 700 ხელმოწერასთან ერთად უნივერსიტეტის რექტორ მანანა სანაძეს წარუდგინეს. რექტორთან რამდენიმე შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო.
მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ სტუდენტებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს: ჩატარდა ორი საპროტესტო აქცია (9-12 ნოემბერს), თემა გაშუქდა მედიაში და სტუდენტებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება პირდაპირ ეთერშიც მიეცათ.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, აქციების ორგანიზატორის გიორგი მოდებაძის თქმით, სტუდენტები აპროტესტებდნენ მათი მოთხოვნების უგულებელყოფას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან და მოითხოვდნენ სტუდენტთა ჩართულობას, თანამონაწილეობას უნივერსიტეტის მართვის პროცესში. "მანამდე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა თოთხმეტპუნქტიანი მოთხოვნების საფუძველზე შედგა სამი შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან. ვალდებულები ვართ, ხაზი გავუსვათ რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის არაადეკვატურ რეაქციას სტუდენტთა მოთხოვნებზე. ნაცვლად იმისა, რომ გაგებით მოკიდებოდნენ სტუდენტთა პრობლემებსა და დაესახათ მათი გადაჭრის რეალური გზები, აღნიშნული იყო ხარვეზების უარყოფისა და მტყუან-მართლის გარკვევის მცდელობები. რექტორის მხრიდან გამუდმებით ისმოდა უნივერსიტეტის პირველობისა და იდეალურობის განაცხადი. სტუდენტებმა მიიღეს არაადეკვატური და არასრულყოფილი არგუმენტები. სამივე შეხვედრა, ფაქტობრივად, წარიმართა მონოლოგის რეჟიმში და სტუდენტებს, თითქმის, არ მიეცათ თავიანთი არგუმენტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა" - აღნიშნავს გიორგი მოდებაძე და დასძენს, რომ კრიტიკული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლად რექტორმა თოთხმეტპუნქტიანი მოთხოვნების ხელმომწერ სტუდენტებს პირველივე მობილობით სარგებლობა და უნივერსიტეტის დატოვება შესთავაზა.
როგორც აქციის ორგანიზატორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გახდა აქციათა გამართვის მიზეზი. ძირითადი მოთხოვნები იყო სტუდენტთა ჩართულობის, თანამონაწილეობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვის პროცესში, სტუდენტთა წარმომადგენლობის დაშვება სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
აქციებზე სტუდენტებმა ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს. ესენია: სწავლის გადასახადის ვადის გადაწევა, რაც მათ მობილობის უფლებას შეუნარჩუნებდა (არსებული წესით, სტუდენტი მომავალი წლის თანხას იხდის მაისში და შესაბამისად, ეზღუდება აგვისტოში გამოცხადებული მობილობით სარგებლობის უფლება). მეორე ძირითადი მოთხოვნა იყო სტუდენტური წარმომადენლობის შექმნა, რომელიც გახდებოდა სხვა მოთხოვნების შესრულების წინაპირობა და ადმინისტრაციასთან ერთად მოაგვარებდა არსებულ პრობლემებს.
ორი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები შეწყდა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოლაპარაკებები განაახლეს კანცლერ კოკა თოფურიასთან. წინა მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, კანცლერთან შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ადმინისტრაცია დათანხმდა სტუდენტური წარმომადგენლობის შექმნაზე, რომელიც აირჩევა და იფუნქციონირებს უნივერსიტეტის თვირთმართველობის სტანდარტული კონტინენტურ-ევროპული მოდელის მიხედვით. წარმომადგენლობას ექნება მინიჭებული საქართველოს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
ადმინისტრაციამ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა სწავლის გადასახადის გადავადებასთან დაკავშრებით. ეს შეეხება მხოლოდ პირველკურსელებს, მაღალკურსელებზე ეს შეღაავათი არ იმოქმედებს.
საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კოკა თოფურია გვესაუბრა ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე სტუდენტური აქციების მიმართ და დეტალურად განიხილა მათი მოთხოვნები. მისი განცხადებით, ზოგადად, ეს აქციები ორგანიზებული იყო პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ და მიიჩნევს, რომ ეს მათთვის კარგი გამოცდილება შეიძლება იყოს. "უმეტესობა მოთხოვნებისა იყო ისეთი, რომლებსაც უნივერსიტეტი ისედაც აკეთებს და ამის მოთხოვნის ფორმით გაფორმება სრულიად გაუგებარია. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესება. ამას უნივერსიტეტი ისედაც ყოველდღე აკეთებს, ეს მუდმივი პროცესია. იყო ისეთი მოთხოვნებიც, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტში ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, ლექტორების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენთან მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები პოლიტიკური ოპოზიციის წევრები ყოფილან" - აცხადებს კოკა თოფურია. მისი აზრით, ეს აქციები დაკავშირებული იყო სხვადასხვა უნივერსიტეტში გამართულ საპროტესტო გამოსვლასთან. კანცლერი სტუდენტების ერთ-ერთ მოთხოვნას - საერთაშორისო აკრედიტაციას გამოეპასუხა და განმარტა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი შეერთებულია ბოლონიის პროცესს. მათ უნივერსიტეტს აქვს საქართველოს აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია.
"მე მესმის სტუდენტების პოზიცია თანხის შეტანის გადავადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ვერ იქნება მოთხოვნა, რადგან სტუდენტებს ხელი აქვთ მოწერილი ხელშეკრულებაზე. ეს შეიძლება იყოს თხოვნა სტუდენტების მხრიდან და ამას არ უნდა ჰქონდეს კატეგორიული მოთხოვნის სახე. ახლანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ გადავავადებთ სწავლის თანხის შემოტანას უახლოეს მომავალში, თუმცა, იგეგმება მსგავსი შეღავათების გაკეთება პირველკურსელებისთვის. ეს შეიძლება, შეეხოთ მომავალ პირველკურსელებს. ანუ, მთელი თანხა პირდაპირ სექტემბერში აღარ შემოიტანონ, მაგრამ ეს არ შეეხებათ მაღალკურსელებს. ბიუჯეტი ისეა გაწერილი, რომ მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ხელფასები უნდა გაიცეს მაღალკურსელთა სწავლის გადასახადებისგან, შესაბამისად, მათ თუ გადავუვადებთ თანხის შემოტანას, 500- მდე თანამშრომლისთვის 4 თვის განმავლობაში ხელფასის გაცემა შეუძლებელი იქნება", - აღნიშნავს კოკა თოფურია.
რეზი კარანაძე პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. იგი საინიციატივო ჯგუფის წევრი და აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მოხდა ძალიან დიდი კონცენტრირება, რაც ითვალისწინებდა იდეოლოგიური ნიშნით დისკრედიტაციას. სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ კონკრეტული სტუდენტების სახელებიც დაასახელა საკითხების არაჯანსაღად განხილვისას. "მინდა აღვნიშნო, როგორც მემარცხენე, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ვგრძნობ დისკრედიტაციას, რაც წინა წლებში რეორგანიზირებამდე ნაკლებად თუ შეიმჩნეოდა. უნივერსიტეტში მაქსიმალურად უნდა მოხდეს უმცირესობების პოზიციების დაცვა" - აცხადებს რეზი კარანაძე.
მარი ბააზოვი მესამე წელია, რაც საქართველოს უნივერსიეტეტში სწავლობს. იგი სტუდენტური აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა და მიაჩნია, რომ ასეთი გზით მან საკუთარი უფლებების უგულებელყოფას გამოუცხადა პროტესტი. "იმ მოთხოვნებიდან ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხი. ზოგადად, არ ვარ კონფორმიზმის მომხრე. სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ჩვენს უნივერსიტეტშიც და ზოგადად, ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები არ უსმენენ რიგითი მოქალაქეების აზრს და ეს დიდად ვნებს დემოკრატიას. მგონი, ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა"-ამბობს მარი ჩვენთან საუბარში.
ამჟამად სტუდენტები მუშაობენ წესდებაზე, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის წევრთა არჩევნების საკითხსა და მათი შემდგომი საქმიანობის სფეროებს.
პაყდაყ ლოანს