თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი ხმაური ატყდა. 21 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდა.
თავდაპირველად სულ სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ანდრო ბარნოვი, ლელა გაფრინდაშვილი და რეზო ჯორბენაძე. ანდრო ბარნოვის კანდიდატურა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაბლოკა. ამ საბჭოს წევრებს თითოეული ფაკულტეტის ორ-ორი წარმომადგენელი შეადგენს, სულ არის 15 წევრი, რექტორის ჩათვლით. სწორედ ეს საბჭო განიხილავს კანდიდატების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებსა და განსაზღვრავს კანდიდატების რაოდენობას.
ანდრო ბარნოვის ოფიციალური განცხადებით, ეს არის ფაკულტეტზე პირდაპირი ზეწოლა, რადგან ისინი ბლოკავენ კანდიდატურას, რომელიც რეალურად იგებს არჩევნებს. ის ასევე ამბობს, რომ მას დაუპირისპირდა მარიამ გერსამია, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და საბჭოს წევრი. თავად მარიამ გერსამია კომენტარისგან თავს იკავებს.
კანდიდატებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განვითარების კონცეფციები რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნეს. ისინი განათავსა ვებგვერდმა სოციუმ.გე.
ანდრო ბარნოვი თავის კონცეფციებში ღიად საუბრობს ფაკულტეტის ბიუჯეტზე, აღწერს რა მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და აღნიშნავს სამომავლო პერსპექტივებს. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ასეთი დაუფარავი საუბარი ბიუჯეტზე მისი დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება ყოფილიყო.
ლელა გაფრინდაშვილი გამოყოფს ფაკულტეტზე დაწყებული რეფორმაციის პროცესის გაგრძელების 3 მიმართულებას: სწავლა, სწავლება და კვლევა. სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის "ნარინჯისფერთა კლუბი" ერთ-ერთ დამაარსებელს, ლევან ლორთქიფანიძეს იგი წარმოესახება ყველაზე სასურველ კანდიდატად და მის კონცეფციას სხვებთან შედარებით უკეთ ჩამოყალიბებულად მიიჩნევს.
"ფაკულტეტზე ძალიან რთული მდგომარეობაა, არჩევანის გაკეთება ძნელია. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ანდრო ბარნოვი, რომელსაც აკადემიური ხარისხი არ აქვს, დოქტორანტურის სტუდენტია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ზემოდან მოვლენილი კადრია. სასწორის მეორე მხარეს დევს რეზო ჯორბენაძის კანდიდატურა, რომელიც წლების განმავლობაში ფაკულტეტის მართვის აკადემიურ პასუხისმგებლობას იზიარებდა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა მან რეალურად ვერ შეასრულა, რადგან ფაკულტეტი არის უმძიმეს მდგომარეობაში. რაც შეეხება მესამე ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას, იგი ამათ ფონზე ჩანს ყველაზე სასურველ კანდიდატად. თუმცა, ცნობილია, რომ მას მენეჯერული გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის არც წარსულში ყოფილა ჩართული ფაკულტეტის მართვის პროცესში, რომელმაც ასეთ ცუდ შედეგებამდე მიიყვანა ჩვენი მეცნიერებები და არც ზემოდან დანიშნული, არაკომპეტენტური პირი გახლავთ".
რაც შეეხება რეზო ჯორბენაძეს, მისი კონცეფცია მკაცრად გაწერილ დოკუმენტს ჰგავს, რომელიც შემდეგი ქვეპუნქტებისგან შედგება: აქტუალობა, თეორიული საფუძველი, მიზანი, ამოცანები და განსახორციელებელი აქტივობები, სადაც იგი ჩამოწერს ფაკულტეტის დეკანის კონკრეტულ მოვალეობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბარნოვის დეკანად დანიშვნა ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელსაც თსუ-ს სტუდენტები სექტემბრის აქციებზე აპროტესტებდნენ, ახლა ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ მისი კანდიდატურა აღედგინათ.
"ჩემი აზრით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. მან ფაქტობრივად ფაკულტეტს შეზღუდა არჩევნის თავისუფლება. შესაბამისად, ამ ტიპის არჩევნების ჩატარება ჩემთვის მიუღებელია. დაშვებული უნდა იყოს ყველა კანდიდატი, რადგან სანამ ფაკულტეტს არ მიეცემა ფართო არჩევანი და არ იქნება დამოუკიდებელი, ზედმეტია უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე საუბარი" - ამბობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი შოთა ფალავანდიშვილი.
იმავე შინაარსის მატარებელია "ლაბორატორია 1918"-ის კომენტარი თავის ფაცებოოკ-ის გვერდზე. "ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტის მმართველობის არსებული სისტემა, მათ შორის, მიგვაჩნია, რომ ფაკულტეტების დეკანის არჩევაში აკადემიური საბჭოს ამჟამინდელი მონაწილეობის მოდელი მნიშვნელოვნად ზღუდავს ფაკულტეტების უფლებას, თავისუფლად შეარჩიონ დეკანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფაკულტეტის მართვასა და სამეცნიერო განვითარებაზე". აქვე აღნიშნავენ, რომ მათი პოზიცია არ გულისხმობს დეკანის კანდიდატურაზე ანდრო ბარნოვის მხარდაჭერას, მისი მართვის პოლიტიკა მოძრაობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია და აფასებენ როგორც უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და სამეცნიერო განვითარების პრინციპების საწინააღმდეგოდ მიმართულს.
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას, როგორიცაა დეკანი, არ უნდა ირჩევდეს ფაკულტეტის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, არამედ მთელი აკადემიური პერსონალი.
მაშასადამე, დეკანის არჩევნებზე კანდიდატებს მხოლოდ აკადემიური საბჭოს წევრები აძლევენ ხმას. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭო მთლიანობაში 34 ადამიანისგან შედგება. აქედან 7 სტუდენტია თვითმართველობის წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი 27 ფაკულტეტის ლექტორები. არჩევნებზე, რომელიც თსუ-ს მეექვსე კორპუსში ჩატარდა, შვიდივე სტუდენტი და მხოლოდ 11 ლექტორი გამოცხადდა, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევა უფრო სტუდენტებისგან იყო მოსალოდნელი.
არჩევნების შედეგები იმავე დღეს გახდა ცნობილი: ჯორბენაძე - 16 ხმა, გაფრინდაშვილი - 1 ხმა, ხოლო დარჩენილი ერთი ხმა გაბათილდა. შედეგების გამოცხადების მიუხედავად ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ვინაობა. უნივერსიტეტის დებულების VIII მუხლის დ ქვეპუნქტი დეკანის არჩევის წესებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა დეკანი.
საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. წესდებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ კანდიდატს უნდა მიეღო 18 ხმა 34-დან. როგორც ფაკულტეტის კანცელარიაში განგვიმარტეს, რადგან არჩევანის გაკეთება ხმათა უმრავლესობით არ მოხდა, სავსებით მოსალოდნელია ახალი არჩევნების დანიშვნა.