ეს უნივერსიტეტი პირველია საქართველოს სხვა უნივერსიტეტებს შორის, რომელმაც 2009 წელს სრულიად განსხვავებული სწავლების სისტემა დაამკვიდრა სამართლის ფაკულტეტზე და შემოიღო ახალი სისტემა, რომელიც თავის თავში სპეციალურ კურსებს მოიცავს.
რას გულისხმობს ორკვირიანი საგნები და რას მოიცავს ის?
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეკანი გიორგი თუმანიშვილი აღნიშნავს, ეს არის ვიწრო მიმართულების საგნები, რომლებსაც სტუდენტები ეუფლებიან ძირითად საგანთან ერთად.
სპეცკურსების პარალელურად მიმდინარეობს კერძო სამართლის ძირითადი ლექცია კვირაში ერთხელ, სადაც ლექტორი განიხილავს იმ თემებს, რომელთა სიღრმისეული შესწავლა ხდება მომდევნო ორი კვირის მანძილზე (სპეცკურსზე). სტუდენტს შეუძლია მაქსიმუმ აირჩიოს 6 სპეცკურსი.
გიორგი თუმანიშვილის თქმით, ამ მეთოდით პირველმა კურსდამთავრებულებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. მათ წარმატებით დაამთავრეს უნივერსიტეტი და დღეს არიან მოქმედი პროკურორები, ადვოკატები, დასაქმებულნი არიან კერძო თუ საჯარო სექტორებში.
სტუდენტთა ნაწილი აკრიტიკებს აღნიშნულ მეთოდს მასალის ოდენობის, ზედაპირულობის, გადატვირთული რეჟიმის გამო. დიდია დაბნეულობა იმ სტუდენტებისა, რომლებსაც გული შესტკივათ გადახდილ თანხასა და დახარჯულ დროზე. აშინებთ ის ფაქტი, რომ სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ვერ გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას, ვინაიდან ზღვა მასალის ასე სწრაფად დამუშავება საფუძვლიანად შეუძლებელია. ხოლო მათი აზრით, ვინც ამგვარ სწავლებას დადებითად აფასებს, ორ კვირაში სწორედაც იმ საგნებს გადიან, რომლებიც არ გამოირჩევა დიდი სირთულითა და ნებისმიერ საშუალო შესაძლებლობების სტუდენტს შეუძლია დაძლიოს ეს მასალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის ვაჟა ჭრელაშვილის თქმით, "როგორც ყველა, ასევე მეც ძალიან უკმაყოფილო ვარ სწავლების ამ მეთოდით, ვინაიდან შეუძლებელია ამხელა მასალის მოკლე ვადაში დამუშავება. დადებითი მხარე კი ის აქვს, რომ სპეცკურსი არის ინტენსიური სწავლება და მთელი ორი კვირის მანძილზე გიწევს ინტენსიურად იმუშაო მხოლოდ ერთსა და იმავე საგანზე".