როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მეშველიანი ამბობს, ბილეთებს სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორი ადგენს: “აღნიშნული ბილეთებიდან ერთ-ერთი გამოცდის დღეს მიეწოდება სტუდენტს. ნაშრომის შესრულების შემდეგ საგამოცდო ნაშრომის ის ნაწილი, სადაც სტუდენტის მონაცემებია მითითებული, ილუქება და გადაეცემა გასასწორებლად სასწავლო კურსის წამყვან პროფესორს”.
საგამოცდო ცენტრის მუშაობას წარმართავს ცენტრის უფროსი, ერთი მთავარი სპეციალისტი, ორი უფროსი სპეციალისტი და ერთი სპეციალისტი, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორი ნიშნავს. რაც შეეხება დამკვირვებლებს, მათი შერჩევა ხდება საგამოცდო ცენტრის უფროსის მიერ გასაუბრების საფუძველზე.
გამოკითხული სტუდენტების მიერ გამოითქვა აზრი, რომ გამოცდაზე დამკვირვებლები არაადეკვატურადაა არჩეული. „კარგია, რომ ფინალურ გამოცდებს ეროვნული ცენტრი ატარებს და სტუდენტებს გადაწერის საშუალება არ აქვთ. ამ მხრივ დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ფინალურებზე არადეკვატურად შერჩეულ დამსწრეებს. არაადეკვატურში სტუდენტ დამკვირვებლებს ვგულისხმობ, რაც სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო შუალედურებს ეხება, როდესაც სტუდენტს ძირითად საგნებთან ერთად მაინორი საგნების ჩაბარება უწევს და ერთ დღეს სამი გამოცდა აქვს. სხვადასხვა დღეზე უნდა იყოს გადანაწილებული, როგორც ეს ფინალურებზე ხდება“ - გვითხრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თაკო გოჩიამ.
არადეკვატურად შერჩეულ დამკვირვებლებზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ მეშველიანმა გვიპასუხა, რომ ნამდვილად იყო შემთხვევა, როდესაც სტუდენტები აირჩიეს დამკვირვებლებად: “რამდენიმე სტუდენტი, მხოლოდ სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ნამდვილად ასრულებდა დამკვირვებელის ფუნქციას. მე ვფიქრობ, რომ მათ, საერთო ჯამში, კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. რა თქმა უნდა, გამოცდების მსვლელობის დროს ჰქონდა ადგილი გარკვეულ ინციდენტს, თუმცა, მათი უდიდესი ნაწილი ინიცირებული იყო გამოსაცდელი სტუდენტების მიერ. რაც შეეხება თქვენ მიერ ციტირებული სტუდენტის შემთხვევას, არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონოდა რაიმე პრობლემა დამკვირვებელთან და პრობლემა გამოეწვია დამკვირვებლის გადაცდომას, თუმცა, ასეთი შემთხვევები გამონაკლის სახეს ატარებდა, და არა სისტემურს, როგორც სტუდენტს სურს რატომღაც წარმოადგინოს”.
სტუდენტების ნაწილი საგამოცდო ცენტრის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა, ხარვეზებზე მაინც საუბრობენ: “საგამოცდო სისტემით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, ფინალურებს ცენტრი გვიტარებს და ამიტომ გადაწერები ნაკლებად ხდება. ნუ იწერენ მაინც, მაგრამ მომზადებით ნამდვილად ვემზადებით. არის ხოლმე პატარა პრობლემები, მაგალითად, მე პირადად შემემთხვა: გამოცდიდან მომხსნეს, თანხა არ გაქვს სრულად დაფარულიო, არადა გადახდილი მქონდა. ნუ ეს არა ცენტრის, უნივერსტეტის პრობლემაა“ - გვითხრა მარიამ შუბითიძემ.
სტუდენტი თამუნა ნიკურაძე საგამოცდო სისტემის ხარვეზებს აღნიშნავს, თუმცა, მის წინსვლაზეც საუბრობს: “ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად მომწონს საგამოცდო სისტემა, თუმცა, წინსვლა აშკარად არის. სასურველია, უფრო გამკაცრდეს, ასე კონკრეტულად ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი გამოსწორდება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საგამოცდო სისტემა სულ წელიწადნახევარია რაც მოქმედებს. გეტყვით პირადი გამოცდილებიდან, გადმოვედი თსუ-დან, საგამოცდო სისტემა ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც იქ, თუმცა, უფრო ლოიალური დამოკიდებულებით. ამით მგონია, რომ ყველაფერი ითქვა“.
გამოკითხულმა სტუდენტებმა ისურვეს, რომ შუალედური გამოცდებიც საგამოცდო ცენტრმა ჩაატაროს, რაზეც ზურაბ მეშველიანმა გვიპასუხა: “ერთიანი საგამოცდო ცენტრი არ განსაზღვრავს უნივერსიტეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას, თუმცა, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ შევეცდებით ორგანიზება შუალედურ გამოცდებსაც გავუწიოთ“.