ახალგაზრდები უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრების არარსებობაზე
ახალგაზრდები უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრების არარსებობაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართულ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად იმატებს იმ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღება უცხო ქვეყანაში გადაწყვიტეს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ უნივერსიტეტში 2011-2012 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე სულ 189 უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩაირიცხა. აქედან 155 სწავლობს თსუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე, 22 მაგისტრატურაზე, სადოქტორო პროგრამაზე კი მხოლოდ 1 სტუდენტი ფიქსირდება.

საქართველოში მცხოვრებ უცხოელ სტუდენტთა ზუსტი რაოდენობრივი სტატისტიკა არ მოიპოვება, რადგან ,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის"" ოფიციალურ ვებგვერდზე 2009 წლის შემდეგ ამ სახის ინფორმაცია არ განახლებულა.

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამეტის უფროსის დალი კანდელაკის განცხადებით, თსუ-ს უცხოელი სტუდენტებისთვის აქვს როგოც ქართული, ისე რუსული და ინგლისურენოვანი პროგრამები, მაგრამ უცხოურ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაშიც კი სტუდენტმა უნდა იცოდეს ქარული ენა ელემენტარულ სასაუბრო დონეზე. ის ამბობს, რომ ყველაზე მეტი პრობლემა რუსულ სექტორზე ჩარიცხულებს ექმნებათ, რადგან სტუდენტების უმრავლესობამ, მაგალითად, ჩეჩნეთიდან, აზერბაიჯანიდან, საკმარის დონეზე არ იცის არა მარტო ქართული, არამედ რუსული ენაც კი.

საქართველოში სწავლის პრობლემებზე საუბრისას თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი ფაიკ მუსტაფაევი ამბობს, რომ ძალიან უჭირს ქართულად მეტყველება, რუსულ სექტორზე სწავლობს, მაგრამ ქართული მაინც სჭირდება ხოლმე. ,,საქართველოში ვერ ვიტყვი რომ ცუდი სწავლაა. მე ერთადერთი პრობლემა, რაც აქ სწავლისას შემექმნა, იყო ენის არასრული ცოდნა. ქართულ ენას მხოლოდ 2 სემესტრის განმავლობაში გავდივართ, რაც ჩემი აზრით არასრულია. მიხდება რეპეტიტორთან საჭირო კურსების გავლა, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ვერ ვიგებ სრულად ლექტორის მიერ ახსნილ მასალას, შესაბამისად, მიძნელდება გამოცდების ჩაბარება ეროვნულ ცენტრში"" - ამბობს ფაიკ მუსტაფაევი.

უნივერსიტეტებში შექმნილი ამ პრობლემის გარდა უცხოელმა სტუდენტმა სრულიად შესაძლებელია, თავი არაკომფორტულად იგრძნოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან საქართველოში არ არსებობს უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრები, თუ არის, მათი არსებობის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის.

ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის" პროგრამების მენეჯერის, ნათია ნანავას თქმით, ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრი, სადაც სტუდენტი გაივლის კონსულტაციას მისთვის სასურველ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ,,უცხო ქვეყანაში მოხვედრილ სტუდენტს ადაპტაციისთვის აუცილებლად სჭირდება დახმარება. მათთვის უნდა არსებობდეს ცენტრი, სადაც მიიღებენ ინფორმაციას უნივერსიტეტის ან ქვეყნის შესახებ. მან ცენტრის საშუალებით საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს სოციოლოგის ან ფსიქოლოგის დახმარება. ხშირად ხდება ისე, რომ უცხოელ სტუდენტს აწუხებს, მაგალითად "Hომე შეეკ", რაც გულისმობს საკუთარი ქვეყნის ან სახლის ნოსტალგიას. ამ შემთხვევში სტუდენტმა დახმარების სპეციალურ ცენტრში, რომელიც მიერთებული იქნება უნივერსიტეტთან, უნდა მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაცია"" - აღნიშნავს ნათია ნანავა.

მსგავსი ცენტრის დაარსების გარკვეული მცდელობა საქართველოს სახელწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ იყო. 2005 წლის მაისსა და ივნისში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა თსუ-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისთვის სემინარები გამართა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ეგიდით პროფესორმა ბარი პარსონმა (ვაიკატოს უნივერსიტეტი) შეიმუშავა თსუ-ს ფაკულტეტისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი (ხარისხის სწავლებისა და კვლევის შეფახების ჩათვლით). ამ მოდელში ერთ-ერთი იყო სტუდენტთა სოციალური უზრუნველყოფისა და უცხოელი სტუდენტების განყოფილება, სადაც უცხოელი სტუდენტები ცენტრის მეშვეობით მიიღებდნენ დახმარებას თსუ-ს პროგრამებში ჩართვასთან დაკავშირებით. სტუდენტებს მიაწოდებდნენ ისეთ საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა კლინიკების ადგილმდებარეობა, საკონსულტაციო მომსახურება, განთავსება და ფინანსური დახმარების, პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების საკონსულტაციო სერვისის მიწოდება.

საქართველოში 2011 წლის დეკემბრიდან ,,საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა" არსებობს. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, დაიცვას სტუდენტთა უფლებები საქართველოში. მისი წევრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ლიგა აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. როგორც ლიგის პრეზიდენტმა აღნიშნა, უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი უფლებების დასაცავად და სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად მიმართონ ამ ორგანიზაციას. თუმცა, ჯერჯერობით უცხოელებისთვის არ არის ცნობილი ამ ორგანიზაციის შესახებ და შესაბამისად, არც არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენ უცხოელ სტუდენტს მიუმართავს მათთვის. ,,ჩვენი ორგანიზაცია აქამდეც ზრუნავდა უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვაზე და შესაბამისად, შექმნილიც გვაქვს ორგანიზაციაში უცხოელ სტუდენტთა უფლებების დეპარტამენტი, მაგრამ დამეთანხმებით, ასეთი დაწესებულების შესახებ ინფორმაციამ უნდა მიაღწიოს უცხოელი სტუდენტის ყურამდე, რომ არსებობდეს გამოხმაურებაც. რა თქმა უნდა, ნდობის ფაქტორიც უნდა იყოს, რომ მოვიდნენ და გვესაუბრონ, შემიძლია გაცნობოთ, რომ ახალი ძალებით ვგეგმავთ უცხოელ სტუდენტთა უფლებების დეპარტამენტის ამუშავებას, უფრო დიდი პიარითა და შესაძლებლობებით"" - აღნიშნავს ,,საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები მიმართავენ, რადგან მათთან ბაკალავრიატზე უცხოელი სტუდენტები ნაკლებადაა ისევ და ისევ ენის პრობლემის გამო. ,,მათთვის სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ქართული ენის ცოდნა, რეალობაში კი ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნაც კი პრობლემას წარმოადგენს. მაგისტრატურაზე კი ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან აქ არსებობს უცხოენოვანი კურსები და მათ არ უძნელდენათ სწავლა. ,,უცხოელი სტუდენტები მოგვმართავენ, მაგრამ არა პრობლემის გადაჭრისთვის, არამედ სხვადასხვა საკითხით, რაც ეხება მათ ჩართვას უნივერსიტეტში მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებში, ჩვენც შეძლებისდაგავრად ვეხმარებით, რათა ისინიც, როგორც ქართველი სტუდენტები ჩართულები იყვნენ ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში" - აცხადებენ ილიაუნის ადმინისტრაციაში.

იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს უცხოელ სტუდენტთა დახმარების ცენტრები ამერიკასა და ევროპაში, ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის" კონსულტანტი, ამერიკული განათლების საკითხებში, თამარ ქარჩავა გვესაუბრა. მისი თქმით, ""Iნტერნატიონალ შტუდენტ Oფფიცე"-ების არსებობა ამერიკული განათლების ნიშაა. საერთაშორისო სტუდენტთა ოფისები მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის მუშაობენ და მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.

,,ყველა აკრედიტირებულ ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს უცხოელ სტუდენტთა დახმარებისთვის შექმნილი სპეციალური ოფისი, ""Iნტერნატიონალ შტუდენტ Oფფიცე". მსგავსი ოფისის არსებობით კი ამერიკელები ამაყობენ. ეს სერვისი არ მუშაობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, მხოლოდ უცხოელებისთვისაა. აქ მომსახურება სტუდენტებისთვის უფასოა. მე ბევრ ქართველ სტუდენტთან მაქვს კონტაქტი, მათი თქმით, ამ ოფისების მომსახურება იდეალურია და ასევე აუცილებელიც. ამ ოფისში მათ შეუძლიათ, მოითხოვონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დახმარება. ჩემი აზრით, საქართველოში დასახვეწია ეს მომსახურება. უნივერსიტეტებმა თვითონვე უნდა შესთავაზონ ეს სერვისი სტუდენტებს" - ამბობს თამარ ქარჩავა.

მისი თქმით, ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრისთვისაც"" მიუმართავთ საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს ინფორმაციული დახმარების თხოვნით და მიუღიათ კიდეც სასურველი დახმარება, მაგრამ აღნიშნავს, რომ არა მარტო უცხოელ სტუდენტებისთვის საქართველოში, ქართველი სტუდენტებისთვისაც არ იქნებოდა ურიგო მსგავსი სერვისის არსებობა.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary