"დარეგისტრირდი"? "საგნები აირჩიე"? "ბაზა არ ჭედავს"? - მსგავს კითხვებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველი სემესტრის დაწყებისას სვამენ. საგნების არჩევის პროცესი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება. ამ პერიოდში მყ უგ-ს ყველაზე ბევრი სტუდენტი სტუმრობს...
მყ უგ - სტუდენტის პირადი გვერდია ბაზაში. საგნების არჩევა და რეგისტრაციის პროცესი თითოეული სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ხდება.
"საგნებს ვერ ვირჩევ", "ბაზა ჭედავს", "ადგილი არაა ჯგუფში" და ა.შ. ამგვარ აზრებს თითქმის ყველა სტუდენტი გამოთქვამს.
"ყოველი რეგისტრაცია ნერვების ფასად მიჯდება, ყველა რეგისტრაციის დროს ბაზა საშინელ მდგომარეობაშია. ხან სასურველ საგნებს ვერ ვირჩევ, ხანაც ქულები არ მიდევს და ეს რეგისტრაციისას პრობლემებს მიქმნის" - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ბაჩო გოგრიჭიანი.
რეგისტრაციის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც სკოლის დირექტორებს საგნები შეჰყავთ ბაზაში. ეს დეკემბერში ხდება. იანვარში კი სტუდენტის მიერ საგნების არჩევა და რეგისტრაციის გლობალური პროცესი იწყება.
სტატისტიკურად სტუდენტთა 30% ვერ რეგისტრირდება სრულყოფილად, მათ სხვადასხვა სახის პრობლემა ექმნებათ. ეს პრობლემები კი ბაზის ტექნიკურ მხარესთან არაფერ შუაშია.
საქართველოს უნივერსიტეტის ვებტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აბრამიანი უნივერსიტეტის ბაზის შესახებ გვესაუბრა. "რეგისტრაციის პროცესის დროს სტუდენტების დიდი რაოდენობა პრობლემას არ იწვევს. რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთადერთი პრობლემა მაშინაა, როდესაც გვერდი გათიშულია და სტუდენტები გვერდს აახლებენ. ამ დღეებში ერთი სტუდენტისგან 500 მსგავსი მოთხოვნა იყო შემოსული. ეს იმის მსგავსია, ქილაში იმაზე მეტი რამ ჩადო, რასაც იტევს. ამიტომ საჭირო გახდა შეზღუდვის დაწესება და სერვერის გათიშვა, სხვანაირად სიტუაცია ვერ გამოსწორდებოდა" -ამბობს დიმიტრი აბრამიანი.
რეგისტრაციის პროცესის დროს ბაზაში ცვლილებები ყოველ სამ საათში შედის. ინფორმაციის ჩამატებას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება კონკრეტული ცვლილებები აღქმული.
დიმიტრი აბრამიანი რეგისტრაციის პროცესის ერთ-ერთ პრობლემად სტუდენტების მიერ ინსტრუქციის წაუკითხაობას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ სტუდენტები ინსტრუქციას არ კითხულობენ და შეკითხვებით მას მიმართავენ.
როგორ მოვახდინოთ საგნის შეცვლა/გაუქმება სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ? როგორ ჯობია დარეგისტრირებული საგნის ჯგუფის შეცვლა? როგორ მოვიქცეთ, თუ არ არის თავისუფალი ჯგუფი? - მსგავს შეკითხვებზე პასუხს რეგისტრაციის ინსტრუქცია იძლევა.
საქართველოს უნივერსიტეტის ბაზის ერთ-ერთი პრობლემა იყო შეტყობინებების დაგზავნა. სტუდენტები იღებდნენ სხვადასხვა შეტყობინებას ლექტორებისგან, ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან. ეს მოკლე ტექსტური შეტყობიებები კი ან ძველი იყო, ან კიდევ ადრესატს არ ეგზავნებოდა. დიმიტრი აბრამიანის თქმით, "როდესაც მოკლე ტექსტური შეტყობინება იწერება, ის გარკვეულ ბაზაში იგზავნება კოდით. უნდა მოხდეს ამ კოდის ტექსტად ქცევა. ეს ფუნქცია გათიშული იყო და შესაბამისად, ვერ ხდებოდა კონვერტაცია. აკრეფილი მესიჯი ბაზაში არ ჯდებოდა და სტუდენტებს ძველი და წინა შეტყობინებები ეგზავნებოდათ. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია".
საქართველოს უნივერსიტეტის ბაზა მალე Mიცროსოფტ-ის სერვერიდან Lინუხ-ის სერვერზე გადავა, რომელიც უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, ბაზას დაემატება გარკვეული ფუნქციები მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, რაც მათ ბევრ სიახლეს გააცნობს და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.