სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად არც სოხუმის უნივერსიტეტი განიცდის მობილობით გადმოსული სტუდენტების ნაკლებობას.
როგორც მაკო გაბუნიამ გვითხრა, ნანობს სოხუმის უნივერსიტეტში გადასვლას: “ამჟამად, ვსწავლობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გადმოსული ვარ მობილობით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან (ალმა-მატერი). იქ პრობლემები არ შემქმნია, უბრალოდ, მინდოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მესწავლა და მხოლოდ ჩემი ინიციატივით გადმოვედი. თუმცა, სამწუხაროდ, ამ უნივერსიტეტის პირობები ჩემთვის უცნობი იყო და ამჟამად ვნანობ კიდეც“. როგორც მაკო ამბობს, კრედიტების აღიარებაზე ნაწილობრივ პრობლემებიც შეექმნა : “იმის გამო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა საგნებს გადიოდნენ, რამდენიმე კრედიტი არ მიღიარეს. თუმცა, ჩემი დაგროვილი კრედიტები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვეულებრივ მეორე კურსიდან გამეგრძელებინა სწავლა. ადმინისტრაციიდანაც ყურადღება ნაკლებად შეიმჩნევა. სამწუხაროდ, სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ თავად სტუდენტმა უნდა იზრუნოს თითქმის ყველა საკითხზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, თვითონვე მიხვდებით, როგორი კმაყოფილი შეიძლება ვიყო“.
თორნიკე ძაგანაშვილიც მობილობით გადასული სტუდენტია. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა. მაკოს მსგავსად, არც თორნიკეა პირობებით კმაყოფილი: „იურიდიული ფაკულტეტიდან სოციოლოგიაზე გადმოვედი, კრედიტები ისე გამოვიდა, რომ მეორე კურსზე მოვხვდი, მაგრამ პირველი კურსიდან ერთი-ორი საგნის გავლა მიწევს. მე პირადად, საბუთების შეგროვებაზე შემექმნა პრობლემა, ისეთი საბუთები მომთხოვეს, რაც თსუ-ში არ დამჭირვებია. კმაყოფილი ვარ-მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, რასაც მოველოდი, არ დამხვდა, ბევრია ჩემსავით უკმაყოფილო. უნდა მიხვიდე ლექციაზე, დაესწრო და წამოხვიდე, ვერაფერს ვერ გააკეთებ სხვას. რაც მე ვნახე არაფერია ისეთი, რომ ლექციების გარდა დაკავდე“.
ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას, როგორც თორნიკემ აღნიშნა, გაუგერობაც მოხდა: “სოციოლოგია მეწერა მობილობაში და განცხადებაც სოციოლოგიაზე დავწერე. აღმოჩნდა, რომ აერიათ და ზოგიერთ საბუთში პოლიტოლოგია ჩამიწერეს, ზოგგან - სოციოლოგია. ყველა საბუთში სხვადასხვა პროფესია ეწერა. შემთხვევით რომ არ შემემჩნია, პოლიტოლოგიაზე სწავლა მომიწევდა“.
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადასული სტუდენტია გიორგი წეროძეც: “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კატასტროფული და ქაოსური მდგომარეობაა. გადმოვედი თუ არა, გრანტის გადმოტანაზე პრობლემა შემექმნა. თან ჩემი მეგობარი მეორე კურსზე დასვეს, მე - პირველზე და ექვსი საგნის ნაცვლად ოთხი ვისწავლე. რომ მოვიკითხე ოთხ საგანს ვსწავლობ და დავიმატებ-მეთქი, მითხრეს არალეგალურია და ეგ არ შეიძლებაო, ჩათვალე, ქრთამს გვთავაზობო. ასე დავრჩი პირველ კურსზე. არც საკმარისი კრედიტები მიღიარეს, რადგან სხვა ფაკულტეტზე გადმოვედი. კეთილმოწყობის მხრივაც საშინელი მდგომარეობაა და განათლების ხარისხიც საკმაოდ დაბალია“.
კრედიტების აღიარებასა და უნივერსიტეტში მობილობის წესებზე ხარისხის სამსახურის უფროს მარინა ხუბუას დავუკავშირდით. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, მან უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე: „მე კითხვებზე არ ვპასუხობ და არც ინტერვიუს ვაძლევ ხოლმე. არავის ჩავუყენებივარ საქმის კურსში“ - გვითხრა მარინა ხუბუამ.