სტუდენტური ცხოვრება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
14 დეკემბერი, 2013
სტუდენტური ცხოვრება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ყველა უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს. გარდა საგანმანათლებლო პროცესისა, ყველა სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს გასართობი თუ შემეცნებითი სახის ტურნირებსა და ღონისძიებებში.

ამჯერად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებით დავინტერესდით და პირველ რიგში ახალგაზრდები გამოვკითხეთ. მათი უმეტესობა ამბობს, რომ უნივერსიტეტს სხვადასხვა სახის წრე აქვს, თუმცა, მათი სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანი არ არის და მათთვის საინტერესო არაფერი ხდება.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებით მეეჭვება ვინმე კმაყოფილი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობა ცდილობს რაღაც გააკეთოს და ოდნავ მაინც გახადოს საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. უნივერსიტეტს აქვს სხვადასხვა კლუბი, ანსამბლი, მაგრამ ჩემთვის ბევრი რამ საინტერესო არ არის და ამიტომ არ ვინტერესდები. თუმცა, ზოგჯერ ვიღებ მონაწილეობას. ბევრ რამეს ვისურვებდი სტუდეტური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად, ბევრი რამ შესაცვლელია და დასახვეწი, თუმცა, კონკრეტულად ერთს ვერ გამოვყოფ“ - გვითხრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თიკო მამისაშვილმა.

სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართული არ არის და ამას დატვირთული გრაფიკით ხსნის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ქავთარაძე: „მე მეტწილად სწავლით ვარ დაკავებული, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნაკლებად მაქვს ინფორმაცია სტუდენტურ, მით უმეტეს, თვითმმართველობის "ცხოვრებაზე", ნაკლებად ვარ ჩართული ღონისძიებებში გარკვეული სუბიექტური მიზეზების გამო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ეწყობა. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სპორტული გუნდიც გვყავს (ფეხბურთის), რომელიც აქტიურია. ასევე ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი არსებობს“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის გიორგი ომარაშვილის თქმით, თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებას ატარებს: “როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ვატარებთ. ჩვენთან ფუნქციონირებს 6 სპორტული სექცია (ჭადრაკი, ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ფრენბურთი და ჭიდაობა) და კულტურის მიმართულებით 4 სექცია. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წარმატებები აქვს უნივერსიტეტს, როგორც სპორტული ტურნირების მხრივ, ასევე კულტურული ღონისძიებების თვალსაზრისით“.

როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე ამბობს, ისინი სტუდენტებისთვის ტრენინგებსაც ატარებენ: “ტრენიგებს ვატარებთ ფაკულტეტებისა და მიმართულებების მიხედვით და ასევე ზოგადი სახითაც, როგორიცაა: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და ასე შემდეგ“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი წეროძე ღონიძიებების ხარისხზე აკეთებს აქცენტს და არც ექსკურსიებითაა კმაყოფილი: “ერთ ექსკურსიას აწყობენ ნოემბრის თვეში, ისიც თბილისის სიახლოვეს (ერთდღიანს) და საახალწლო უაზრო კარნავალს უნივერსიტეტის დარბაზში. სპორტულ ღონისძიებებსა და ინტელექტუალურ თამაშებზე საუბარი ზედმეტია. თუ რამე ეწყობა, ისიც დაბალი დონის. უკეთესი იქნება ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო ადგილზე ისტორიისა და კულტურის გასაცნობად, ასევე ერთმანეთის დასამეგობრებლად. მეტი სპორტული ღონისძიებაა საჭირო ჯანსაღი ცხოვრების სტიმულისთვის და საინტერესო ინტელექტუალური თამაშები წამახალისებელი პრიზებით. ვფიქრობ, ამ მინიმუმს უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს“.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary